სიგელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ლიტერატურა
No edit summary
ხაზი 1:
'''სიგელი''' ([[ლათ.]] sigillum - ბეჭდიბეჭედი, საბეჭდავი), <br />1. საბუთი ძველ საქართველოში ტერმინი "სიგელი" ქართულში ბიზანტიული სამდივანმწიგნობრო ენიდან შემოვიდა დაახლოებით X საუკუნეში. მანამდე საბუთების საზოგადო სახელად მიღებული იყო "დაწერილი". სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, საბუთი არის "წყალობის წიგნი", "მეფეთაგან მინიჭებული წერილი". X საუკუნიდან XIV-XV საუკუნამდე "სიგელი" მხოლოდ მეფის ნაბოძებ საბუთს ეწოდებოდა (ყველა დანარჩენ საბუთს "დაწერილი" ერქვა). შემდეგ კი "სიგელი" ტერმინად იქცა, ხოლო XVI საუკუნისათვის მან სავსებით შეცვალა "დაწერილი" ("სიგელის" მაგივრად ხშირად [[გუჯარი|"გუჯარიცა"]] და [[წიგნი|"წიგნიც"]] იხმარებოდა).
 
საისტორიო-იურიდიულ წყაროებში სხვადასხვაგვარი სამართლეებრივი შინაარსისა და დანიშნულების სიგელი იხსენიება. ჩვეულებრივ სიგელები "მკჳიდრობისანი" (შთამომავლობითი, მემკვიდრეობითი) იყო. წყალობა-მოძებას ასახავდა და განამტკიცებდა "სიგელი შეუვალობისაჲ" ანუ "თარხნობისა" თუ "გაშვებულობისა", "მამულის წყალობის სიგელი" და სხვა. არსებობდა აგრეთვე "გარდაწყვეტილობის" ანუ "სამართლის სიგელი", ყმობიდან "თავდახსნილობის სიგელი", "გასყიდულობის", "გასამყრელო" და "ერთგულობის" სიგელები. ცნობილი იყო [[სიგლოსანი|სიგლოსან]] გლეხთა კატეგორია (მათი უფლება-მოვალეობანი წერილობით იყო განსაზღვრული). გარეგნულად განირჩეოდა "დიდნი და წვრილნი" სიგელები. "ერთიანი სიგელი" ერთი პირისა თუ დაწესებულების საბუთთა საერთო შინაარსს შეიცავდა. შეიძლებოდა "განრყვნილი" ანუ დაზიანებული და დაკარგული სიგელის აღდგენა-განახლება. [[ვახტანგ VI]]-ის კანონებით (მუხლი 240). "სიგელის წართმევის სამართალი" ხელმწიფის კომპეტენციაში შედიოდა. ნატყუარი, "ცრუ სიგელი" პრაქტიკული [[დიპლომატიკა|დიპლომატიკის]] ხერხებით გამოიცნობოდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიგელი“-დან