არდის ქრონოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: რივენდელ → შუაველ using AWB
(clean up, replaced: რივენდელ → შუაველ using AWB)
 
ბნელი კოშკის დაცემისა და საურონის გარდაცვალების შემდეგ მის მეტოქეთა გულებს წყვდიადის აჩრდილი აეხსნა, ხოლო მისი მსახურები და მოკავშირეები შიშმა და სასოწარკვეთილებამ შეიპყრო. ლორიენს დოლ გულდურიდან სამჯერ დაესხნენ, მაგრამ გარდა იმ მხარის ელფების სიმამაცისა, მტრისთვის იქ დაბუდებული უძველესი ძალაც მეტისმეტად დიდი აღმოჩნდა დასაძლევად. ამასთან, საზღვრებზე ტყე გააჩანაგეს. როდესაც წყვდიადი გაიფანტა, კელებორნმა ლაშქარი ნავებით გადაიყვანა ანდუინის გადაღმა ნაპირზე. დოლ გულდური აიღეს და გალადრიელმა მისი გალავანი დაანგრია. მან ღრმა დილეგებსა და ხაროებმი მიმწყვდეული ტყვეები გაათავისუფლა და ტყე საბოლოოდ გაიწმინდა.
 
ბრძოლები ჩრდილოეთშიც გაიმართა. [[თრანდუილი]]ს სამეფოს მტერი შეესია და ხეებს ცეცხლი წაუკიდა. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ თრანდუილმა გამარჯვება მოიპოვა. ელფურ ახალ წელს კელებორნი და თრანდუილი შუაგულ ტყეში შეხვდნენ; ბნელტევრს სახელი გადაარქვეს და ერინ ლასგალენი ანუ „მწვანე ფოთლების ტყე“ უწოდეს. თრანდუილმა ტყის მთელი ჩრდილოეთი ნაწილი მთებამდე, თავის სამეფოს შეუერთა; ხოლო კელებორნმა სამხრეთი ნაწილი მიიღო და მას აღმოსავლეთ ლორიენი უწოდა. შუა ტყე [[ბეორნი]]ს ძეებსა და მეტყევეებს გადაეცათ, მაგრამ გალადრიელის წასვლის შემდეგ კელებორნს თავის სამეფოში ყოფნა მობეზრდა და [[რივენდელიშუაველი|იმლადრისში]] წავიდა, ელრონდის ვაჟებთან საცხოვრებლად. მწვანე ფოთლების ტყეში ელფები ბედნიერად ცხოვრობდნენ. ხოლო ლორიენი თითქმის დაცარიელდა.
 
იმ დროს, როდესაც ბოროტი ძალების ლაშქარი მინას ტირითს უტევდა, საურონის მოკავშირეები მდინარე კარნენზე გადავიდნენ და მეფე ბრანდის სამფლობელოს თავს დაესხნენ. ბრანდს ერებორელი ჯუჯები დაეხმარნენ. მთის ძირას დიდი ბრძოლა გაიმართა, რომელიც სამ დღეს გაგრძელდა. ბოლოს, მეფე ბრანდი და მეფე [[დაინ II რკინისტერფი]] დაიღუპნენ და აღმოსავლელებმა გაიმარჯვეს. თუმცა მთის კარიბჭე ვერ აიღეს და მრავალმა ჯუჯამ თუ ადამიანმა [[მარტოსული მთა|ერებორს]] შეაფარა თავი.
{{შუახმელეთი}}
 
[[Categoryკატეგორია:შუახმელეთი]]
[[Categoryკატეგორია:გამოგონილი მოვლენების ქრონოლოგიები|არდა]]