ალექსი ერმოლოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: გაანთავისუფლა → გაათავისუფლა using AWB
ხაზი 35:
ალექსის მამა — პეტრე ალექსანდრეს ძე ერმოლოვი [[ორლოვის გუბერნია|ორლოვის გუბერნიის]] ნაკლებადშეძლებული, მაგრამ დიდაგვაროვანი წრის წარმომადგენელი, ფლობდა [[მცენის მაზრა]]ში მამულს. [[ეკატერინე II]]-ის დროს იკავებდა გენერალ-პროკურორის გრაფ [[ალექსანდრე სამოილოვი]]ს კანცელარიის მმართველის თანამდებობას. იმპერატორ [[პავლე I (რუსეთი)|პავლე I]]-ის დროს პენსიაზე გავიდა და დაბრუნდა თავის სოფელში [[ლუკიაჩიკოვო]]ში. დედა — მარია დენისის ასული კახოვსკაია, დავიდოვების გვარის წარმომადგენელი იყო.
 
როგორც მაშინ იყო მიღებული, ალექსი ჯერ კიდე მცირეწლოვანი ჩაწერეს სამხედრო სამსახურში, ხოლო [[1778]] წელს კაპტერნამუსად პრეობრაჟენსკის ლეიბ-გვარდიის პოლკში, რომლის [[სერჟანტი]]ც მალევე გახდა.
 
განათლება მიიღო [[მოსკოვის საუნივერსიტეტო პანსიონი|მოსკოვის საუნივერსიტეტო პანსიონში]], სადაც 9-14 წლის ასაკის დიდგვაროვანი წარმომავლობის ვაჟებს ღებულობდნენ. პანსიონი ბავშვებს ამზადებდა სამხედრო, სამოქალაქო და დიპლომატიური სამსახურისთვის. [[1787]] წლის 5 იანვარს ჩაირიცხა უნტერ-ოფიცრად ლეიბ-გვარდიის პრეობროჟენსკის პოლკში.
ხაზი 43:
[[1792]] წელს 15 წლის ალექსი ჩაირიცხა კავკასიაში მდგარ ნიჯეგოროდსკის მე-17 დრაგუნის პოლკში. ალექსი, რომელსაც უკვე გვარდიის კაპიტნის ჩინი ჰქონდა და ადიუტანტად გადავიდა გენერალ-პროკურორ გრაფ სამოილოვთან, რომლის კანცელარიასაც მამამისი პეტრე უძღვებოდა. გრაფ სამოილოვთან მსახურობისას განსაკუთრებით გამოირჩეოდა მოწესრიგებულობით, რითაც დიდი ნდობა დაიმსახურა. მალე ერმოლოვი შევიდა შლიახეტის საარტილერიო კორპუსის რიგებში, რომლის გამოცდები [[1793]] წელს წარმატებით ჩააბარა.
 
[[1794]] წელს მონაწილეობდა პოლონეთის აჯანყების ჩახშობაში, რომლის დროსაც სიტყვიერი მადლობა დაიმსახურა გენერალ დერფელდენისაგან. პრაღის აღებისას მამაცობისათვის, დიმიტრი გოლიცინთან და ი. ლ. შახოვსკისთან ერთად, თავად სუვოროვის ბრძანებით დაჯილდოვდა [[წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი]]თ. ომის შემდეგ ის გაგზავნეს [[იტალია]]ში ბარონ ტუგუტუსთან. მონაწილეობა მიიღო ავსტრია-საფრანგეთს შორის მიმდინარე შეტაკებებში.
 
რუსეთში დაბრუნებული ის ივანოვის ბატალიონის რიგებში დგება, რომლისაგან შემდგომში მე-4 საარტილერიო პოლკი ჩამოყალიბდა.
 
[[1796]] წელს მონაწილეობა მიიღო [[რუსეთ-სპარსეთის ომი (1796)|რუსეთ-სპარსეთის ომში]], რომელსაც მეთაურობდა გენერალი [[ვალერიან ზუბოვი]]. [[დერბენტი]]ს შტურმის გამო დაჯილდოვდა [[წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი]]თ (ბანტით). მიიღო [[პოდპოლკოვნიკი]]ს ჩინი.
ხაზი 52:
[[1798]] წელს სმოლენსკის გუბერნატორის დაბეზღებით, ახალგაზრდა ერმოლოვი დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს. პეტერბურგში მისი ბიოგრაფიის განხილვის შემდეგ ასევე [[1794]] წლის დამსახურებების გამო ის შეიწყალეს და გამოუშვეს. ერმოლოვი უნდა მისულიყო შეყალების მოსასმენად სმოლენსკში გენერალ ლინდეკერთან, მაგრამ ერმოლოვმა გადაწყვიტა გაერკვია მისი, როგორც დაჭერის ისე უეცარი განთავისუფლების მიზეზი. აღნიშნულის გამო ის კვლავ დააპატიმრეს და ჩასვეს პეტერბურგის ციხეში, რომლის შემდეგ ის გადაასახლეს [[კოსტრომა]]ში.
 
იმპერატორ პავლეს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა იმპერატორი [[ალექსანდრე I (რუსეთი)|ალექსანდრე I]] და [[1801]] წლის 15 მარტის ბრძანებით კახოვსკის საქმესთან დაკავშირებული ყველა მსჯავრდებული გაანთავისუფლაგაათავისუფლა, მათ შორის ალექსი ერმოლოვიც.
 
[[1801]] წელს ის პეტერბურგში ბრუნდება და კვლავ სამხედრო სამსახურში დგება. [[1802]] წელს ნაწილი, რომელშიც ის მოღვაწეობდა [[ვილნო]]ში გადაიყვანეს, სადაც [[1804]] წლის ბოლომდე იმყოფებოდა. [[1805]] წელს ახალგაზრდა ალექსის მოუვიდა ახალი უსიამოვნება გრაფ არაკჩეევთან.
ხაზი 76:
რეინთან მისულ ერმოლოვს მე-6 კორპუსის მაგივრად გადასცეს გრენადერთა კორპუსი, რათა დაეცვათ რუსი ხელმწიფე პარიზში ყოფნის დროს. პარიზში ყოფნისას ერმოლოვმა ხელმწიფისაგან ავადმყოფობის გამო ითხოვა 6 თვით შვებულება. გრენადიორთა კორპუსს ერმოლოვი, უკვე [[პოლონეთის სამეფო]]ში ყოფნისას დაუბრუნდა. [[1815]] წლის 20 ივლისს იმყოფებოდა [[ვარშავა]]ში, სადაც მონაწილეობა მიიღო პოლონეთის სამეფოს აღდგენის გამოცხადებასა და კონსტიტუციის გამოცხადებაში და იყო მოწმე, თუ როგორ გამოუცხადა პოლონეთის ჯარმა ერთგულება, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ს როგორც პოლონეთის მეფეს.
 
[[1815]] წლის ნოემბერში ალექსი ერმალოვმა გადასცა კორპუსი გენერალ [[ივანე პასკევიჩი|ივანე პასკევიჩს]] და დაბრუნდა რუსეთში.
 
[[1816]] წლის დასაწყისში იმყოფებოდა მშობლიურ მხარეში თავის ხნიერ მშობლებთან ერთად.
ხაზი 82:
===მოღვაწეობა კავკასიაში===
{{მთავარი|კავკასიის ომი}}
როგორც ერმოლოვი თავის დღიურში იწერება, [[1816]] წლის [[22 აპრილი|22 აპრილს]], როდესაც ის [[სმოლენსკი|სმოლენსკში]] იმყოფებოდა, გაზეთებში წაიკითხა მისი საქართველოში დანიშვნა, ხოლო 24 აპრილს პეტერბურგში პირადად მიიღო აღნიშნული ბრძანება იმპერატორისაგან. ივნისში დაინიშნა სრულიფლებიან ელჩად სპარსეთში. პეტერბურგში ყოფნისას გაიცნო, სპეციალური მისიიტ ჩამოსული სპარსეთის ელჩი [[მირზა-აბდულ-გასან-ხანი]], რომელსაც 1796 წლის ომის დროს სპარსეთისთვის წართმეული მიწების უკანდაბრუნების საკითხი უნდა გაერკვია.
 
[[1816]] წლის აგვისტოს თვეში გაემგზავრა დანიშვნის ადგილას. გაიარა [[ნოვოჩერკასკი]] და 20 აგვისტოს მიუახლოვდა [[კავკასიის გუბერნია|კავკასიის გუბერნიის]] საზღვარს, რეგიონს, რომელიც მის იურისდიქციაში შედიოდა. 22 აგვისტოს ჩავიდა [[გეორგიევსკი|გეორგიევსკში]], 5 ოქტომბერს — [[დარიალი|დარიალში]], 10 ოქტომბერს — [[თბილისი|თბილისში]]. ერმოლოვის მითითებით მცხეთიდან მტკვრის მარცხენა ნაპირზე გადავიდნენ და ისე შევიდნენ თბილისში, მაშინ როდესაც, მარჯვენა ნაპირზე ელოდებოდნენ მას. ისე შევიდა თბილისში ყველას ეგონა რიგითი მოგზაური ჩინოვნიკი.
 
[[1816]] წლის 18 ოქტომბერს ინფანტერიის გენერალმა [[ნიკოლაი რტიშჩევი|ნიკოლაი რტიშჩევმა]] დატოვა თბილისი, ხოლო გენერალ-ლეიტენანტმა ერმოლოვმა ჩაიბარა [[საქართველოს ცალკეული კორპუსი]]სა და [[კავკასიის გუბერნია|კავკასიასა]] და [[ასტრახანის გუბერნია|ასტრახანის გუბერნიების]] სამოქალაქო ნაწილის მეთაურობა.
 
ალექსი ერმოლოვმა უარყო თავის წინამორბედთაგან დამკვიდრებული კავკასიის ადგილობრივ ხელისუფალთა მოქრთამვა-მოსყიდვის მეთოდი და იარაღის ძალით შეუდგა დასახული მიზნის შესრულებას. მან ერთი მეორის მიყოლებით გააუქმა სახანოები და დაიწყო ომი ჩრდილოეთ კავკასიის დასამორჩილებლად. იგი [[მიხეილ ვორონცოვი|მიხეილ ვორონცოვს]] სწერდა:
ხაზი 93:
 
====სპარსეთში გამგზავრება====
ერმოლოვი დაუყოვნებლივ შეუდგა სპარსეთში გასამგზავრებლად მზადებას. მან წინდაწინ იცოდა რომ საუბარი იქნებოდა ყარაბაღის სახანოს ნაწილის სპარსეთისთვის დათმობაზე. ამისათვის გადაწყვიტა დაეთვალიერებინა აღნიშნული სასაზღვრო რეგიონი. [[1816]] წლის 4 დეკემბერს [[შირვანის სახანო]]ს სოფელ ზადრობში ჩავიდა, სადაც შირვანის ხანი მუსტაფამ უმასპინძლა. 7 დეკემბერს [[შაქის სახანო]] მინტჩაურში შაქის ხანი იზმაილი დახვდა. 12 დეკემბერს დაბრუნდა თბილისში. [[1817]] წლის იანვარში სპარსეთში გაგზავნილი წერილი დაბრუნდა მარტის თვეში, რომელშიც გამოითქვა სურვილი შეხვედრისა.
 
[[ფაილი:A. P. Ermalov in Persia.jpg|მინი|300პქ|ალექსი ერმოლოვი სპარსეთის შაჰთან მოლაპარაკებებზე 1817 წელს]]
ხაზი 103:
 
====აჯანყება დაღესტანში====
[[1818]] წლის ოქტომბრის თვეში გენერალ-მაიორის [[ანდრეი პესტელი]]ს მითითებით აღებულ იქნა კარაკაიტის ოლქის ქალაქი [[ბატლი]]. 13 ოქტომბერს გენერალ-ლეიტენანტი შამხალ ტარკოვსკი იტყობინებოდა რომ მისი მოსახლეობის იმრავლესობა აღელვდა და შეუერთდა მთიელებს. ერმოლოვი ჯარით დაღესტნისკენ დაიძრა და 31 ოქტომბერს მდინარე კოისუ გადალახა, 3 ნოემბერს ქალაქ [[ტარკი|ტარკში]] რუსეთის ნაწილი განადგურებული დახვდა, როგორც იტყობინებოდნენ მთიელთა ოდენობა 20 ათასს აჭარბებდა, რომელთაც წინამძღოლობდა გენერალ-მაიორი [[სულთან-ახმედ-ხან ავარელი]] და მისი ძმა [[გასან-ხან-ბეგ ჯანგუთაელი]].
 
[[1818]] წლის ნოემბრის 12-15 რიცხვებში ერმოლოვმა მოაწყო ექსპედიცია [[ჯანგუთაი]]ს ასაღებად, რომელიც მალევე დაიმორჩილა, ხოლო სოფელი პატარა ჯანგუთაი გადაწვეს. ავარელი ხანი და აკუშელები მთებში გაიხიზნენ. ასე აღადგინეს წესრიგი [[ტარკის საშამხლო|საშამხლოს სანახებში]]. 19 ნოემბერს აჯანყების წამქეზებლები სიკვდილით დასაჯეს. ერმოლოვი ბრუნდება თბილისში.
 
[[1819]] წლის იანვარი-მარტის თვეებში დაღესტანი კვლავ მძვინვარებდა, [[სურხან-ხანი]] განაწყობდა მთიელებს, მათ შორის აკუშელებს ყველაზე მეომარ ხალხს რუსეთის საწინააღმდეგოდ.
 
[[1819]] წლის აგვისტოს თვეში ერმოლოვმა დაღესტანის მთიელთა შემოტევა მოიგერია და გადავიდა შეტევაზე. 15 სექტემბერს დონის ჯარებმა გენერალ-მაიორის [[ვასილი სისოევი]]ს მეთაურობით შტურმით დაიკავეს სოფელი [[დადაიან-იურტი]]. იბრძოდნენ ქალები და ბავშვები უკანასკნელ ძალამდე. 1 დეკემბერს ჩამოწვა დიდი თოვლი ტარკში, რის გამოც გაჭირდა საარტილერიო ქვემეხების გამოყენება. მთაში არსებული რუსეთის ჯარი ერთად შეგროვდა და 19 დეკემბერს დაიწყო მთიელთა შემოტევის მოგერიება. რუსულმა არტილერიამ ადვილად გაანადგურა მტერი. გაქცეულ მეომრებს დაადევნეს კაზაკთა ცხენოსანთა რაზმი და 20 დეკემბერს აიღეს ქალაქი [[აკუშა]]. ერმოლოვმა ბრძანა ქალაქი არ გაეძარცვათ.
ხაზი 128:
 
====შირვანის სახანოს გაუქმება====
იმერეთში აჯანყების პარალელურად ერმოლოვმა გადაწყვიტა დაეჭირა [[სურხაი-ხანი]], რომელიც ორგანიზატორი იყო დაღესტანში რუსეთის წინააღმდეგ წამოწყებული არაერთი აჯანყებისა. სურხაი-ხანი გაიქცა, მის მაგივრად კი [[ღაზიყუმუხის სახანო]] [[ასლან-ხანი|ასლან-ხანს]] გადასცეს.
 
[[1820]] წლის 26 სექტემბერს შირვანის ხანმა გენერალ-ლეიტენანტმა [[მუსტაფა-ხანი|მუსტაფა-ხანმა]], რომელსაც მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა სურხაი-ხანთან, თავს უშველა სპარსეთში გაქცევით. ერმოლოვმა უპატრონოდ დარჩენილი [[შირვანის სახანო]] გააუქმა და აიყვანა სახაზინო მართვაზე.
ხაზი 143:
გენერალმა ერმოლოვმა არაერთხელ გააფრთხილა იმპერატორი ნიკოლოზ I, რომ სპარსეთი ემზადებოდა ომისათვის. იქედან გამომდინარე რომ რუსეთი ოსმალეთთან ომით იყო დაკავებული, დაინტერესებული იყო სპარსეთთან ნეიტრალიტეტით და მზად იყო დაეთმო ტალიშის სახანო. სპარსეთთან მოლაპარაკებებისათვის გამგზავრებული იყო კნიაზ მენშიკოვი<ref>[http://history.kubsu.ru/pdf/ar_zac.pdf Захаревич А. В. «Донские казаки и армянское население в обороне русских границ от персидских войск в начальный период кампании 1826 г.», Центр понтийско-кавказских исследований. Краснодар, 1995]</ref>.
 
[[1826]] წლის ივლისის თვეში სპარსეთის ჯარი აბას-მირზას ხელმძღვანელობით ომის გამოუცხადებლად შეიჭრა ყარაბაღის და ტალიშის სახანოში. მათ წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დაიკავეს [[ლენქორანი]] და [[ყარაბაღი]], ალყა შემოარტეს შუშას, ყოფილმა შირვანისა (მუსტაფა-ხანმა) და ბაქოს ხანებმა დაიკავეს თავიანთი სახანოები და ააბუნტეს მოსახლეობა. აბას-მირზამ შეეცადა აეყოლიებინა დაღესტნის მთიელთა მოსახლეობა მაგრამ უშედეგოდ. სპარსული არმია დაიძრა [[თბილისი]]საკენ, გზად გაანადგურეს [[ანნენფელდი]]ს გერმანული კოლონია.
 
ნიკოლოზ I-მა მიიღო რა შეტყობინება სპარსეთის თავდასხმისა, კავკასიაში მიავლინა [[ივანე პასკევიჩი]]. ერმოლოვმა პასკევიჩი მადათოვის დასახმარებლად გააგზავნა. ელიზავეტპოლში გაერთიანდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში არსებული რუსეთის ყველა ჯარი. ერმოლოვმა გაერთიანებული ჯარი პასკევიჩის მეთაურობით გაგზავნა ყარაბაღში, აბას-მირზას მიერ შუშის ციხის ბლოკადის მოსახსნელად.
ხაზი 161:
[[1831]] წლიდან [[რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭო]]ს წევრია. [[1832]] წლიდან [[რუსეთის აკადემია|რუსეთის აკადემიის]] წევრი.
 
[[1853]] წლის [[ყირიმის ომი]]ს დროს 76 წლის ერმოლოვი დაინიშნა შვიდ გუბერნიაში სახელმწიფო ოპოლჩენიის მეთაურად. [[1855]] წლის მაისში ასაკის გამო აღნიშნული თანამდებობა დატოვა.
 
[[1861]] წლის 23(11) აპრილს მოსკოვში გარდაიცვალა, დასაფლავებულია ქალაქ [[ორიოლი (ქალაქი)|ორიოლში]].