ორლანდო მეჯიკი: განსხვავება გადახედვებს შორის

→‎1992-1996: შაკილ ონილის ერა: clean up, replaced: ყველაზე საუკეთესო → საუკეთესო using AWB
(→‎1992-1996: შაკილ ონილის ერა: clean up, replaced: ყველაზე საუკეთესო → საუკეთესო using AWB)
1994-95 წლების სეზონში, მეჯიკმა გუნდის არსებობის მე-6 წელიწადს აიყვანა ჰორას გრანტი თავისუფალ მოთამაშედ [[ჩიკაგო ბულზი]]დან. მეჯიკმა სეზონი 57-25 დაასრულა რაც საუკეთესო იყო [[აღმოსავლეთი კონფერენცია (NBA)|აღმოსავლეთ კონფერენციაში]], ასევე შეძლო გუნდმა [[ატლანტიკის დივიზიონი (NBA)|ატლანტიკის დივიზიონის]] ტიტულის მოგება, რითაც გახდა მეორე ყველაზე სწრაფი გუნდი, რომელმაც შეძლო [[NBA ფინალი|NBA ფინალში]] გასვლა. პლეი-ოფში გასულებმა მეჯიკმა შეძლო [[ბოსტონ სელტიკსი]]ს, [[ჩიკაგო ბულზი]]ს და [[ინდიანა პეისერსი]]ს დამარცხება, რასაც მათი [[NBA ფინალი|NBA ფინალში]] გასვლა მოჰყვა, აქ გასულებს კი [[ჰიუსტონ როკეტსი]] შეხვდა და გუნდისთვის 0-4 დამარცხდა სერიაში.
 
1995-96 წლების სეზონი მეჯიკმა თითქმის კვლავ [[აღმოსავლეთი კონფერენცია (NBA)|აღმოსავლეთ კონფერენციის]] და [[ატლანტიკის დივიზიონი (NBA)|ატლანტიკის დივიზიონის]] მწვერვალზე დაამთავრა 60-22 შედეგით, რომელსაც ონილი და ჰარდევეი ლიდერობდნენ, თუმცა მეჯიკი პლეი-ოფში მხოლოდ და მხოლოდ მეორე ადგილით გავიდნენ და ჩამორჩნენ NBA ისტორიაში ყველაზე საუკეთესო 72-10 შედეგის მქონე [[ჩიკაგო ბულზი|ჩიკაგო ბულზს]]. პლეი-ოფში გასულებმა შეძლეს [[დეტროიტ პისტონსი]]ს და [[ატლანტა ჰოუქსი]]ს დამარცხება, რის შემდეგაც გავიდნენ [[აღმოსავლეთი კონფერენცია (NBA)|აღმოსავლეთ კონფერენციის]] ფინალში. [[მაიკლ ჯორდანი]]ს, სკოტი პიპენის და [[დენის როდმენი]]ს კომბინაცია მეტისმეტად რთული აღმოჩნდა მეჯიკისთვის და ამიტომ სერია 0-4 დათმეს.
 
=== 1996-2000: პენი ჰარდევეის ერა ===