მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

→‎ფაშიზმის აღმოცენება ( [[1914]] - [[1922]] ): clean up, replaced: წამგებიან → წაგებიან using AWB
=== ფაშიზმის აღმოცენება ( [[1914]] - [[1922]] ) ===
[[ფაილი:Benito Mussolini 1917.jpg|მინი|მუსოლინი როგორც იტალიელი ჯარისკაცი, [[1917]]]]
1914 წლის [[28 ივლისი|28 ივლისს]] [[ავსტრია]]მ გამოუცხადა ომი [[სერბეთი|სერბეთს]]. დაიწყო [[პირველი მსოფლიო ომი|დიდი ომი]]. მუსოლინი გაზეთ „ავანტ“"-ს ფურცლებზე იმეორებდა თავის ჩვეულ ლოზუნგებს: „ძირს ომი! გაუმარჯოს ჰუმანიზმს!“ მისი თანაპარტიელი სოციალისტები თვლიდნენ, რომ იტალიამ „მკაცრი ნეიტრალიტეტი“ უნდა შეინარჩუნოს. მაგრამ მუსოლინი კარგად ხედავდა, რომ ეს პოზიცია პარტიისთვისაც და პირადად მისთვისაც პოლიტიკურად წამგებიანიწაგებიანი იყო. ამიტომ მას გაუჩნდა სულ სხვა, დიამეტრალურად საწინააღმდეგო იდეები.
 
სოციალისტების კონკურენტები მუშათა მოძრაობაში სინდიკალისტები, რომლებიც საზოგადოებაში უფრო მეტი მხარდაჭერით სარგებლობდნენ, ნაციონალისტურ პოზიციაზე იდგნენ და მხარს უჭერდნენ იტალიის ომში მონაწილეობას და კარლ მარქსის ცნობილ აფორიზმსაც კი იშველიებდნენ, რომ ომს ჩვეულებრივად სოციალური რევოლუცია მოჰყვება. ამ იდეამ ძალიან მოხიბლა მუსოლინი. საზოგადოებაში მუსირებდა აზრი, რომ ავსტრიის წინააღმდეგ ომს შეუძლია გადაწყვიტოს ტრენტინის და ტრიესტის პრობლემა, და ესეც დაუჯდა ჭკუაში მუსოლინის. ამიტომ მან მიატოვა სოციალისტური გაზეთი „ავანტი“ და დააარსა საკუთარი გაზეთი „პოპოლო დ'იტალი“, რომლის პირველივე ნიმერში [[14 ნოემბერი|14 ნოემბერს]] მოუწოდა ახალგაზრდობას ომისაკენ. რამდენიმე დღის შემდეგ სოციალისტური პარტიის კრებაზე მუსოლინის მოღალატე და მკვლელი უწოდეს და გარიცხეს პარტიიდან.