მესხეთის ქედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 26:
ქედი აგებულია უმთავრესად ეოცენის ვულკანოგენური წყებებით. ქედის დასავლეთ ნაწილს ჩრდილოეთიდან ეკვრის უფრო ახალგაზრდა ქანებით აგებული გურიის სერი, ხოლო შუა ნაწილს სამხრეთიდან - ნეოგენური ლავებით აგებული ფერსათის პლატო. თხემურ ზონაში შემორჩენილია პლეისტოცენური გამყინვარების კვალი. კალთები დასერილია მდინარეების ხანისწყლის, სულორია, სუფსის, ნატანების, კინტრიშის, [[ჩაქვისწყალი|ჩაქვისწყლისა]] და სხვა მიდნარეების ღრმა ხეობებით. ქედის დასავლეთი ნაწილი გამოირჩევა ატმოსფერული ნალექების მაქსიმალური რაოდენობით (მთა [[მტირალა]]ზე 4500 მმ). ხეობები მდიდარია მესამეული პერიოდის რელიქტური სუბტროპიკული მცენარეულობით. მესხეთის ქედი 2000-2200 მ სიმაღლემდე შემოსილია ტყით, 1000-1200 მ-მდე შერეული ფოთლიანი ტყეებია ([[მუხა]], [[რცხილა]], [[წაბლი]], [[წიფელი]]), ხოლო უფრო ზევით — წიწვიანები ([[ნაძვი]], [[სოჭი]], ზოგან [[ფიჭვი]]). თხემურ ზოლში გავრცელებულია სუბალპური და ალპური მდელოები და დეკიანები. ძნელად მისადგომ ადგილებში დიდი რაოდენობით ბინადრობს [[დათვი]], [[შველი]], [[ირემი]], [[არჩვი]].
 
მესხეთის ქედზე არის ბალნეოლოგიური ([[საირმე]], [[ნაბეღლავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)|ნაბეღლავი]], [[ზეკარი (კურორტი)|ზეკარი]] და სხვა) და კლიმატური ([[აბასთუმანი (დაბა)|აბასთუმანი]], [[ბახმარო]], [[შუაგორა]], [[გომისმთა]] და სხვა) კურორტები.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მესხეთის_ქედი“-დან