ცეკვა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Akwa_Ibom_Dancers.jpg|მინი|300x300პქ|აკვა იბომის მოცეკვავეები]]
 
მრავალ [[აფრიკა|აფრიკულ]] საზოგადოებებში ცეკვა [[რიტუალი|რიტუალებისა]] და [[ცერემონია|ცერემონიების]] განუყოფელი ნაწილია, რომლის არსებობაც მრავალ საუკუნეს ითვლის. ცეკვას მნიშვნელოვანი როლი უკავია ადამიანებისათვის თავიანთ ღმერთებთან სულიერი კავშირის დასამყარებლად, ომისათვის მოსამზადებლად თუ ჩვილის დაბადების ზეიმის, ქორწინებისა და სიკვდილის აღსანიშნავად. მსგავსი სარიტუალო ცეკვები უმთავრესად მკაცრი წესებით იმართება და ამა თუ იმ ტომისათვის დამახასიათებელი სპეციფიურობით ხასიათდება: [[ბანტუს ხალხი|ბანტუს]] ხალხებს შორის მეტად გავრცელებული მისალმების სიტყვიერი ფორმა არის “რას ცეკვავ (შენ)?”. აქედან გამომდინარე, ადამიანის სოციალური წეს-ჩვეულებანი, რელიგია თუ ტომის მიერ განსაზღვრული იდენტურობა განსაზღრავს მისი ცეკვის ხასიათს. [[აფრიკული მუსიკა]] და ცეკვა მიუხედავად კულტურათა მრავალფეროვნებისა ბევრ აფრიკულ ქვეყანაში მაინც საერთოა. ტრადიციული [[აფრიკული ცეკვა]] [[თემი (ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული)|სათემო]] საქმეა და ძირითადად ჯგუფურ საქმიანობას წამოადგენსწარმოადგენს. ის ასევე ცხოვრების მრავალ ასპექტსაც აერთანებს მაგ: მრავალფეროვანი მითითებები შრომის, [[თევზაობა|თევზაობის]] თუ საომარი მოქმედებების შესახებ. ის სოციალური, პლიტიკური და [[რელიგიური დღესასწაულები|რელიგიური დღესასწაულების]] მნიშვნელოვანი ნაწილია. დასვლური [[ბალეტი|ბალეტის]] სწორი ხაზებისა და ვერტიკალური პოზიციის საპირისპიროდ, ბევრი აფრიკული ცეკვა ფეხის დაკვრითი მონაცვლეობით, მუხლში მოხვრით, სხეულის კიდურებისა და ტანის ტალღისებური მოძრაობებით ხასიათდება. დროთა განმავლობაში არაერთი აფრიკული [[საზოგადოება]] გადაშენების პირას არის და მასთან ერთად მისი ცეკვებიც. მსოფლიოში დღემდე მოღწეულ აფრიკულ ცეკვებს მაყურებელს უმეტესწილად პროფესიონალური ცეკვის კომპანიები წარმოუდგენენ.
 
===ცეკვა და მუსიკა===