ანტონი (აბაშიძე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB
ხაზი 2:
 
==ბიოგრაფია==
ერისკაცობაში დავით ილიას ძე აბაშიძე დაიბადა [[1867]] წლი 2 ოქტომბერს [[სიღნაღის რაიონი]]ს სოფელ ვეძისში, კახელი თავადის ოჯახში; [[1891]] წელს ოდესაში დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მაგრამ იურისტობაზე უარი თქვა და კიევის სასულიერო აკადემიაში განაგრძო სწავლა. [[1892]] წელს ბერად აღიკვეცა. [[1896]] წელს აკადემია დაასრულა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით და იმავე წელს დაინიშნა ტფილისის სასულიერო სემინარიაში მასწავლებლად. აქ მან გაიცნო სემინარიელი [[იოსებ ჯუღაშვილი]].
 
[[1897]] წელს აბაშიძე ქუთაისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად გადაიყვანეს; ერთი წლის შემდეგ ისევ ტფილისის სემინარიაში დაბრუნდა – ამჯერად ინსპექტორად; [[1900]] წელს არქიმანდრიტი გახდა და ალექსანდროვის მისიონერთა სასულიერო სემინარიის რექტორად დაინიშნა ვლადიკავკასთან ახლოს. [[1902]] წლის [[23 აპრილი]]დან ალავერდის ეპისკოპოსი იყო, [[1903]]-დან – გურია-სამეგრელოსი, [[1905]]-დან – ბალტის, [[1906]]-დან – [[თურქმენეთი]]სა და [[ტაშკენტი]]ს, [[1912]]-დან – [[თავრიზი]]სა და [[სიმფეროპოლი]]ს.
ხაზი 8:
[[1915]] წელს მას თავრიზისა და სიმფეროპოლის არქიეპისკოპოსის წოდება მიენიჭა. [[1917]] წელს იგი, როგორც საეპარქიო კრების დელეგატი, მოსკოვში გაემგზავრა. აირჩიეს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით მართლმადიდებლური ეკლესიის მოწყობის განყოფილების თავმჯდომარედ, სადაც იგი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალიის არდგენას.
 
[[1919]] წლიდან იგი რამდენჯერმერამდენიმეჯერ იმყოფებოდა პატიმრობაში. [[1928]] წელს შეიმოსა დიდი სქემა და ეწოდა ანტონი. იგი [[1942]] წლის 19 ოქტომბერს კიევ-პეჩორის ლავრაში აღესრულა.
 
==ლიტერატურა==
*[[სერგო ვარდოსანიძე]]. ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები). გამომცემლობა ,,ნათლისმცემელი", თბილისი, 2010, გვ. 71-74.
 
 
{{საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები}}