მანჯურია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: ქონდა → ჰქონდა (2) using AWB
ხაზი 12:
ენა, რომელზეც მანჯურიელები საუბრობენ არის ჩინური მანდარინის დიალექტი. ეს ენა სკოლებში მას შემდეგ ისწავლება რაც დაიწყო მშობლიური ენის სწავლების მოძრაობა ათწლეულების წინ.
 
ზოგადად ამ პროვინციაში ბევრი დიალექტი მოქმედებს რაც გამოწვეულია იმიგრაციული პროცესებით, კერძოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მანჯურიაში ძალიან ბევრი ადამიანი დასახლდა ჩინეთის სხვადასხვა მხარეებიდან, რამაც გამოიწვია მრავალი დიალექტის გაჩენა. ჩრდილოური მანდარინისა და მანჯურიული ენები ერთმანეთს ძალიან გავს. <ref>Posch, U., Tang, P. S. H., & Institute, U. O. W. F. E. A. R. (1956). Languages. ''Regional Handbook Of Northeast China, Compiled By The Far Eastern And Russian Institute Of The University Of Washington''. New Haven, Conn.: Printed by the Human Relations Area Files. Retrieved from <nowiki>http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ag04-012</nowiki></ref>
 
=== მანჯურიის ფორმირება ===
ხაზი 22:
 
=== ცინების დინასტია ===
ცინების დინასტია, იგივე მანჯურიელთა დინასტია იყო ბოლო იმპერიული დინასტია ჩინეთში, რომელიც ქვეყანას მართავდა 1644–1912 წლებში. ცინების იმპერია თანამედროვე ჩინეთისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე ვრცელდებოდა.
 
ამ დინასტიის დამაარსებლად ითვლება  დორგუნი. ეს პერიოდი ჩინეთისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან  ევროპასთან სავაჭრო კავშირები დამყარდა. ჩინური აბრეშუმი საყოველთაოდ ცნობილი არის და იყო და ამიტომ დიდი მოთხოვნით გამოირჩეოდა.
ხაზი 39:
მანჯურიის სოფლიოს მეორნეობა შეიძლება დავყოთ ორ პერიოდად: კომუნისტებამდე პერიოდი და კომუნისტების შემდგომი პერიოდი. 
==== კომუნისტებამდე პერიოდი ====
მანჯურიის რეგიონი დაყოფილია 4 ნაწილად,როგორც მისი ფიზიკური კონფიგურაცია. სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილი, რომელიც მდინარე იალუს აუზშია განთავსებული მთებითაა გარშემორტყმული, სადაც სტერილური ნიადაგია ოდნავი ხრეშით.  ეს ტერიტორია მჭიდროდ არის დასახლებული და ყოველი სახნავ–სათესი მიწის ნაკვეთი დამუშავებულია. სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში მოქცეულია მდინარე ლიაო. ზოგ ნაწილში მდიდარი ნიადაგია, ხოლო სანაპირო ზოლსა და დაბლობებში ქვიშიანი და მარილიანი. ეს რეგიონი კარგად არის გაშენებული, თუმცა პრობლემა ის არის, რომ მდინარეს ტერიტორია არაერთხელ წაულეკავს.  მანჯურიის ცენტრალური ნაწილი საუკეთესო სასოფლო–სამეურნეო რეგიოანია, რადგან მოედინება მდინარე ჰურკა და სუნგარი, რომლებიც ამ ტერიტორიას  რწყავენ. ჩრდილოეთ ნაწილი ირწყვება მდინარე სუნგარით, ამურისა და ნონნისით. ამ ნაწილში ნიადაგი არის მდიდარი, მაგრამ მეჩხერად დასახლებული.
 
1942 წელს მანჯურიის ეკონომიკა ჯერ კიდევ სოფლის მეურნეობაზე იყო დამოკიდებული, მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიულიზაციურ პროგრესს ქონდაჰქონდა ადგილი.  ჯამში მოსახლეობა შეადგენდა 43 მილიონს, აქედან 74%  ჩართული იყო სასოფლო–სამეურნეო საქმიანობაში, ხოლო ქვეყნის ექსპორტის 70%  შეადგენდა სასოფლო–სამეურნეო პროდუქტს.
 
ძირითადი პროდუქტი, რომელიც გაშენებულია მანჯურიაში არის ლობიო, გაოლიანი, ფეტვი, სიმინდი, ხორბალი, ნედლი ბამბა, ხილი და ბრინჯი.
 
სანამ ჩინელი კომუნისტები შევიდოდნენ მანჯურიაში, ისინი მომთაბარეობასა და მონადირეობას ეწეოდნენ.
 
==== კომუნისტების შემდგომი პერიოდი ====
მანჯურია  იყო ერთ–ერთი პირველი დიდი ტერიტორია, რომელიც კომუნისტების ხელში მოხვდა.  აქ გატარდა მიწის რეფორმა და მთლიანად შენარჩუნდა კომუნისტური ხელისუფლება. სწორედ მას შემდეგ, რაც კომუნისტებმა დაიკავეს მანჯურიის ტერიტოა წარმოიშვა რიგი პრობლემები, როგორც ეკონომიკური ასევე სიციალური.
 
1946 წლისთვის კომუნისტებმა გაატარეს მიწის რეფორმა და სრულად აკონტროლებდნენ გარეუბნებს განსაკუთრებით სოფლებს. 1949 წლისთვის მათ დამთავრებული ქონდათჰქონდათ მიწის რეფორმირება. როგორც ვიცით კომუნისტები ფიქრობდნენ, რომ ყველა გლეხს თანაბარი რაოდენობის ქონება უნდა ჰქონოდა და მათი იდეაც ის იყო, რომ ყველა თანასწორი უნდა ყოფილიყო, ამიტომ 1949 წელს ლინგ ფენგმა განაცხადა, რომ 2,509,105 ჰექტარი მიწა გადანაწილდა ყველა იმ გლეხზე რომელსაც მცირე მიწა ჰქონდა ან საერთოდ არ გააჩნდა მიწის ნაკვეთი.  
 
მას შემდეგ რაც მიწის რეფორმა დასრულდა გაჩნდა 2 სასოფლო–სამეურნეო პოლიტიკა: 1.  გაეხადათ სოფლის მეურნეობა უფრო პროდუქტიული სამეურნეო ტექნიკისა და მეტი სამუშაო ძალის დახმარებით, ასევე გაეზარდათ  საკვები და მატერიალური რესურსების საჭირო ინდუსტრიალიზაცია, რათა აემაღლებითან გლეხების ცხოვრების დონე. 2. წასულიყვნენ წინ და წინ ნაბიჯ–ნაბიჯ. მანჯურიის სოფლის მეურნეობა ფაქტობრივად არაფრით გამოირჩეოდა სხვა ქვეყნებისგან სადაც კომუნიზმი იყო დამყარებული. <ref>Meyers, R., & Institute, U. O. W. F. E. A. R. (1956). Agriculture. ''Regional Handbook Of Northeast China, Compiled By The Far Eastern And Russian Institute Of The University Of Washington''. New Haven, Conn.: Printed by the Human Relations Area Files. Retrieved from <nowiki>http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ag04-031</nowiki></ref>
 
=== ოჯახის ზოგადი მახასიათებლები მანჯურიაში (1905 – 1956 წლები) ===
ხაზი 61:
 
==== მანჯურიული ოჯახის მახასიათებლები ====
მანჯურიული ოჯახის სისტემა ჩინურისგან ძალიან არ განსვავდება. ეს ნაწილობრივ ჩრდილოეთ ჩინეთიდან წამოსული ხალხის დამსახურებაცა არის. ხოლო, ცვლილებების გამომწვევი სხვა ფაქტორებია ახალი გარემო და მანჯურიის ეკონომიკური მდგომარეობა.
 
ჩინეთში არსებული 3 ძირითადი ოჯახის ტიპი ასევე არსებობდა მანჯურიაშიც, თუმცა უფრო შეცვლილი ფორმით.
 
ერთ-ერთი ოჯახის ტიპი, მოიცავს „გაფართოებულ“ ოჯახს, როდესაც სახლში არის ბევრი თაობის წარმომადგენლები, რომლებიც ერთმანეთთან სისხლით ან ქორწინებით არიან დაკავშირებულნი. ასეთი ოჯახის ფორმის დროს, ოჯახის თითოეული წევრი ატარებს ერთსა და იმავე გვარს და ცხოვრობენ საერთო სახლში, ასევე ქონებაც აქვთ საერთო. თუმცა, ჩრდილო-აღმოსავლეთით ორიენტაცია ოდნავ განსხვავებული იყო. გაფართოებული ოჯახი ძირითადად საერთ თავდაცვისთვის იქმნებოდა და მასში გაერთიანებულნი იყვნენ სისხლით ნათესავები. როგორც მთლიანად ჩინეთში, ასეთი ტიპის ოჯახები გაქრა, თუნცა არც ადრინდელ პერიოდში იყვნენ დიდი რაოდენობით, ნაწილობრივ იმიტომ, რომ მათი არსებობა მოითხოვდა დიდი სიმდიდრის არსებობას.
 
ხოლო „ღეროვანი“ ოჯახი, „გაფართოებული“ ოჯახის მოდიფიცირებული ვერსია, იყო ოჯახის ძირითადი ფორმა. „ღეროვანი“ ოჯახი შედგება ცოლ-ქმრისგან, მათი შვილებისგან და ქმრის მშობლებისგან, ჯამში 7-8 ოჯახის წევრისგან. ხანდახან, მშობლების სხვა ვაჟიშვილი და   მისი ცოლ-შვილიც იმავე სახლში ცხოვრობდნენ. ამ ტიპის ოჯახები ძირითადად სოფლებში იყო გავრცელებული.
 
ოჯახის მესამე სახეობა, რომელიც ახლა ყველაზე ხშირია მანჯურიის უბრანულ და ინდუსტრიულ არეალში, არის „ბირთვული“ ოჯახი, რომელიც მოიცავს ცოლ-ქმარს და მათ შვილებს.
 
ოჯახის ამ სამი სახეობიდან, რომელიც არ უნდა ყოფილიყო, ტრადიცია მოიცავდა ოჯახის თავს, როგორც ავტორიტეტს, ხოლო ქალს, როგორც მორჩილსა და ქმარზე დამოკიდებულს. ოჯახური სანქციები და კონტროლი იყო გადამწყვეტი. მაგალითად კლანი, რაც მოიცავს ყველა იმ ადამიანს რომელსაც ერთი გვარი აქვს, ჯერაც მნიშვნელოვან ორგანიზმად ითვლებოდა. ხოლო ახლა, კომუნისტური რეჟიმისა და ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილების შედეგად, კლანური სისტემა თანდათან ინგრევა.
 
იმის მიუხედავად რომ ოჯახის ავტორიტეტი ჯერაც მთავარი ფაქტორი იყო მანჯურიის საზოგადოებაში და ოჯახის ქონება პირდაპირი განხილვა, ოჯახის მენეჯმენტი გარკვეულწილად უნიკალური გზით ხდებოდა. პატრიარქალური ავტორიტეტი უმეტესად განყენებული იყო, და იმის ნაცვლად რომ ყველაზე უფროსი კაცი ყოფილიყო ოჯახის თავში, ნათესავების გენერალური საბჭოს წევრები წელიწადში ერხელ იკრიბებოდნენ, ან როდესაც იყო ამისი საჭიროება, და ირჩევდნენ „მენეჯერს“. „მენეჯერი“ ძირითადად იყო უფროსი კაცი, თუმცა ზოგჯერ ეს იყო პერსპექტიული შვილი ან შვილიშვილი, ვინც წარმართავდა ოჯახის საქმიანობებსა და მართავდა ოჯახის საკუთრებას გარკვეული პერიოდით, ხშირად მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში. ეს ადამიანი შემდეგ გადადგებოდა სხვა სასარგებლო ინდივიდის გამო. ძირითადი წესის თანახმად, არჩევანი კეთდებოდა იმ ადამიანზე, რომელიც უფრო მაღალ პოზიციაზე იყო; უფროს კაცს უფრო ირჩევდნენ ვიდრე უმცროსს, და ქალის ნაცვლად, მუდამ კაცს ირჩევდნენ. ამ სისტემის ერთ-ერთ ეფექტი იყო ის, რომ ზოგადი და უფრო პირადი ინტერესები წარმოჩენილი ყოფილიყო ყველა ოჯახის წევრის მიერ ოჯახის კეთილდღეობისთვის. ზოგად ოჯახურ კონფერენციაზე თითოეულ პიროვნებას ჰქონდა საშუალება გამოეხატა საკუთარი აზრი, და მნიშვნელოვან საკითხებში ქალის ხედვა ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც - კაცის. ხოლო თუ ოჯახი იყო დიდი, მაშინ „მენეჯერად“ ქალიც შეიძლება დაენიშნათ, მისი პასუხისმგებლობა იყო მიეთითებინა მათი საქმიანობა ოჯახში მყოფი ქალებისთვის.
ხაზი 80:
 
===== ოჯახის სიდიდის ზოგადი ტენდენცია =====
ოჯახები მანჯურიაში, როგორც ჩინეთის სხვა მხარეებში, ძირითადად მცირე ზომისაა. დიდი ოჯახები იყოფიან და ხშირად ზოგი ოჯახის წევრი სხვა ადგილას გადადიან. 1950 წლის აგვისტოში მეურნე მოსახლეობის ოჯახების ოფიციალური კლასიფიკაცია კომუნისტურ ჩინეთში გულისხმობდა ისეთ ოჯახებს, სადაც იყვნენ 3, 5, 6, 9 ან 11 წევრი.
 
პატარა ოჯახები ჩინეთში ძალიან გავრცელებულია დღეს, რაც ნაწილობრივ სიმართლეა მანჯურიელი ხალხისთვისაც კომუნისტური რეჟიმის დროს, რადგან ბევრი მართოხელა კაცი და ქმრები ჩრდილოეთ ჩინეთში იგზავნებოდნენ რადგან ჩართულიყვნენ წარმოებაში. <ref>Hirabayashi, J., Tang, P. S. H., & Institute, U. O. W. F. E. A. R. (1956). Manchurian Family.''Regional Handbook Of Northeast China, Compiled By The Far Eastern And Russian Institute Of The University Of Washington''. New Haven, Conn.: Printed by the Human Relations Area Files. Retrieved from <nowiki>http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ag04-014</nowiki></ref>
 
=== რელიგია (1600 – 1954 წლები) ===
რელიგიური პრაქტიკები მანჯურიაში, ლამაიზმისა და შამანიზმის გარდა, ძალიან არ განსხვავდება ჩინეთში არსებული რელიგიებისგან. კონფუციანელობა არ ითვლებოდა რელიგიად, რადგან ჩინეთში მას ფილოსოფიად უფრო თვლიდნენ.
 
ტაოიზმი პირველ რელიგიად განიხილება, რადგან ის არის ჩინეთის მშობლიური რელიგია და მასების რელიგიური რწმენისგან წამოყალიბდა. ბუდიზმი, რომელიც ინდოეთიდან მოდის, ინტიმურ ცხოვრების ნაწილად იქცა ბევრი ჩინელისთვის; და ჩინელის ხალხის საჭიროებებზე ადაპტაციისას მან ახალი თავისებურებები შეიძინა. მანჯურიაში, ბუდიზმი და ტაოიზმი ახდენს ყველაზე დიდ გავლენას და შეუძლია ერთგული მიმდივრების დიდი რაოდინებით იტრაბახოს. სხვა რელიგიებს, ქრისტიანობის ჩათვლით, უფრო ნაკლები მიმდევარი ყავთ.
ხაზი 94:
ტაოიზმი მანჯურიაში ჩინელმა ემიგრანტებმა შემოიტანეს. ტაოიზმის პირველი ტაძარი მანჯურიაში 17-ე საუკუნეში აშენდა. იმის მიუხედავად, რომ ტაოიზმი ლაო-ძის აღიარებს მის დამაარსებლად, დღეს გავრცელებული ტაოიზმი ძალიან ცოტას ლაპარაკობს ფილოსოფიაზე, რადგან მას ძირითადი აქცენტი აქვს გაკეთებული ადამიანის კეთილდღეობასა და დღეგრძელობაზე. 1942 წლისთვის უკვე 1 800 ტაოიზმის ტაძარი იყო აგებული და 2 800 მღვდელი არსებობდა ამ რელიგიის.
 
ლაო-ძის გარდა თაოიზმის მიმდევრებს კიდევ ბევრი სხვა ღმერთ ყავთ, რომელთაგან ზოგი არის გარდაცვლილი გმირი, ხოლო სხვები კი ზებუნებრივი ძალის მფლობელები. იუ-ჰუანგი, ტაოიზმის ერთ-ერთი ღმერთი, ჰგავს ბერძენ ღმერთ - იუპიტერს. მას თაყვანს სცემენ ტიენ-ჰოუსთან, უმაღლესი ქალღმერთი, სამოთხის ღმერთთან, დედამიწის ღმერთთან და წყლის ღმერთთან ერთად. კიდევ ერთი ძალიან პოპულარული ღმერთი ტაოიზმში არის კუან იუ, ანტიკური ჩინეთის მეომარი, რომელიც მოიხსენიება როგორც ომის ღმერთი.
 
ნიანგ-ნიანგ არიან ძალიან გავრცელებულნო ტაოიზმის მიმდევრებში მანჯურიაში. მათ საპატივცემულოდ აგებული ტაძრებს ყველგან შეხვდებით მანჯურიაში. ნიანგ-ნიანგ არის კოლექტიური სახელწოდება სამი ქალღმერთის, ვისი გამოსახულებებიც მუდან გვერდი-გვერდაა განთავსებული. ბედნიერებისა და დღეგრძელობის ქალღმერთი უმეტესად ცენტრშია, მის მარცხნივაა თვალის დაავადების მკურნავი ქალღმერთი, ხოლო მარჯვნივ - ნაყოფიერების ქალღმერთი.
 
შემდეგი პოპულარულობით არის კუან იუ, ომის ღმერთი. მისდამი მიძვნილი ტაძრებიც ასევე ხშირია მანჯურიაში. ის ასევე მოისაზრება, როგორც ბედის ღმერთი. როგორც ომის ღმერთი, მას ხშირად იხმობენ ერის დასაცავად. მისთვის მიძღვნილი ფესტივალები ძირითადად ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციებში ტარდება.
 
ჩინეთში ტაოიზმის მღვდლებს უწოდებენ ტაო-შიჰ და ლაო-ტაო. ზოგი ტაო-შიჰ არ ცხოვრობს ეკლესიაში, რადგან ისინი არიან მოხეტიალე მღდვლები. ისინი, ვინც რჩებიან ეკლესიებში, თავიანთ დროს უთმობენ ლოცვების კითხვასა და წმინდა ქანდაკებებს. მათ ხშირად პატიჟებენ დაკრძალვისას ლოცვების წასაკითხად. ტაოიზმი ზოგ მღვდელს აძლევს დაქორწინებისა და სახლში ცხოვრების უფლებას, ასეთ მღვდლებს ეწოდებათ ჰუო-ჩუ-ტაო. მანჯურიაში ასეთი ძალიან ბევრი მღვდელია. 
 
===== ბუდიზმი =====
ბუდიზმი დღეს უკვე ჩინეთის მშობლიურ რელიგიად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მას შემდეგ რაც ინდოეთიდან ჩინეთში გავრცელდა, თავიდანვე ძალიან ჩაინერგა ჩინელების ცხოვრებაში. ბუდიზმიც ასევე ემიგრანტი ჩინელების მიერ არის გავრცელებული მანჯურიაში. 1942 წლის სტატისტიკის მიხედვით მანჯურიაში დაახლოებით 2 000 ბუდისტური ტაძარი იყო და 4 200 მღვდელ-მონაზონი. ბუდიზმმა ბევრი შეიწოვა  ადგილობრივი რელიგიები და ზოგი ტაოიზმის ღვთაებებიც მიიღო. საუკუნეების მანძილზე ბევრი ბუდისტური სექტა ჩამოყალიბდა, რომელთაგან ბევრი ძალიან განსხვავდება დანარჩენისგან. მხოლოდ მანჯურიაში 30-მდე სექტა დასახელდა 1942 წელს.
 
როგორც მონაზვნებს, ასევე ბერებს დიდი როლი აქვთ ბუდიზმში. ბერებს ეწოდებათ ჰო-შანგ ან სენგ-ჯენ ჩინურად, ხოლო მონაზვნებს - ნი-კუ. მონასტრის წინამძღვარს ეწოდება ფანგ-ჩანგ. ბუდისტების ასოციაციამ მანჯურიაში დააარსა კოლეჯი ახალგაზრდა კაცებისთვის, რომლებმაც შემდგომ უნდა უხელმძღვანელონ სხვადასხვა სექტის ტაძრებს.
 
ვინაიდან ბუდისტური ტაძრები ძირითადად მთებში შენდება, ისინი ასევე ჰოსტელის ფუნქციასაც ასრულებენ, რომელბიც სთავაზობენ საკვებსა და თავშესაფარს მომლოცველებსა და მოხეტიალე მღვდლებს. მოხეტიალე მღვდლებს ამითი უფასოდ შეუძლიათ ისარგებლონ, ხოლო სხვებს საფასურის გადახდა უწევთ. 
 
===== ისლამი =====
ისლამი ჩინეთში ცნობილია როგორც ჰუი-ჩიაო, ხოლო მისი მიმდევრები - ჰუი-ჰუი. ის მანჯურიაში მინგ დინასტიის მმართველობის ბოლო წლებში გავრცელდა, თუმცა არ იყო აღიარებული ჩინგ დინასტიის მმართველობის დაწყებამდე. 17-ე საუკუნის მეორე ნახევრიდან 18-ე საუკუნის ბოლომდე ისლამი ფართოდ გავრცელდა მანჯურიაში. 1942 წლის სტატისტიკის მიხედვით მანჯურიაში დაახლოებით 150 000 მუსლიმია.
 
მეჩეთები მანჯურიაში ბევრ ქალაქში აიგო, რომლებსაც მანჯურიაში ლი-პაი-სსუ ეწოდება. ყველა მეჩეთში არის სამლოცველო დარბაზი, ასევე მათი რეიგიური სერვისი მოიცავს რიტუალებსა და ლოცვების წაკითხვას ყურანიდან. 1942 წელს მანჯურიაში 209-დან 233-მდე მეჩეთი იყო. 
 
===== ლამაიზმი =====
ლამაიზმი არის ბუდიზმის ტიბეტური ფორმა. ლამაიზმი ძირითადად მონღოლებშია გავრცელებული, რომლებმაც ის მანჯურიაშიც გაავრცელეს. ძირითადი ლამაიზმის ტაძრები მანჯურიაში აშენებულია ისეთ ადგილებში, სადაც მანჯურიელები და მონღოლები ცხოვრობენ. 1938 წელს 995 ლამაიზმის ტაძარი იყო მანჯურიაში, ასევე 832 700 მორწმუნე.
 
ლამაიზმი ძირითადად ბუდიზმისგან იმით განსხვავდება, რომ მას აქვს იერარქიული სისტემა.  ლამაიზმის ბევრი სექტიდან, წითელი და ყვითელი სექტაა ყველაზე გავრცელებული, ხოლო მანჯურიაში - ყვითელი სექტა. როგორც ბუდისტები, ისინიც მიდიან მიცვალებულთან სალოცავათ.
ხაზი 124:
შამანიზმის მიმდევრებს სჯერათ, რომ ზებუნებრივ სამყაროსთან კონტაქტს შამანი ახდენს. შამანი არის პიროვნება, ვისაც შეუძლია სურვილისამებრ შეაღწიოს ტრანსში, რის დროსაც კონტაქტი დაამყაროს ზებუნებრივ არსებებთან. იმის მიუხედავად, რომ შამანიზმში შამანი არ ითვლება მღდვლად, არამედ საზოგადოების წევრად, ვინც ასევე რელიგიური სპეციალისტია, მანჯურიაში შამანიზმი უფრო ფორმალური გახდა და შამანები მუდმივ რელიგიურ სპეციალისტებად იქცნენ. ტაოიზმიც და ბუდიზმიც გარკვეულ წილად შამანიზმის გავლენის ქვეშ მოექცნენ მანჯურიაში.
 
შამანიზმს სჯერა, რომ რიგით ადამიანს არ შეუძლია ზებუნებრივ სამყაროსთან კონტაქტი დაამყაროს მედიუმის, შამანის გარეშე. თავდაპირველად მხოლოდ ქალებს შეეძლოთ ყოფილიყვნენ შამანები, თუმცა ახლა შამანები ძირითადად არიან კაცები.
 
ჩინგ დინასტიის დროს ორი ტიპიც მანჯურიელი შამანები არსებობდნენ: ერთი - რომელიც მხოლოდ ოფიციალურ კლასს ემსახურებოდა, მეორე - რომელიც რიგით ხალხს ემსახურებოდა. ხოლო ამ ჯგუფეს შორის განხვავება იყო სიცუალური სტატუსის მიხედვით. თუმცა, ამ ორი სახის შამანების არსებობა შეწყდა, მას შემდეგ, რაც დაარსდა ჩინეთის რესპუბლიკა 1912 წელს.<ref>Tang, P. S. H., & Institute, U. O. W. F. E. A. R. (1956). Religion. ''Regional Handbook Of Northeast China, Compiled By The Far Eastern And Russian Institute Of The University Of Washington''. New Haven, Conn.: Printed by the Human Relations Area Files. Retrieved from <nowiki>http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ag04-018</nowiki></ref>
 
<references />
 
[[კატეგორია:ჩინეთის პროვინციები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მანჯურია“-დან