აბდ-ორ-რაჰმან ჯამი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎top: clean up, replaced: ქონდა → ჰქონდა using AWB
ხაზი 1:
'''აბდ ალ-რაჰმან ნურ ალ-დინ იბნ აჰმად ჯამი''' (დ. [[7 ნოემბერი]] [[1414]], სოფელი ხარგარდი, ქ. ჯამის მახლობლად, [[ხორასანი]], — გ. [[8 ნოემბერი]] [[1492]], [[ჰერათი]]) — სპარსულ-ტაჯიკური პოეზიის კლასიკური პერიოდის უკანასკნელი დიდი წარმომადგენელი, პოეტი, პროზაიკოსი, მეცნიერი. პოეტის ფსევდონიმი მის მშობლიურ მხარეს უკავშირდება (ჯამი ნიშნავს ჯამელს). სწავლა დაიწყო ჰერათში, სადაც დასახლდა მისი ოჯახი. შემდეგ გააგრძელა სამარყანდში, ცნობილ მეცნიერთან [[ყაზი-ზადე|ყაზი-ზადესტან]] ([[ულუღ-ბეგი|ულუღ-ბეგის]] უახლოესი თანამშრომელი). [[თემურიდები|თემურიდთა]] მმართველობის წლებში (განსაკუთრებით [[უსეინ ბაიყარა]]ს დროს) ჰერათი კულტურული და ლიტერეტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. ჯამი აქტიურად ჩაება ამ ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე შეგნებულად თქვა უარი კარის მეხოტბე პოეტის კარიერაზე.
 
განდეგილი, ღარიბულ ქოხში თავშეფარებული მგოსანი ლიტერატურული ინტერესების ცენტრში იმყოფებიდა. წერდა ლირიკულ ლექსებს (ღაზალებს), ფილოსოფიურ კასიდებს, გონებამახვილურ რობაიებსა და ყითას. უახლოესი მეგობრისა და მოწაფის, დიდვეზირ [[ალიშერ ნავოი|ალიშერ ნავოის]] რჩევით მან შეადგინა სამი დივანი: „სიყრმის დასაბამი“, „მძივის შუაგული“, „სიცოცხლის აღსასრული“, რომლებშიც შესულია 2320 ლექსი (16629 ბეითი). მათი უმრავლესობა გამოირჩევა მაღალი პოეტური ოსტატობით, ნატიფი ლირისმით, აზრის სიღრმითა და ორიგინალობით. სუფიურ-მისტიური განწყობის მიღმა ხშირად იჩენს თავს თანადროული ფილოსოფიურ-ზნეობრივი პრობლემები. ჯამი ეკუთვნოდა [[ნაყშბანდიეს სუფიურ ორდენი|ნაყშბანდიეს სუფიურ ორდენს]], რომლის ძირიტადი ლოზუნგი იყო „განმარტოება საზოგადოებაში, მოგზაურობა სამშობლოში, გარეგნულად ხალხთან, შინაგანად ღმერთთან“. ჯამის დიდ ჰუმანიზმს, მტკიცე კავშირს ხალხთან, ხშირად მის ურარიბეს ფენებტან, ადასტურებს როგორც მისი ბიოგრაფია, ისე პოეტური შემოქმედება.
 
1472 წელს ჯამიმ ხანგრძლივად იმოგზაურა [[მექა|მექაში]]. გარდა ლირიკული ლექსებისა, იგი უხვად ქმნიდა ფილოსოფიურ, პოეტიკურ, მუსიკალურ და რელიგიურ ტრაქტატებს. მიმოწერა ქონდაჰქონდა მრავალ გამოჩენილ პირთან ახლო და შორეული აღმოსავლეთის სხვადასხვა პუნქტში. მისი მემკვიდრეობა 50-ზე მეტი თხზულებისგან შედგება, მაგრამ ჯამის შემოქმედების გვირგვინი მაინც არის ეპოსი - შვიდი ვრცელი პოემა, გაერთიანებული „ჰაფთ ავრანგის“ („შვიდი ტახტი ანუ შვიდი თანავარსკვლავედი“) სახელწოდებით. ამით ჯამიმ გააგრძელა ნიზამი განჯევის „ხუთეულის“ ტრადიცია და დაუმატა მას 2 მასნავი. ეს პოემებია: 1) დიდაქტიკურ-ფილოსოფიური ხასიათის „ოქროს ძეწკვი“, რომელშიც განხილულია სოფიური მოძღვრების საკითხები, ჩართულია საილუსტრაციო არაკები; 2) „სალამან და აბსალი“. მისტიკურ-ალეგორიული რომანტიული პოემა, რომელშიც სალამანისა და აბსალის სამიჯნურო თავგადასავალი გულისხმობს სულისა და ხორცის ურთიერთობას (ეს ორი პოემა დაემატა „ხამსეს“); 3) „მორწმუნეთა საჩუქარი“, 4) „წმინდანთა კრიალოსანი“, 5) ‘იოსებ და ზელიხა“, 6) „ლეილი და მაჯნუნი“, 7) „ისქანდერის სიბრძნის წიგნი“. სულ „შვიდეული“ მოიცავს 20755 ბეითს.
 
ჯამიმ ახლებურად გაიაზრა ტრადიციული სიუჟეტები, ამასთან გააცოცხლა მივიწყებული თემები (სალამან და აბსალი, იოსებ და ზელიხა) და ახლებური სული შთაბერა მათ. შემდგომში ჯამის ვერსიები მრავალჯერ ქცეულა მიბაძვის საგნად. ჯამის პროზაულ თხზულებათაგან აღსანიშნავია სუფიური ტრაქტატი „მეგობრობის სუნთქვა“, რომელშიც წარმოდგენილია 616 სუფი შეიხის ბიოგრაფია. აგრეთვე ტრაქტატები პოეტიკის, რითმის, მუსიკის შესახებ. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დაწერილი დიდაქტიკური ძეგლი „ბეჰარესთანი“ („გაზაფხულის ბაღი“).საიდის „გოლესთანის“ მიბაძვით შექმნილი არაკების კრებული. ჯამის თხზულებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე, მათ შორის ქართულადაც. საიუბილეო დღეებში (1964 წ) ქართველმა ირანისტებმა ჯამის მიუძღვნეს საგანგებო კრებული.