სემინოლები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: ქონდა → ჰქონდა using AWB
ხაზი 10:
სემინოლე, როგორც ტომობრივი ერთეული, წარმოიშვა XVIII საუკუნის შუა ხანებში. ამ დროს ამერიკის კონტინენტზე მრავლად იყო სამხრეთელი ლტოლვილები; იმ დროინდელმა ევროპელმა მიგრანტებმა ძალისმიერი მეთოდით დაატოვებინეს ამ ხალხს მშობლიური ტერიტორიები - კერძოდ კი ჯორჯია და ალაბამა. თუმცა ევროპელების გავლენამ ზოგიერთ ტომს ხელი შეუწყო რეაბილიტაციაში: მაგალითად ჩრდილოეთ აბორიგენული ტომები Yamassee და Yuchi, Creek-ის ომის შემდეგ (1813-1814 წლები) გახდნენ დომინანტები როგორც „ეკონომიკური“, ისე „პოლიტიკური“ თვალსაზრისით. XIX საუკუნის შუა პერიოდიდან თითქმის ყველა საუბრობდა Creek დიალექტზე. გადასახლებულებმა ააშენეს საცხოვრებელი სახლები, ფერმები, ჩამოაყალიბეს ახალი საზოგადოება. ფრანგები და ინდიელები იდილიაში ცხოვრობდნენ, ერთმანეთს არ აწუხებდნენ, მაგრამ გლობალურმა დაავადებამ სემინოლთა მოსახლეობა შეამცირა. 1763 წელს ინგლისმა დაიმორჩილა ფლორიდის ნახევარკუნძული. ფრანგები კი კუბაში გადავიდნენ, ინდიელების უმრავლესობა მათ გაჰყვა. როცა ინგლისმა ფლორიდა ფრანგებს დაუბრუნა, 1783 წელს, ინდიელთა ახალი ჯგუფები დასახლდნენ ნახევარკუნძულზე. პლანტაციებიდან გაქცეული მონები შეუერთდნენ ფლორიდის ინდიელებს. ამის გამო აშშ-ს ჯარი თავს დაესხა ფრანგულ ტერიტორიას. პირველ სემინოლთა ომში აშშ-ს ჯარის გენერალმა, ენდრიუ ჯექსონმა ფრანგული მიწების ოკუპაცია მოახდინა, დაიჭირა გაქცეული მონები და მოკლა უამრავი უდანაშაულო ინდიელი. ამის შემდეგ, 1821 წელს, ფლორიდა შეუერთდა ამერიკის შეერთებულ შტატებს.
ძირითადად სემინოლები მისდევდნენ მიწათმოქმედებას. მათ ტრადიციულად მოჰყავდათ სიმინდი, ლობიო და ფორთოხალი. ჰყავდათ შინაური პირუტყვები და ცხენები. ინდიელები ცხოვრობდნენ საოცრად ნაყოფიერ მიწაზე, ამიტომ ჯორჯიიდან და სხვა შტატებიდან მიგრირებული მოსახლეობა დიდი ინტერესით აკვირდებოდა მათ საქმიანობას. 1829 წელს ჯექსონი პრეზიდენტი გახდა. მან დასახა გეგმა, რომლის მიხედვითაც ყველა სამხრეთელი ინდიელი დატოვებდა საცხოვრებელ ადგილს. სემინოლებს არ უნდოდათ დაეტოვებინათ ფლორიდა, მაგრამ მათ წინაშე წარმოქმნილმა მტრულმა შეხედულებამ, აიძულა გადასულიყვნენ სხვა ტომის ტერიტორიაზე, რომელიც დღესდღეობით ოკლაჰომას სახელითაა ცნობილი. ზოგიერთი დათანხმდა გადასახლებას, მაგრამ უმრავლესობას არ უნდოდა მშობლიური მიწის მიტოვება. ბელად ოცეოლას მეთაურობით სემინოლები წინ აღუდგნენ აშშ-ს. ამ ყველაფერმა სემინოლთა მეორე ომი (1835-1842 წლები) გამოიწვია, რომლის ბოლოსაც სემინოლეები სამხრეთით, ჭაობიან რეგიონში, Everglade-Cypros-ში იძულებით გადაასახლეს. მეორე ომი ყველაზე მძიმე და დამქანცველი იყო. საბოლოოდ, დამთავრდა ისე, რომ სემონელები დარჩნენ ფლორიდის ნახევაკუნძულის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში, სადაც მათი შთამომავლები დღესაც კი ცხოვრობენ.
ნაკლებად სასურველ ტერიტორიაზე მცხოვრები სემინოლები ვერ ეგუებოდნენ დანაკარგს, ამიტომ ხშირად ხდებოდა მათ შორის დაპირისპირება, რამაც გამოიწვია მესამე ომი (1855-1856 წლები). ომის დასრულებისას სემინოლების რაოდენბა მინიმალური იყო, დარჩა 200-ზე ნაკლები ადამიანი. XIX საუკუნის მეორე ნახევარში, მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივ მონადირესა და ვაჭარს ჰქონდა სემინოლებთან შეხება. ისინი ჭაობს უსაფრთხო თავშესაფრად იყენებდნენ. 1880 წლამდე, მათ შესახებ ძალიან ცოტა ისტორიული ფაქტი მოიძებნება. ამერიკელი ეთნოლოგის აღწერით, 90-იან წლებში არსებობდა 5 დასახლება, სადაც მოსახელთა რაოდენობა ჯამში 208 იყო. 1981 წელს, ფედერალურმა მთავრობამ მიწები გამოუყო სემინოლებს. დღესდღეობით ფლორიდაში 4 ფედერალური რეზერვაცია არის შექმნილი და სახლობს 2 პოლიტიკური ერთეული: „Seminole Tribe of Florida“ და „Miccosukee Tribe“. <ref name=":0">1)     http://sno-nsn.gov/culture/aboutsno
 
2)    Garbarino, Merwyn S. (1972). Big Cypress: A Changing Seminole Community. New York: Holt, Rinehart & Winston.
ხაზი 21:
== ეკონომიკა ==
=== საარსებო და კომერციული საქმიანობა ===
გარდა მიწათმოქმედებისა, სემინოლეები შესანიშნავი მეთევზეები და მონადირები იყვნენ. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან მუშაობდნენ გიდებად მათთვის, ვინც არ იცოდა ადგილობრივი მიწები. ზოგიერთმა სასოფლო-სამეურნეო საქმე განაგრძო ფერმებსა და პლანტაციებში. XX საუკუნეში ინდუსტრიული ეკონომიკის განვითარებსთან ერთად შეიცვალა სემინოლთაა დასაქმების სფეროც. პოპულარული გახდა სამშენებლო ქარხნებში მუშაობა, თუმცა სოფლის მეურნეობა, მეცხოველეობა და ტურისტული ინდუსტრია ეკონომიკური თავლსაზრისით მაინც ყველაზე წარმატებულ დარგად დარჩა. უძველეს ტომებს არ ჰქონდათ არავითარი ლითნი, ამიტომ სამუშაო იარაღებს ამზადებდნენ ხის, ქვის, ძვლის, ტყავის, თიხისა და სხვა ბუნებრივი ნივთიერებებისგან. ევროპელ ვაჭრებთან ურთიერთობით, ლითონმა უმეტესი „ძველმოდური“ რესური ჩაანაცვლა. არ არის გასაკვირი, რომ სემინოლმა ვაჭრებმა მოახერხეს უცხოურ ბაზარზე თავიანთი ადგილის დამკვიდრება, რადგან შესთავაზეს სამყაროს ის, რაც აქამდე არასოდეს ენახა განვითარებულ ევროპელებს. კერძოდ, ტაბაკო და ნაირ-ნაირი საკვები, როგორიცაა ყავა და შაქარი, ძალიან პოპულარული და მოთხოვნადი გახდა. ინდიელი ვაჭრები ძირითადად ბარტერულ გაცვლის ხერხს მისდევდნენ, მაგრამ მოგვიანებით ბარტერი ფულმა ჩაანაცვლა. დღესდღეობით თითქმის ყველანაირი ვაჭრობა თანამედროვე ეკონომიკური წესით მიმდინარეობს. ახალი საქსოვი ტექნოლოგიის წყალობით, სემინოლმა ქალებმა შექმნეს უნიკალური ტანსაცლმის სტილი, რომელიც დღესაც დამახასიათბელია ფლორიდელი ინდიელებისათვის. ტურისტთა დიდი ნაწილი სიამოვნებით ყიდულობს მათ სამოსს, ასევე დიდი პოპიულარობით სარგებლობს ბოჭკოვანი თოჯინები, რომლებსაც სპეციალურად ლამაზ ჩაცმულობაში გამოაწყობენ. <ref>1)     Hudson, Charles (1976). The Southeastern Indians. Knoxville: University of Tennessee Press.
</ref>
 
ხაზი 34:
[[ფაილი:Chickee.jpg|მინი|სემინოლთა საცხოვრებელი სახლი - Chickee]]
ტრადიციულად ქორწილი მატრიარქატული ტიპის იყო (ანუ ქმარი საცხოვრებლად ცოლის ოჯახში გადადიოდა, რის შედეგადაც ცოლის ნათესავები ჭარბობდნენ ქმრისას) და პოლიგამიური (მრავალცოლიანობა) - ძირითადად სორორალური (კაცს ცოლად მეუღლის დებიც მოჰყავდა). ასეთი სახის ქორწინებები შტატის კანონების მიხედვით აიკრძალა XX საუკუნეში. დღესდღეობით უმეტესობა თავს არიდებს ნათესავთან ქორწინებას, თუმცა არიან ისეთი გამონაკლისები, რომლებიც არღვევენ კანონებს. დღეს დაშვებულია თემის გარეთ ქორწინება, თუმცა სემინოლთა უმეტესობა მაინც ინდიელზე ქორწინდება. ის ვინც უცხოტომის წევრზე შეუღლდებოდა ადგილობრივების დიდ გულისწყრომას იწვევდა. თუმცა XVIII საუკუნეში ბევრი „შერეული“ ქორწინება მოხდა, როდესაც ინდიელების ტომები და ურიცხვი სამხრეთ-აღმოსავლური ჯგუფები შეერთდა, რის შედეგადაც ფაქტიურად შეიქმნა სემინოლე. სემინოლთათვის განქორწინება ძალიან მარტივი იყო, როგორც ცოლისთვის ისე ქმრისთვის. თანამედროვე კანონმდებლობით განქორწინება უნდა მოხდეს ოფიციალურად, იურიდიულად.
სემინოელთათვის ჩვეულებრივია ის ფაქტი, რომ სტუმრად მოსული ნათესავი შესაძლებელია თვეობით დარჩეს. ბავშვის აყვანა და გაშვილება არსებობდა და არსებობს ორი მიზეზით. პირველი მიზეზი ისაა, რომ ყველას ჰქონოდეს შანსი გახდეს მშობელი. მეორე მიზეზი კი, დიდი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ბანაკებში სტუმრის დასაბინავებლად, როგორც წესი, უცბად იწყობოდა დამატებითი Chickee (ტრადიციული სემინოლური სახლი) , რომლისთვისაც შენახული იყო ადგილი. დღესდღეობით თანამედროვე ოჯახებს მინიმუმ ერთი ოთახი აქვთ გამოყოფილი სტუმრისათვის. <ref name=":2">1)     Garbarino, Merwyn S. (1972). Big Cypress: A Changing Seminole Community. New York: Holt, Rinehart & Winston.
 
2) 1)     McReynolds, Edwin C. (1957). The Seminoles. Norman: University of Oklahoma Press
ხაზი 40:
 
=== მემკვიდრეობა ===
ტრადიციულად სემინოლური დასახლება კლანური სისტემით იმართებოდა. პირადი საკუთრება შესაძლებელი იყო ინდივიდუალური სურვილებით გასხვისებულიყო. დღეს კლანებს არანაირი ძალაუფლება არ აქვთ. მემკვიდრეობა კანონიერად წყდება. აღსანიშნავია, მათი ქონება ძირითადად მხოლოდ სახლებითა და მანქანებით შემოიფარგლება.
 
== სოციალურ - პოლიტიკური ორგანიზაციები <ref>1)     Garbarino, Merwyn S. (1988). The Seminole. New York: Chelsea House.
ხაზი 51:
=== შიდა განყოფილება ===
[[ფაილი:Osceola, George Catlin, 1838.JPG|მინი|ბელადი ასიელა]]
ფორმალური პოლიტიკური სტრუქტურები, რომლებიც აღმოცენებული იყო სემინლთა ტომების წინაპრებში, დაიშალა იძულებითი საომარი მოქმედებების შედეგად. ასევე მათ დაშლაზე გავლენა იქონია დაავადებებმა და ფლორიდაში მიგრაციის შედეგად პოპულაციის კლებამ. მოსახლეობის გადაადგილებამ ახალი საზოგადოების ჩამოაყალიბას შეუწყო ხელი, რის გამოც ყოფილ ლიდერებს მემკვიდრეობაზე პრეტენზია ვერ ექნებოდათ. ბელადის ფუნქცია კლანის ლიდერებზე გადანაწილდა, თუმცა მალე ეს სისტემაც მოიშალა რადგან კლანებს შორის ძალაუფლებისთვის ომი გაჩაღდა და ზოგიერთმა მათგანმა არსებობა შეწყვიტა. ამის შემდეგ ლიდერები ისეთი ადამიანები გახდნენ ვისაც ამის სურვილი ქონდაჰქონდა, კომპეტენტურიც იყო და ხალხისთვის მისაღებიც. ასეთი ადამიანის კარგი მაგალითია ასიელა (Osceola). 1934 წელს ინდიელების რეორგანიზაციის აქტის ფარგლებში, 1957 წელს სემინოლებმა შექმნეს პოლიტიკური პარტია - ფლორიდის სემინოლური ტომი. 1962 წელს სემინოელების პატარა ჯგუფმა ჩამოაყალიბა მეორე პარტია - მიკოსუკის (Mikasuki) ტომი. იყვნენ ისეთებიც რომლებიც არცერთ პარტიას არ შეუერთდა, თუმცა მათმა უმეტესობამ არჩევანი გააკეთა.
 
== რელიგია და კულტურა <ref>1)     <nowiki>http://www.semtribe.com/Culture/SeminolesandChristianity.aspx</nowiki></ref> ==
=== რწმენა ===
სემინოლთა მამა-პიპისეული რელიგია იყო ანიმისტური. მათ ბუნების ძალები ადამიანისაზე ბევრად უფრო ძლიერად მიაჩნდათ. დღესდღეობით სემინოელებს ფაქტიურად დავიწყებული აქვთ თავიანთი ტრადიციული შეხედულებები, თუმცა მათ რელიგიაში მაინც ჩანს გარკვეული სახის სინკრეტიზმები. დღეს სემინოელთა ერთი ნაწილი ქრისტიანულ ეკლესიაში დადის, მეორე მათგანი ბაპტისტურში. ზოგიერთმა სემინოელმა მღვდელთმსახურებასაც მიჰყო ხელი.
 
=== ცერემონიები ===
ხაზი 61:
 
=== მედიცინა ===
სემინოლთათვის არსებობს უამრავი ტრადიცუილი „წამალი“ სიკვდილთან დაკავშირებით. ზოგის აზრით, ქვრივი ვალდებულია შეუხებელი დარჩეს 4 წლის განმავლობაში, სანამ იგი ხელმეორედ არ დაქორწილდება. აღსანიშნავია 1986 წელს გამოქვეყნებული სტატია, რომელიც სემინოლთა გლოვის პროცესს აღწერს: „თითოეული ოჯახი გამოთქვამს წუხილს 4 დღის განმავლობაში და მხოლოდ მეოთხე დღეს ისინი იყენებენ სამკურნალო პრეპარატებს, რომელსაც „მკურნალი კაცი“ აკეთებს. ამ ხსნარს ისინი ჩვეულებრივ ჩაისთან ერთად სხვამენ ან უბრალოდ იმანენ მისით. გარდაცვლილის მეუღლე ჩაიცვამს შავს და 4 მთვარის განმავლობაში დაიტირებს მიცვალებულს - ეს არის ტრადიციის ნაწილი“ აღწერს ერთ-ერთი ტომის წევრი. ძველ მედიცინას დღესაც დიდი გავლენა აქვს სემინოლთა ცხოვრებაში. თანამედროვე სამედიცინო მიდგომებმა ვერ ჩაანაცვლეს უძველესი ტრადიციები. უხუცესი (ან იშვიათ შემთხვევაში განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდა) ამზადებს სამკურნალო საშუალებებს სხვადასხვა მცენარის ფესვებისგან, ცხოველის ნაწილებისგან. მათი უმთავრესი სამედიცინო ტექნიკა, რომელიც ჩვენთვის გაურკვეველია, ტრადიციული საგალობლები და სხვა უცნაური ადათ-წესებია.
 
=== სიკვდილი და ცხოვრება სიკვდილის შემდეგ ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სემინოლები“-დან