ოქროს ნაპირი (ბრიტანეთის კოლონია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ფაქტიურ → ფაქტობრივ using AWB
ხაზი 139:
 
==ისტორია==
ოქროს ნაპირს პირველას 1471 წელს მიაღწიეს [[პორტუგალიელები|პორტუგალიელებმა]]. აქ მათ დახვდათ მრავალრიცხოვანი აფრიკული სამეფოები, რომელთაგან ზოგიერთს ჰქონდა [[ოქრო]]ს უმდიდრესი მარაგი. 1482 წელს პორტუგალიელებმა აქ ააგეს ციხე-სიმაგრე [[ელმინა]]. ეს იყო პირველი ევროპული ფორტი ოქროს ნაპირზე. აქედან აწარმოებდნენ ისინი მონებით, მძივებით, დანებით, იარაღით, ოქროთი, რომით და მინით ვაჭრობას. წარმატებული ვაჭრობის შესახებ სწრაფად გავრცელდა ხმები და შედეგად, ამ რეგიონს მოაწყდა [[ბრიტანეთი]]ს, [[ჰოლანდია|ჰოლანდიის]], [[დანია|დანიის]], [[პრუსია|პრუსიის]], [[შვედეთი]]ს ვაჭართა მთელი არმია, რომელთაც ააგეს რამდენიმე ციხე-სიმაგრე სანაპირო ხაზის გასწვრივ. სახელწოდება „ოქროს ნაპირი“ მოდის ევროპელებისაგან, აქ მოპოვებული დიდი რაოდენობით [[ოქრო]]ს მარაგის გამო. მრავალი ასეული წლის მანძილზე ამ რეგიონის ეკონომიკის ძირითადი წამყვანი დარგი იყო [[მონათვაჭრობა]].
 
ბრიტანეთის ოქროს ნაპირი შიქმნა 1867 წელს, როდესაც [[ბრიტანეთი]]ს მთავრობამ დაამხო აფრიკული სავაჭრო კომპანია და დაიპყრო მისი ტერიტორიების ნაწილი სანაპიროს გასწვრივ. მათ მიითვისეს აგრეთვე, სხვა ევროპული ქვეყნების ტერიტორიებიც, კერძოდ, დაიპყრეს დანიის ოქროს ნაპირი 1850 წელს და ჰოლანდიის ოქროს ნაპირი ფორტ ელმინას ჩათვლით, 1872 წელს დაიპყრეს [[აშანტის კონფედერაცია]] და [[ფანტი]]. ევროპელთა გამოჩენამდე [[აშანტები]] მართავდნენ ტერიტორიების უმეტეს ნაწილს, ამიტომ ევროპელებს ხშირად მოსდიოდათ კონფლიქტები მათთან. [[აშანტები]] [[განა]]ში წარმოადგენენ ყველაზე მრავალრიცხოვან ეთნიკურ ჯგუფს. ბრიტანელებმა მათ დასამორჩილებლად შვიდი [[ანგლო-აშანტური ომები|ანგლო-აშანტური ომი]] გადაიხადეს.
ხაზი 146:
სულ იყო შვიდი ომი, რომელიც პერიოდულად გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. აქედან პირველი ხუთი ომი აშანტის გამარჯვებით დამთავრდა. დიდმა ბრიტანეთმა სცნო აშანტის დამოუკიდებლობა. 1831 წლის შეთანხმებით განისაზღვრა აშანტისა და ინგლისის კოლონიურ მიწებს შორის საზღვარი.
 
მეექვსე ომის დროს (1873—1874 წწ.) ინგლისელებმა შეაღწიეს ქვეყნის სიღრმეში, გადაწვეს და გაძარცვეს აშანტის დედაქალაქი კუმასი. დაანგრიეს დედაქალაქის სამხედრო ნაგებობები და სამეფო სასახლეც, მაგრამ ინგლისელებმა ვერ მოახერხეს დედაქალაქში გამაგრება. აშანტის სამეფომ ფორმალურად შეინარჩუნა დამოუკიდებლობა. თუმცა შეთანხმებით მათ დიდი ბრიტანეთისათვის უნდა ეძლიათ ხარკი 50 ათასი ოქროს უნცია და უარი ეთქვათ ციხესიმაგრე [[ელმინა]]სთან ვაჭრობის უფლებაზე. ასევე აეკრძალათ ელმინას ტერიტორიაზე დასახლების უფლება, რომლის უფლებაც აშანტიმ 1872 წელს ჰოლანდიისაგან შეიძინა. ამრიგად, აშანტიმ დაკარგა ოქროს ნაპირის შიდა რაიონებიდან ევროპელებთან ვაჭრობის მონოპოლია. ინგლისელებს თავისუფალი ვაჭრობის და გადაადგილების უფლება მიეცათ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. დედაქალაქ კუმასში მივლენილ იქნა ბრიტანელი ჩინოვნიკი ხელშეკრულების პირობების დაცვის მეთვალყურეობისათვის. მეექვსე ომში დამარცხებამ ფაქტიურადფაქტობრივად წერტილი დაუსვა აშანტის დამოუკიდებელ განვითარებას. კონფედერაციამ ნელ-ნელა ჩამოშლა დაიწყო, მრავალი ადგილობრივი ბელადი აცხადებდა კუმასისაგან დამოუკიდებლობას. დაიწყო დეზინტეგრაციის და დაცემის პერიოდი.
 
მეშვიდე ომის შედეგად 1895—1896 წწ. ინგლისმა მთლიანად გაანადგურა აშანტი. დაიპყრო მისი ტერიტორიები და გააფორმა [[აშანტის ფედერაცია]]ში შემავალ ცალკეულ ტომებთან ხელშეკრულებები პროტექტორატის შესახებ, რის შედეგადაც ფედერაციამ არსებობა შეწყვიტა. 1901 წელს ინგლისელებმა აშანტის მთელი ტერიტორია გააერთიანეს [[ოქროს ნაპირი]]ს კოლონიაში.
ხაზი 163:
 
==პროტექტორატის ეკონომიკა==
1901 წლიდან მთელი ოქროს ნაპირის მოსახლეობა განიხილებოდა, როგორც ერთიანი ხალხი და როგორც, ბრიტანეთის კოლონია. ეკონომიკაც კოლონიური პოლიტიკის შესაბამისად განვითარდა. ბრიტანელები აქედან მრავალნაირ ბუნებრივ რესურსს ეზიდებოდნენ. კერძოდ, [[ოქრო]]ს, [[რკინის მადანი|რკინის მადანს]], [[ალმასი|ალმასს]], [[სპილოს ძვალი|სპილოს ძვალს]], [[წიწაკა]]ს, [[მარცვლეული კულტურები|მარცვლეულს]], [[კაკაო]]ს, [[მერქანი|მერქანს]]. პროდუქციის ტრანსპორტირების გასაადვილებლად, ბრიტანელმა კოლონიზატორებმა ააგეს რკინიგზები და რთული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე [[განა]]ს სატრანსპორტო [[ინფრასტრუქტურა]]ს. ასევე, ააგეს დასავლური ტიპის [[საავადმყოფო]]ები, [[სკოლა|სკოლები]] და სხვა დაწესებულებები, რათა კოლონიაში გადასახლებული [[ბრიტანეთის იმპერია|ბრიტანეთის იმპერიის]] მოსახლეობისათვის შეექმნათ კომფორტი.
 
==დამოუკიდებლობა==
ხაზი 180:
 
[[კატეგორია:აფრიკის ისტორიული სახელმწიფოები]]
[[კატეგორია: ერთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნები]]
[[კატეგორია:ბრიტანეთის ყოფილი კოლონიები]]
[[კატეგორია:განის ისტორია]]