მესხეთის ქედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 22:
|ქალაქები =
}}
'''მესხეთის ქედი''', ''აჭარა-იმერეთის ქედი'', ''ახალციხის ქედი'' (ძვ. ღადო, ლომსია ანუ ფერსათი) — [[მცირე კავკასიონი]]ს შემადგენელი ქედი უკიდურეს დასავლეთ ნაწილში. წყალგამყოფია, ერთი მხრივ, [[მდინარე]]ების [[კინტრიში (მდინარე)|კინტრიშის]], [[ნატანები|ნატანების]], [[სუფსა (მდინარე)|სუფსისა]] და [[რიონი]]ს მარცხენა შენაკადებისა, მეორე მხრივ, [[აჭარისწყალი|აჭარისწყლის]], [[ქვაბლიანი (მდინარე)|ქვაბლიანისა]] და [[მტკვარი|მტკვრის]] მარცხენა შენაკადთა აუზებისა. [[ოდიშ-გურიის დაბლობი|ოდიშ-გურიის დაბლობს]] გამოყოფს [[აჭარის ქვაბული|აჭარისა]] და [[ახალციხის ქვაბული|ახალციხის მთიანი ქვაბულებისაგან]]. გადაჭიმულია [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] [[აჭარა|აჭარის]] სანაპიროდან [[ბორჯომის ხეობა|ბორჯომის ხეობამდე]]. სიგრძე 140 კმ, უდიდესი განი 45 კმ, უმაღლესი მწვერვალი [[მეფისწყარო]] (2850 მ). 2500 მ-ზე მაღალია აგრეთვე მწვერვალები [[ხინო]], [[თაგინაური]], [[საყორნია]], [[ზოტიმერია]], [[დიდმაღალი]], [[სანისლია]], [[ნაგება]]. მესხეთის ქედზე არის [[ზეკარი|ზეკარის უღელტეხილი]] (2180 მ), რომელზეც გადადის საავტომობილო გზა.
 
ქედი აგებულია უმთავრესად ეოცენის ვულკანოგენური წყებებით. ქედის დასავლეთ ნაწილს ჩრდილოეთიდან ეკვრის უფრო ახალგაზრდა ქანებით აგებული გურიის სერი, ხოლო შუა ნაწილს სამხრეთიდან - ნეოგენური ლავებით აგებული ფერსათის პლატო. თხემურ ზონაში შემორჩენილია პლეისტოცენური გამყინვარების კვალი. კალთები დასერილია მდინარეების [[ხანისწყალი|ხანისწყლის]], სულორია, სუფსის, ნატანების, კინტრიშის, [[ჩაქვისწყალი|ჩაქვისწყლისა]] და სხვა მიდნარეების ღრმა ხეობებით. ქედის დასავლეთი ნაწილი გამოირჩევა ატმოსფერული ნალექების მაქსიმალური რაოდენობით (მთა [[მტირალა]]ზე 4500 მმ). ხეობები მდიდარია მესამეული პერიოდის რელიქტური სუბტროპიკული მცენარეულობით. მესხეთის ქედი 2000-2200 მ სიმაღლემდე შემოსილია ტყით, 1000-1200 მ-მდე შერეული ფოთლიანი ტყეებია ([[მუხა]], [[რცხილა]], [[წაბლი]], [[წიფელი]]), ხოლო უფრო ზევით — წიწვიანები ([[ნაძვი]], [[სოჭი]], ზოგან [[ფიჭვი]]). თხემურ ზოლში გავრცელებულია სუბალპური და ალპური მდელოები და დეკიანები. ძნელად მისადგომ ადგილებში დიდი რაოდენობით ბინადრობს [[დათვი]], [[შველი]], [[ირემი]], [[არჩვი]].
 
მესხეთის ქედზე არის ბალნეოლოგიური ([[საირმე]], [[ნაბეღლავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)|ნაბეღლავი]], [[ზეკარი (კურორტი)|ზეკარი]] და სხვა) და კლიმატური ([[აბასთუმანი (დაბა)|აბასთუმანი]], [[ბახმარო]], [[შუაგორა]], [[გომისმთა]] და სხვა) კურორტები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მესხეთის_ქედი“-დან