მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

არ არის რედაქტირების რეზიუმე
ფშავში ხატი [[ღვთისშვილები|ღვთიშვილთან]] არის გაიგივებული. მათ ღვთისაგან საყმო აქვთ ნაბოძები. ისინი ოდესღაც ხორციელნი იყვნენ და აღსასრულის შემდეგ ანგელოზებად იქცნენ. ხორციელობის ჟამს ისინი ფშავში ცხოვრობდნენ და ადამიანთა მტრებს – დევ–კერპებს – ებრძოდნენ (მაგ. კოპალა, იახსარი, პირქუში). სწორედ ამის გამო უქცევია ღმერთს ისინი სულიწმინდებად და საბრძანისად ფშავის ხევი უჩუქებია. ამიტომ დღეს ფშავლები ამ სულიწმინდად ქცეული ხატების ყმებად მიიჩნევენ თავს.
 
ყველა ხატს თავისი საბრძანისი ადგილი აქვს ანუ ადგილი, სადაც ღამით [[ხატის ანგელოზი]] ნათელ სვეტად ეშვება. ხატის საბრძანისი წმინდა და შეუვალ ადგილს წარმოადგნსწარმოადგენს, რომელიც, როგორც წესი, მუხისა და იფნის ხეებით არის გარშემორტყმული. ხელშეუხებელია ხატის ეს [[ხეივანი]]ც.
 
ხატის საბრძანისი და მისი ნაგებობები (დარბაზი, საზარე, სასანთლე) ფშავში ყველგან ერთნაირად არის წარმოდგენილი. ხატის ადგილი ჩვეულებრივ ღობე–ყორით არის შემოსაზღვრული. მისავალში ფიქალი ქვებისაგან აშენებულია პატარა [[სასანთლე]]. შორიახლოს აშენებულია ასევე საზარე, რომელშიც ერთი ან რამდენიმე სხვადასხვა ზომის [[ზარი]]ა დაკიდებული. იგი წარმოადგენს ოთხსვეტიან ნაგებობას. ძველი საზარეები პირამიდული ფორმის [[სიპი]] ქვებითაა გადახურული, რომელსაც ზედ აყუდია ფილთაქვის ფორმის შირიმის ქვა. შედარებით ახალ საზარეებს (რესტავრირებულებს) თუნუქის სახურავი აქვს, და ხშირად ჯვარიც უკეთია.