შამქორის ბრძოლა (1195): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
|მხარე1= [[აზერბაიჯანის ათაბეგები]]
|მხარე2=[[ფაილი:QueenTamarFlag.svg|20px]] [[ერთიანი საქართველო|საქართველო]]
|მეთაური1=[[აბუ ბაქრი (აზერბაიჯანის ათაბეგი)|აბუ ბაქრი]]
|მეთაური2=[[დავით სოსლანი]] ([[თამარ მეფე|თამარ მეფის]] მეუღლე)
|ძალა1=დაახ. 80 000
|შენიშვნა=
}}
'''შამქორის ბრძოლა''' – [[1195]] წლის [[1 ივნისი|1 ივნისს]], საქართველოს სახელმწიფო ლაშქრის ბრძოლა ირანის აზერბაიჯანის ათაბეგის [[აბუ ბაქრი (აზერბაიჯანის ათაბეგი)|აბუ ბაქრი]]ს ([[1191]]-[[1210]]) წინააღმდეგ [[შამქორი|შამქორის]] (ახლანდელი [[აზერბაიჯანი]]) მახლობლად.
 
აზერბაიჯანის [[ილდეღიზიდები|ილდეღიზიდი]] ათაბეგის უძეო ყიზილ-არსლანის ([[1186]]-[[1191]]) სიკვდილის შემდეგ ხელისუფლებისათვის ბრძოლა მის ძმისშვილებს შორის ატყდა. შუათანა ძმამ აბუ ბაქრმა დაამარცხა უფროსი ძმა ხუტლუ ინანჩი და მიიტაცა ათაბეგობა. უმცროსი ძმა ამირ მირანი შირვანშაჰ [[ახსითან I|აღსართან I-ს]] (ახსითან I) დაესიძა. აბუ ბაქრმა მალე ისინიც დაამარცხა. იმავე ხანს [[მიწისძვრა|მიწისძვრამ]] დააქცია შირვანის მთავარი ქალაქი [[შემახა]] და ბევრი ადამიანი იმსხვერპლა. შირვანშაჰმა და ამირ მირანმა შემწეობა სთხოვეს [[საქართველოს სამეფო|საქართველოს]] მეფეს [[თამარ მეფე|თამარს]], რომელმაც დახმარება აღუთქვა მათ.