გიორგი მერებაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎საკლუბო: clean up, replaced: ყველაზე საუკეთესო → საუკეთესო using AWB
ხაზი 47:
=== საკლუბო ===
 
[[2003]] წელს გიორგი მერებაშვილი სინჯების შედეგად თბილისის „დინამოს“ მე-3 გუნდში აიყვანეს, სადაც ერთი სეზონი გაატარა და თავის გამოჩენის შემდეგ მე-2 გუნდში გადაიყვანეს. აქ გამოჩენილი ნიჭის გამო „დინამოს“ მთავარ გუნდში გადაიყვანეს. 2005-06 წლის სეზონში 20 შეხვედრა ჩაატარა დინამოს შემადგენლობაში. შემდეგში უფრო მოუმატა გიორგიმ თამაშს და მწვრთნელები, [[კახაბერ კაჭარავა]] და [[დუშან უჰრინი]] ხშირად ენდობოდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელს. შემდეგ სეზონში, სადაც „დინამომ“ საპრიზო მეორე ადგილი დაიკავა, გიორგი მერებაშვილმა 23 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. ამავე დროს დასახელდა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად. 2007-08 წლის სეზონი გიორგისათვის კიდევ უფრო წარმატებული იყო, „დინამოსთან“ ერთად ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ამ პერიოდის მანძილზე მერებაშვილი თამაშიდან თამაშამდე უმატებდა და გუნდის ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა. გამორჩეული ფიგურა იყო [[უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა|ჩემპიონთა ლიგის]] საკვალიფიკაციო ეტაპზე [[ფარერის კუნძულები|ფარერულ]] [[რუნავიკი (საფეხბურთო კლუბი)|„რუნავიკთან“]] მატჩში .შემდეგ ეტაპზე დინამო [[საბერძნეთი|ბერძნული]] ფეხბურთის გრანდ [[პანათინაიკოსი (საფეხბურთო კლუბი)|„პანათინაიკოსთან“]] დამარცხდა და გამოეთიშა ასპარეზობას. 2008-09 წლების სეზონში გიორგი მერებაშვილმა „დინამოს“ შემადგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. [[2009]] წლის ზაფხულში მას პირად ისტორიაში ყველაზე საუკეთესო გამოსვლა ჰქონდა ევროტურნირებზე, [[უეფა-ს ევროპის ლიგა|ევროპის ლიგის]] მესამე ეტაპზე [[სერბეთი|სერბულ]] [[ცრვენა ზვეზდა (საფეხბურთო კლუბი)|„ცრვენა ზვეზდასთან“]] პირველ შეხვედარში მან ერთი გოლი გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა. ამავე მატჩში ყვითელი ბარათი მიიღო და გამოტოვა საპასუხო შეხვედრა. გუნდის ლიდერის არყოფნამ ცუდი გავლენა იქონია განმეორებითი მატჩის შედეგზე, მისი გუნდი 5:2 დამარცხდა და გამოეთიშა ასპარეზობას. იმავე წლის შემოდგომაზე გიორგიმ დინამოს მაისური 16-ჯერ მოირგო, მოიგო ყველაფერი რისი მოგებაც საქართველოში შეიძლებოდა და 2010 წლის თებერვალში სერბეთის ერთ-ერთ წამყვან საფეხბურთო კლუბ ნოვი სადის [[ვოივოდინაში (საფეხბურთო კლუბი)|„ვოივოდინაში“]] გადავიდა, სადაც [[2012]] წლამდე ითამაშა და 2-ჯერ შეძლო გუნდთან ერთად სერბეთის თასის ფინალში გასვლა.
 
[[2012]] წლიდან დაბრუნდა მშობლიურ კლუბში<ref>[http://sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/skhvadaskhva/25448-qdinamomq-merebashvili-da-dzaria-tsaradgina.html „დინამომ“ მერებაშვილი და ძარია წარადგინა], საინფორმაციო სააგენტო „sportall.ge“, 9 იანვარი, 2012.</ref> და დაიბრუნა ადგილი ძირითად შემადგენლობაში. 2013-14 წლების ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „დინამომ“ მისი გაყიდვა სცადა, თუმცა გიორგი კლუბში დარჩა. [[უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა|ჩემპიონთა ლიგის]] 2014-15 წლების სეზონში „დინამოს“ ცუდი გამოსვლის შემდეგ გუნდი 12-მა ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის იყო გიორგი მერებაშვილიც. [[2014]] წლის სექტემბერში შეუერთდა ირაკლიონის „ოფის“, სადაც უკვე ირიცხებოდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე [[გიორგი ლორია]].<ref>[http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/legionerebi/69341-cretesportsgr-gatuzom-merebashvilis-ayvanith-gunds-kreativi-shemata.html cretesports.gr: გატუზომ მერებაშვილის აყვანით გუნდს კრეატივი შემატა], საინფორმაციო სააგენტო „sportall.ge“, 15 სექტემბერი, 2014.</ref>