წყალბურთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: ქონდა → ჰქონდა using AWB
ხაზი 4:
 
== ისტორია ==
[[1869]] წელს [[ინგლისი]]ს ქალაქ [[ბორნმუთი]]ს ნიჩბოსანთა კლუბის წევრებმა ვარჯისისას მოიგონეს თამაში, რომელსაც დღეს მსოფლიო წყალბურთის (Water - წყალი, polo - სპორტის სახეობა) სახელით ვიცნობთ. მალე ამ თამაშმა ლონდონამდე ჩააღწია და იკვე [[1870]] წელს პირველი მარტივი წესებიც შეიქმნა. [[1874]] წელს [[ლონდონი|ლონდონში]] პირველი ოფიციალური მატჩი მოეწყო. [[1984]] წელს კი პირველი ჩემპიონტიც ჩატარდა. პირველი საერთაშორისო შეხვედრა [[1890]] წელს გაიმართა ინგლისელ და შოტლანდიელ წყალბურთელებს შორის (მატჩი შოტლანდიელებმა მოიგეს ანგარიშით 4-0). [[1892]] წელს ინგლისური და შოტლანდიური წესების შერწყმით [[ლივერპული|ლივერპულში]] გაფორმდა ახალი ოფიციალური წესები. შოტლანდიელებმა შეცვალეს ბურთიც (მანამდე ფეხბურთის ბურთით თამაშობდნენ) და უფრო მოხერხებული ბურთით დაიწყეს თამაში. XIX საუკუნის ბოლოს წყალბურთი ევროპაში და ამერიკაშიც გავრცელდა ([[უნგრეთი]], [[გერმანია]], [[საფრანგეთი]], [[ბელგია]],[[აშშ]]). პირველი ამერიკული კლუბი [[1888]] წელს შეიქმნა ქალაქ [[ბოსტონი|ბოსტონში]]. უკვე [[1900]] წელს წყალბურთი [[პარიზი]]ს [[ზაფხულის II ოლიმპიური თამაშები]]ს პროგრამაშიც შეიტანეს. ამერიკელებს თამაშის საკუთარი წესები ქონდათჰქონდათ, რის გამოც ევროპული გუნდები მათთან თამაშზე უარს ამბობდნენ. ამიტომ [[1911]] წელს [[ცურვის საერთაშორისო ფედერაცია]]მ თავის წევრ ქვეყნებს ინგლისური წესებით თამაში მოსთხოვა. ამან წყალბურთი კიდევ უფრო პოპულარული გახადა და მის გავრცელებასაც შეუწყო ხელი. [[1926]] წელს [[ცურვის საერთაშორისო ფედერაცია]]ში შეიქმნა წყალბურთის კომისია, რომელსაც დაევალა კიდეც მსოფლიოში წყალბურთის განვრცობა და განვითრება.
 
== მოედანი, ბურთი, წესები ==
 
[[ფაილი:NewWaterPoloBall.JPG|thumb| წყალბურთის ბურთი]]
წყალბურთს თამაშობენ 50-მეტრიან აუზში. უშუალოდ სათამაშო მოედნის ზომებია 20X30 მ, წყლის სიღრმე არა ნაკლებ 2 მეტრი. მოედანი დაყოფილია რამდენიმე წარმოსახვითი ხაზით: 15 მეტრიანი ცენტრალური, 7 მეტრიანი, 4 მეტრიანი და 2 მეტრიანი ხაზებით. კარის ზომებია 3X0,9 მ. თამაშობენ სპეციალური წყალგაუმტარი მასალისაგან დამზადებული ბურთით, რომლის გარშემოწერილობაა 6-71 სმ, წონა - 400-450 გრ. თამაშობენ ოთხ რვა წუთიან პერიოდს (სუფთა დრო). შესვენებები 2 წუთი (მეორე შესვენება - 5 წუთი). თამაშს იწყებს ის გუნდი, რომლის მოთამაშე პირველი მივა ცენტრში დადებულ ბურთთან. შეტევისათვის (ანუ ბურთის კარში სატყორცნელად) გუნდს ეძლევა 30 წამი. მისი გასვლის შემდეგ ბურთი მეტოქეს გადაეცემა. აკრძლულია ბურთზე ორი ხელით შეხება (მეკარის გარდა), აუზის ფსკერზე დგომა, ბურთის წყალში ჩაძირვა, უბურთო მეტოქეზე თავდასხმა, მეტოქისათვის ხელის ან ფეხის კვრა, მეტოქის დაძირვა. პენალტი ინიშნება თუ წესების დარღვევა მოხდა 5 მეტრიან ზონაში. წესების დარღვევისათვის მოთმაშე შეიძლება გაძევებულ იქნას აუზიდან 20 წამით (გატანილ გოლამდე ან ბურთის დაკარგვამდე). სამჯერ გაძევებული მოთამაშე ტოვებს აუზს შეცვლის უფლებით. გუნდში 7 მოთამაშეა (ერთი მეკარე). შეცვლათა რაოდენობა შეზღუდული არა არის. გუნდებს განსასხვავებლად ახურავთ თეთრი და ცისფერი ქუდები. მეკარეთ ქუდის ფერი წითელია. მატჩს ერთდროულად ემსახურება 5-7 მსაჯი.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წყალბურთი“-დან