ვოლფგანგ პაული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 8:
[[1921]] წელს პაული გადადის [[გეტინგენი|გეტინგენში]], სადაც იგი იწყებს მუშაობას [[მაქს ბორნი]]ს ხელმძღვანელობით. დაწყებული 1920 წლიდან, პაული დიდ ყურადღებას აქცევდა ატომებთან და მათ სპექტრთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამასთან დაკავშირებით ჩატარებულმა კვლევებმა, მეცნიერი მიიყვანეს მის ცხოვრებაში მომხდარ უდიდეს აღმოჩენამდე. 1924 წელს ვოლფგანგ პაული აყალიბებს მიკროსამყაროს ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს კანონს, რომელიც მეცნიერებაში „[[პაულის პრინციპი]]თაა“ ცნობილი.
 
გარკვეული პერიოდის განმვლობაშიგანმავლობაში პაული მუშაობდა [[კოპენჰაგენი]]ს თეორიული ფიზიკის ინსტიტუტში [[ნილს ბორი|ნილს ბორთან]] ერთად, მანამ მას არ შესთავაზეს დოცენტის თანამდებობა [[ჰამბურგი]]ს უნივერსიტეტში. [[1923]] წელს პაული იწყებს მუშაობას ჰამბურგის უნივერსიტეტში. [[1928]] წელს იგი გადადის ციურიხში, პოლიტექნიკუმის პროფესორის თანამდებობაზე. [[1930]] წელს გამოთქვავს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს აზრს, რითაც შეიძლება ითქვას ჩიხიდან გამოჰყავს იმდროინდელი ფიზიკა. იმ დროსათვის, ექსპერიმენტალური გამოკვლევები აჩვენებდა, რომ [[ნეიტრონი]]ს ბეტა–დაშლისას მიღებული პროდუქტების — [[პროტონი]]ს და [[ელექტრონი]]ს ჯამური ენერგია ნაკლებია საწყის მნიშვნელობაზე, რაც ეწინააღმდეგებოდა ფიზიკის ფუნდამენტურ კანონს ენერგიის შენახვის შესახებ. პაულიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ ბეტა–დაშლის შედეგად მიღებულ პროდუქტებს შორის არის მსუბუქი, ნულოვანი მუხტის მქონე ნაწილაკი, რომლის რეგისტრაცია მთვლელების საშუალებით შეუძლებელია მუხტის არარსებობის გამო და რომელიც არის ზუსტად იმ "ნაკლული ენერგიის" მატარებელი. ეს მოსაზრება, რომელმაც არა მხოლოდ ენერგიის, არამედ მომენტისა და იმპულსის მუდმივობის კანონები "გადაარჩინა" ექსპერიმენტალურად დამტკიცდა მხოლოდ 20 წლის შემდეგ. [[1941]] წელს პაული საცხოვრებლად მიემგზავრება [[აშშ]]–ში, სადაც მუშაობს [[პრინსტონის უნივერსიტეტი|პრინსტონის უნივერსიტეტში]]. [[1945]] წელს მას მიენიჭა [[ნობელის პრემია]]. [[1946]] წელს იგი ბრუნდება სამშობლოში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა პროფესორის თანამდებობაზე ციურიხის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში. მეცნიერებაში შეტანილი ღვაწლისათვის, [[1958]] წელს პაულის აჯილდოებენ [[მაქს პლანკი]]ს სახელობის მედლით. იმავე წლის 15 დეკემბერს, ციურიხში, კიბოსაგან გარდაიცვალა მე–20 საუკუნის ერთ–ერთი უდიდესი თეორეტიკოსი.
 
== სამეცნიერო მიღწევები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვოლფგანგ_პაული“-დან