კოპალიანები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ტერმინის შესწორება და ბმულის ჩამატება
clean up, replaced: საპატივცემულოდ → პატივსაცემად using AWB
ხაზი 20:
|სამხედრო ჯილდოები=}}
 
'''კოპალიანები''' — ქართული (ლეჩხუმური) წარმოშობის გვარი. დღესდღეობით ძირითადად ცხოვრობენ [[ცაგერის მუნიციპალიტეტი|ცაგერის მუნიციპალიტეტში]], სადაც ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარია, ასევე [[ქუთაისი|ქუთაისში]], [[წყალტუბოს მუნიციპალიტეტი|წყალტუბოს მუნიციპალიტეტში]], [[ხონის მუნიციპალიტეტი|ხონის მუნიციპალიტეტში]], [[თბილისი|თბილისში]] და საკმაოდ მრავალრიცხოვანი განსახლება აქვთ [[აფხაზეთი|აფხაზეთშიც]].
 
== თქმულებები ==
როგორც ქართული გვარების უმრავლესობას, ისე კოპალიანების გვარის შესახებ არსებობს სხვადასვა, ერთმანეთისაგან განსხვავებული თქმულება თუ გადმოცემა. დღესდღეობით რთულია იმის ზუსტი გარკვევა ამ თქმულებებიდან რომელიმე შეესაბამება თუ არა ისტორიულ სინმდვილეს, თუმცა მათი არსებობა გვარის მეხსიერებაში მის სიძველეზე და განსაკუთრებულობაზე მიუთითებს. ყველაზე მეტად ფესვგადგმული და ცნობილი თქმულება გვარში წარმართულ ღვთაება კოპალეს უკავშირდება.
 
წინარექრისტიანულ ხანაში აღმოსავლეთ საქართველოს მთიეთა შორის, განსაკუთრებით არგვისპირა მოსახლეობაში გავრცელებული იყო ღვთაება [[კოპალა|კოპალე ს]]კულტი.ადგილობრივებისათვის იგი წარმოადგენდა ყოველგვარი ბნელი, ბოროტი ძალების წინაამღდეგ მებრძოლი გმირის განსახიერებას. ლეგენდები ყვებიან მისი ლახტის დიდ შესაძლებლობებზე და დევებთან მის ომებზე. ამის გამო კოპალეს შრთამომავლობას ბევრი მტერი და მოშურნე გამოუჩნდა, ამიტომაც ისინი საქართვლეოს სახვადასხვა კუთხეებში გაიხიზნენ. მათი ნაწილი მოსულა ზემო სვანეთში სადაც დასაბამი მისცეს კოპალიანების გვარს. სხვა კუთხეებში გახიზნულებმაც შეინარჩნეს ლეგენდარული წინაპრის ფუძე და მიიღეს კოპალეიშვილის, კოპაძის და კოპალაძის გვარები.
 
გვარში არსებობს შიდა განშტოებები, რომლებიც სხვა და სხვა წარმოშობისანი არიან. სისხლით ნათესავად არ მიიჩნევენ თავს თუმცა საერთო გვარის ხალხად იღებენ ერთმანეთს. ასეთი განშტოებები საგვარეულოს უფრო საინტერესოს და მრავალრიცხოვანს ხდის და ასეთი რამ არა გვარის არაერთსულოვნებისა და სისუსტის არამედ სიძლიერის ნიშანია.
 
== გვარის განშტოებები ==
კოპალიანების გვარში გამოიყოფა ორი ძირითადი შტო: [[ლუხვანო|ლუხვანოს]] კოპალიანები და [[ზარაგულა|ზარაგულას]] კოპალიანები. ამ განშტოებებს თავიანთი და ერთმანეთისაგან განსხვავებული თქმულებები აქვთ სკაუთარი წარმომავლობის შესახებ. რაც თითქმის დასტურდება კიდეც საარქივო მასალის კვლევით, თუმცა უნცროს-უფროსობა ჯერაც გაურკვეველია.
 
[[ლუხვანო|ლუხვანოს]] საკოპალიანო ყველაზე ძველ სამოსახლოდ ითვლება ლეჩხუმის ტერიტორიაზე ამ გვარის მიერ დაარსებულებს შორის. თავდაპირველად მას უბრალოდ "საკოპალიანო" ერქვა. სოფელში აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის სამაროვანი და აქ უძველესი დროიდან ცხოვრობდა ხალხი, თუმცა კოპალიანების საგვარეულოს დაფუძნება სავარაუდებელია დაახლოებით XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე.
 
ლუხვანოს კოპალიანებში გავრცელებული თქმულების თანახმად: ზემო სვანეთში მცხოვრებ ერთ კაცს გოგის, მეზობელი მოუკლავს, სისხლის აღების შიშით გოგის სვანეთი მიუტოვებია და დადიანის სამფლობელოსაკენ წასულა. დიდი წვალების შემდეგ მას მიუღწევია ლეჩხუმის საზღვრამდე სადაც უნახავს მშვენიერი სანახები, ნადირით მდიდარი ტყეები და თევზით მრავალი ტბა. ერთი ჯიხვი მოუკლავს და მისი ტყავი ძღვნად წაუღია და გეზი აუღია მურის სასახლისაკენ სადაც დადიანს მოახსენეს მისი სტუმრობის შესახებ. გოგიმ ყველაფერი უამბო დადიანს, მათ შორის ლუხვანოს მთებში ნანახი ჯიხვების ჯოგის ფა თევზით მდიდარი ბაბაშურის ტბის შესახებ. დადიანს თან უახლია გოგი და ეს ადგილები პირადად მოუნახულებია. ნახვით კმაყოფილი დარჩენილა და გოგი ამ მიდამოებში დაუსახლებია. ამ დროს დაარსდა სოფელი "საკოპალიანო". გოგი აქ დაცოლშვილებულა და გამრავლებულა. სწორედ მის შრთამომავლებად მიიჩნევიან ლუხვანოს კოპალიანები.
 
ზარაგულას კოპალიანები გვარში ყველა ზე მცირერიცხოვანი თუმცა საკმაოდ ცნობილი შტოა. ისინი ლუხვანოელებზე შედარებით გვიანდელი განშტოებაა. სამეცნიერო თუ ეთნოგრაფიული კვლევებით ზარაგულას კოპალიანები არ მიიჩნევიან ლუხვანოელი კოპალიანების სისხლით ნათესავებად თუმცა მათ შორის ურთიერთობები ყოველთვის იყო ძალიან ახლო და მშვიდობიანი. ზარაგულას კოპალიანებს აქვთ ძლიერი სისხლით ნათესაობა რადგანისინი რეალურად მართლაც ერთი მამათავრისაგან იღებენ სათავეს.
 
ზარაგულელი კოპალიანების თქმულების თანახმად: ზარაგულელი კოპალიანების წინაპარი კაცია გურიიდან მოსულა. ეს კაცი გვარად კოპალეიშვილი იყო ანუ კოპალეს გვარებიდან ერთ ერთის წარმომადგენელი, ამიტომაც იგი მარტივად დაფუძნდა ლეჩხუმში და გვარის გადაკეთებით საკუთარი გვარის ფუძეც არ დაუკარგავს. კაციას აღარ დაედგომებოდა გურიელის კარზე გაურკვეველი მიზეზების გამო და საკუთარ ოჯახთან ერთად გახიზნულა იმერეთში და შემდეგ მისთვის უბოძებიათ მამული ლეჩხუმში. ეს უნდა მომხდარიყო მაშინ როდესაც ოდიში ჯერ კიდევ არ მართავს ლეჩუხმს და იგი იმერეთის მეფის დომენია. კაცია დასახლებულა ლუხვანოსთან ახლოს ზარაგულაში სადაც დაცოლშვილებულა და გამრავლებულა. ამ გვარის ხალხი გამოირჩევა ენამოსწრებულობით, სიცქვიტით, გვარის დამფუძნებელი მამათავრის საპატივცემულოდპატივსაცემად ზარაგულას კოპალიანები ასევე იხენიებიან როგორც "კაციეისანებად"
 
ამრიგად კოპალიანების გვარში ერთიანდება ორი დამოუკიდებელი შტო: ლუხვანოს კოპალიანები, რომლებიც ისტორიულად დადიანის ქვეშემრდომები იყვნენ და მისგან იღებდნენ წყალობას, ასევე ზარაგულას კოპალიანები, რომლებიც უფრო იმერეთი-გურიის მხარეს იხრებოდნენ პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობისას რაც მათ საგვარეულო თქმულებებში ნათლად აღიბეჭდა.
 
== გვარის ისტორია ==
[[ფაილი:Kopalianebis sagvareulo eklesia.jpg|მინი|250x250პქ|XVIII საუკუნეში აგებული კოპალიანების ერთ ერთი საგვარეულო ეკლესია. ლეჩხუმი. სოფელი ლუხვანო. ]]
კოპალიანების გვარი თუ თქმულებებს დავუჯერებთ უნდა მომდინარეობდეს კოპალეს კულტიდან, ანუ მათი წინაპრები იყვნენ წარმართობის პერიოდიდან მომდინარე ძლიერი შტოები, რომლებიც შემდეგ დასავლეთ საქართველოში განსახლდნენ სვანეთში, ლეჩხუმში გურიასა და იმერეთში.
 
გვარი პირველად იხსენიება XII-ე საუკუნეში საეკლესიო დასტარებში. მისი ძლიერ საგვარეულოდ ჩამოყალიბება კი დაიწყო XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე, როდესაც სვანეთში მოიპოვეს მამულები და შემდეგ დამკვიდრდნენ ლეჩხუმში სადაც დაარსეს დიდი სოფელი "საკოპალიანო" (დღევ. [[ლუხვანო]]). შემდგომში მათ მიემატა მეორე განშტოება ზემო საკოპალიანო([[ზარაგულა]]) რომელიც სხვა დამოუკიდებელი შტო იყო.ამავე პერიდში შეიქმნა მცირე სამოურავო, რომელიც [[ლეჩხუმის სათავადო|ლეჩხუმის სათავადოს]] შემადგენელი ნაწილი იყო და კოპალიანების გვარი მართავდა —[[საკოპალიანო]].
 
კოპალიანები ძირითადად მსახურობდნენ ლეჩხუმის მოუურავების კარზე, მათი ნაწილი პეიროდულად მოურავობის ტიტულსაც აღწევდა. მაგ. პეტრე კოპლიანი [[დავით დადიანი|დავით დადიანის]] მოურავი იყო. ასევე ბერი კოპალიანი, რომელიც სოლომონ I-ს ემხრობოდა (სავარაუდოდ ზარაგულის კოპალიანებიდან). ლუხვანოს კოპლლიანები რადგანაც მათ მამულები კაცია დადიანმა გადასცა სწორედ ლეჩხუმში ოდიშის მომხრეთა რიგებში იდგნენ, ხოლო ზარაგულას კოპალიანები უფრო იმერეთის მეფის მხარეს იხრებოდნენ. დადიანების ერთპიროვნული მმართვლეოსბის და [[ლეჩხუმის სათავადო|ლეჩხუმის სამოურავოს]] არსებობის პერიოდში ლუხვანოს კოპალიანები იყვნენ აზნაურის ტიტულის მქონეები რაც ჩანს არქივში არსებული სამეფო სიგელებიდან. თუმცა სამეგრელოში რუსეთის პროტექტორატის დამყარების შემდგომ მათ ეს ყველაფერი დაკარგეს.
 
XVIII საუკუნის დასაწყიიდან კოპალიანთა შორის აზნაურული წოდების გარდა ასევე დამკვიდრდა სასულერო ფენაც. იმერეთის მეფის [[ალექსანდრე V]]-ის 1733 წელს შედგენილ სიგელში იხსენიება გრიგოლ კოპალიანი, რომელსაც მეფე ანიჭებს გელათის მონასტრის წინამძღვრის წოდებას, უწოებს მას ყველაზე განსწავლულ და ბრძენს და ავალებს მოუაროს აქამდე გავერანებული და მიტოვებული მონასტრის ვენახებს, მეფეთა საფლავებს მიაგოს საკადრისი პატივი, მიხედოს მიწებს, მასზე მოსახლე კომლებს და ათავისუფლებს მის დაქვემდებარებაში არსებულ საეკლესიო ადგილ მამულებს გადასახადებისაგნ. XVIII-XIX სს-ში კოპალიანთა გვარიდან გამოვიდა 40 სასულიერო პირი.
 
რუსეთის პროტექტორატის დამყარების შემდეგ კოპალიანების გვარს ჩამოერთვა ყველა პრივილეგია და ადგილ მამულების დიდი ნაწილი. გვარის მდიდარი ფენა შემდგომში კომუნისტებმა გააგულაგეს და მათი დიდი ქონების კონფისკაცია განახორციელეს.
 
== აფხაზეთის კოპალიანები ==
აფხაზეთში კოპალიანების დასახლებები გაჩნდა XIX ს-ის ბოლოს. ზარაგულის კოპალიანების ნაწილმა მწირი მიწების და გამოუვალი მდგომარეობის გამო მიატოვა სოფელი და იმერეთის გავლით ფოთის პორტიდან გაემგზავრა სოხუმისაკენ. აქ გავრცელებული მალარიის გამო მათი დიდი ნაწილი უშუალოდ ქალაქის მაგივრად სოხუმთან ახლოს არსებულ სოფელბში დასახლდა მათ შორის პირველები იყო სოხუმის რაიონის სოფელი ოქტომბერი და გულრფშის რაიონის სოფელი ყადა. მათ ძირითადად ხელი მიყვეს მეცხოველეობას და მემინდვრეობას.
 
საბჭოთა დიქტატურის დამუარების შემდეგ ლავრენტი ბერიას პროექტით ლეჩხუმიდან დაიწყო გვარების მასობრივი ჩასახლება აფხაზეთის ტერიტორიაზე. მათ შორის უამრავი კოპალიანი ჩაასახლეს გულრიფშის და სოხუმის რიაონის სოფლებში. მათმა ნაწილმა მეცხოველეობას მიყო ხელი, ნაწილმა მეხილეობას, ხოლო ზოგიერთ სოფელში თამბაქოს პლანტატორობასაც. კოპალიანები ხშირად ხვდებოდნენ აფხაზეთის მთავრობის სხვადასხვა თანამდებობებზე, ასევე მეცხოველეობის ფერმების გამგეებად და კოლმეურნეობის თავჯდომარეებად.
 
1989 წლისათვის კოპალიანები განსახლებულები იყვნენ: [[კელასური (წებელდის თემი)|კელასურში]], [[წებელდა (გულრიფშის მუნიციპალიტეტი)|წებელდაში,]] [[ლინდავა|ლინდავაში]], არადუში, ოქტომბერში, ტამიშში და სხვა სოფლებში. ასევე [[სოხუმი|სოხუმში.]]
 
1991 წელს აფხაზეთის ომის დაწყებისას ბევრი კოპალიანი წავიდა მოხალისედ ომში. გუმისთაზე განლაგებული სოხუმის I ბატალიონის უმრავლესობას სწორედ კოპალიანები შეადგენდნენ, ძირითადად კელასურიდან, ლინდავიდან და ჩამბიდან. სწორედ მათ ევალებოდათ ყველაზე ცხელი წერტილის [[აჩადარა]]-ს დაცვა. ასევე კოპალიანებმა გამოიჩინეს თავი [[ტამიში|ტამიშის]] ბრძლებში და თითქმის ყველა სამხედრო მოქმედებაში მიიღეს მონაწილეობა.
 
ოფიციალური ინფორმაციით აფხაზეთის ომში დაიღუპა 169 კოპალიანი, მათ შორის 70 მდე საბრძლო მოქმედებებისას დახვრიტეს რუსმა მოხალისეებმა, აფხაზმა და ჩრდილოკავკასიელმა სეპარატისტებმა, ხოლო ასამდე კოპალიანი წინა ხაზზე მიმდინარე სამხედრო მოქმედებებისას დაიღუპა ძირითადად გუმისთის 14-17 მარტის ბრძლებსა და ტამიშის ბრძოლებში.
 
აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ გვარის წარმომადგენლების უმრავლესობა საკუთარ სამშობლოში იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.
 
== დღევანდელობა ==
დღეს საქართველოში დაახლოებით ხუთი ათასი კოპალიანი ცხოვრობს (აფხაზეთში მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია) მათ შორის უმრავლესობა ლუხვანოს კოპალიანებს ეკუთვნის. ლეჩხუმში იგი დღემდე ყველაზე მრავალრცხოვანი გვარია. ასევე მასიურად ცხოვრობენ ქუთაისში, წყალტუბოს და ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, თბილისში, ბოლნისში და მცხეთაში.
 
2011 წლის მარტში დაარსდა საგვარეულო კავშირი "კოპალიანი", რომელიც ცდილობს გვარის საგვარეულო ერთობის შენარჩუნებას და მის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. ასევე ისტორიული საგვარეულო ეკლესია-მამულების რესტავრაციას. მათი ინიციატივით არქივებში რამდენიმე წლიანი მუშაობის შედეგად 2017 წელს გამოიცა პირველი წიგნი გვარის ისტორიის შესახებ, რომლის ავტორია ცნობილი ისტორიკოსი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი [[ემილ კოპალიანი]].
 
== გერბი ==
კოპალიანების საგვარეულო გერბი შეიქმნა საგვარეულო კავშირი "კოპალიანის" დაარსებასთან ერთად და იგი ეყრდნობა ისტორიულ მასალებს და რეალობას. სამწუხაროდ ადრინდელი სიმბოლოები დაკარგული ან განადგურებულია. გერბის შემქმნელები არიან მცხეთის მონასტრის იღუმენია ქეთევან კოპალიანი, ვალერი(ზური) კოპალიანი და ვასილ ბედიაშვილი. გერბი ოფიციალურად დამტკიცდა საგვარეულო სიმბოლოდ 2011 წლის 13 ნოემბერს.
 
გერბს აქვს გულის ფორმა (ფარი) რომელიც იყოფა ოთხ ნაწილად. ორ ლურჯ და ორ შინდისფერ დანაწოფებად, რომელთა შორის ჯვრის ფორმის ოქროსფერი ზღვარია. ზედა მარცხენა კუთხეში ლურჯ ფონზე გამოსახულია საეკლესიო მითრა და წიგნი-აღნიშნავს გვარის სასულიერო ფენას და მათ ღვაწლს; მარჯვენა ზედა მხარეს შინდისფერ ველზე გამოსახულია მურის ციხე-ლეჩხუმის ისტორიული პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული ცენტრი; მარცხენა ქვედა კუთხეში შინდისფერ ველზე გამოსახულია ჯაჭვის პერანგი, რკნის მუზარადი ფარი და ორი მახვვილი-კოპალიანები ცნობილები იყვნენ საკუთარი საბრძოლო შემართებით და სამხედრო ხელოვნებით. მათ ბევრ ბრძლასა თუ ომში აქვთ მონასწილეობა მიღებული; მარჯვენა ქვედა კუთხეში ლურჯ ველზე გამოსახულია ჯიხვი-სწორედ მისი ტყავი მიართვა ძღვენად კოპალიანების ერთ ერთმა მამამთავარმა კაცია დადიანს; ფარს ზემოთ დატანილია [[ბოლნური ჯვარი]]; მარცხნიდან და მარჯვნიდან ფარზე სხედან ფარშევანგები- ისინი ისტორიულად ყავდათ ეკლესია-მონასტრებში; გერბს ზემოდან დაყურებს ორი ანგელოზი. გერბის გარშემო ამოზრდილია ვენახი-დასაბამიდან კოპალიანების ერთ ერთი მთავარი საქმიანობა სწორედ მევენახეობა იყო; გერბის ქვედა ნაწილში მართვეების თავები, რომლებიც ზიდავენ საგვაეულოს ისტორიას მის ძნელბედობითა თუ სიხარულით აღსავსე პერიოდებს; ბოლონიური ჯვარის ზემოთ მხედრული ასოებით გამოსახულია გვარის სახლლწოდება, ხოლო მის მეორე ნახევარში გამოსახულია საგვაეულო დევიზი: "ვიდოდეთ ერთობით სახლსა ღვთისასა" რაც გვარის რელიგიურობას და მის რწმენას უსვამს ხაზს.
 
გერბი წარმოადგენს გვარის მთელი ისტორიის ანარეკლს. მის ღირსებებსა და მნიშვნელოვან მოვლენებს. გერბის გამოყენება საგვარეულოს არაწევრი ან სხვა გვარის წარმომადგენლის მიერ. შეცვლა ან თავისად გასაღება საავტორო უფლებების უხეში დარღვევაა და ისჯება საქართველოს კანონმდებლობით.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოპალიანები“-დან