ნინა პავლოვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 33:
}}
'''ნინა პავლოვა''' ({{lang-ru|Нина Михайловна Павлова}}; დ. [[8 თებერვალი]], [[1897]], [[კრასნი-სულინი|სულინი]], [[როსტოვის ოლქი]], [[რუსეთის იმპერია]] — [[15 აგვისტო]], [[1973]], [[პიაზელევო]], [[რსფსრ]], [[სსრკ]]) — [[რუსები|რუსი]] და საბჭოთა მწერალი, მეცნიერ-სელექციონერი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
 
== ბიოგრაფია ==
ნინა პავლოვა [[1897]] წლის 8 თებერვალს, [[როსტოვის ოლქი]]ს ქალაქ [[კრასნი-სულინი|სულინში]] დაიბადა. მამა — რუსი და საბჭოთა მეტალურგი, [[სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემია|სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის]] აკადემიკოსი, სოციალისტური შრომის გმირი [[მიხეილ პავლოვი]]. 1900-იან წლებში პავლოვების ოჯახი [[ეკატერნოსლავი|ეკატერინოსლავში]] (ამჟამად ქალაქი [[დნეპრი]]) გადასახლდა, ოთხი წლის შემდეგ – [[სანქტ-პეტერბურგი|სანქტ-პეტერბურგში]].
 
სწავლობდა სანქტ-პეტერბურგის სიხალოვეს მდებარე დასახლება ლესნოის კომერციულ სასწავლებელში. სწავლება ფასიანი იყო. სასწავლებელში მოსახვედრად მისაღები გამოცდების ჩაბარება იყო აუცილებელი, ამიტომ მოსწავლე ახალგაზრდები საკმაოდ მომზადებულები იყვნენ. კლასებში სწავლება შერეული იყო. [[1914]]–[[1916]] წლებში ნინა პავლოვა ხელოვნების წახალისების საზოგადოებაში გადიოდა სწავლებას. [[1920]] დაამთავრა [[სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი|პეტროგრადის უნივერსიტეტის]] ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ბუნებრივი განყოფილება და მიიღო სპეციალობა „მცენარეების სისტემატიკა და გეოგრაფია“. [[1924]]–[[1927]] წლებში სწავლობდა ლენინგრადის ფონეტიკური ინსტიტუტის ინგლისური ენის განყოფილებაზე.
 
მეცნიერისა და მწერლის ნინა პავლოვას ინტერესების ფორმირებაში ფასდაუდებელი როლი მისმა ოჯახმა ითამაშა. დედა ბიბლოთეკარად მუშაობდა და თავის შვილებს წიგნების პატივისცემა ჩაუნერგა. ბავშვების განვითარებაში განსაკუთრებული როლი მამამ, აკადემიკოსმა მიხეილ პავლოვმა ითამაშა. ბავშვებისათვის მამა შრომისმოყვარეობის მაგალითი იყო, რომელმაც მათ შრომის პატივისცემა ასწავლა<ref>[http://www.donvrem.dspl.ru/Files/article/m18/1/art.aspx?art_id=1503 Переводчик с безсловесного. Детская писательница Нина Михайловна Павлова]</ref><ref>[http://www.rodb-v.ru/literary-ethnography/modern_writers/pavlova/ Нина Михайловна Павлова (08.02.1897 - 15.08.1973)]</ref>.
 
[[1918]] წლიდან ნინა პავლოვა პეტროგრადის [[პეტრე დიდის სანქტ-პეტერბურგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი|პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან]] არსებულ შრომით სკოლაში ბუნებისმეტყველებას ასწავლიდა, შემდეგ იყო — ნ. ნეკრასოვის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ბოტანიკის კათედრის ასისტენტი.
 
თავის ლიტერატურულ შრომებს ნინა პავლოვა გასაცნობად ფოსტით ბიანკის უგზავნიდა, ხანდახან მისთვის ხელნაწერებიც მიჰქონდა. ბიანკი კითხულობდა მას და არედაქტირებდა. მისი ავადმყოფობის დროს (სახსრების მწვავე რევმატიზმი) ვ. ბიანკის წერილები მისთვის მხარდამჭერი იყო.
 
[[1942]] წელს ის [[გორნო-ალტაისკი|ოიროტ-ტურუში]] (ამჟამად გორნო-ალტაისკი) ალტაის ზონალურ საცდელ სადგურზე გაგზავნეს. იქ ნინა პავლოვა ციმბირის ველურად მზარდი კენკრის მკვლევარებთან ერთად მუშაობდა, ხოლო [[1945]] წლიდან სრულიად რუსეთის მემცენარეობის ინსტიტუტში კენკროვან კულტურებს იკვლევდა. [[1951]] წელს მოიპოვა ბილოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მონაგრაფიით „შავი მოცხარი სსრკ-ში“.
 
[[1959]]-დან [[1967]] წლამდე მუშაობდა ნაყოფიერი კულტურების განყოფილების ხელმძღვანელად. გარდაიცვალა [[1973]] წლის 15 სექტემბერს დასახლება [[პიაზელევო]]ში. დაკრძალულია [[ლენინგრადის ოლქი]]ს დასახლება [[ანტროფშინო (სადგური) |ანტროფშინოში]].
 
[[კატეგორია:რუსი მწერლები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნინა_პავლოვა“-დან