ბამაკო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 55:
== კლიმატი ==
ბამაკოსათვის დამახასიათებელია [[საჰელი]]ს სამხრეთისთვის ტიპიური [[კლიმატი]]. მას აქვს [[სუბეკვატორული სარტყელი]]ს ნიშნები, მაგრამ ხასიათდება, როგორც [[ტროპიკული სარტყლები|ტროპიკული]] და საკმაოდ ცხელი, ჰაერის საშუალო ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში არ ეცემა 25 °С-ზე დაბლა. ყველაზე უფრო ცხელი თვეებია — [[მარტი]], [[აპრილი]] და [[მაისი]], როდესაც ტემპერატურის საშუალო მაქსიმუმი აღწევს 38-39 °С. ყველაზე უფრო ცივი თვეებია — [[ნოემბერი]], [[დეკემბერი]] და [[თებერვალი]]. ნალექების რაოდენობის საშუალო წლიური დონე შეადგენს 880 მმ-ს და ნალექების ეს რაოდენობა თითქმის მთლიანად მოდის მაისიდან ოქტომბრამდე მონაკვეთში. დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით პერიოდში ნალექი საერთოდ არ მოდის.
 
== დემოგრაფია ==
ქალაქი დიდი ხნის განმავლობაში განიცდის [[დემოგრაფია|დემოგრაფიულ]] ''ბუმს'': 2,5 ათასი მაცხოვრებელი 1884 წელს; 8 ათასი 1908 წელს; 37 ათასი 1945 წელს; დაახლოებით 100 ათასი 1960 წელს ([[მალი]]ს დამოუკიდებლობის მოპოვების წელი). ამ დროიდან ქალაქი აგრძელებს სოფლის მოსახლეობის მოზიდვას, რომლებიც დედაქალაქში მიემართებიან სამუშაოს მოსაძებნად. მოსახლეობის რაოდენობის ასეთი არაკონტროლირებადი ზრდა პროვოცირებას ახდენს ქალაქის [[ეკოლოგია|ეკოლოგიის]], კანალიზაციის, ავტოგზებზე საცობების, სასმელი წყლის და სხვა სერიოზულ პრობლემებზე.
 
[[დაკარი]]დან და [[აბიჯანი]]დან ათასი კმ-ის ან [[გვინეა|გვინეის]] [[სახელმწიფო საზღვარი|სახელმწიფო საზღვრიდან]] 400 კმ-ის სიშორეზე მდებარე ქალაქი ბამაკო ბოლო წლებში გახდა [[დასავლეთი აფრიკა|დასავლეთი აფრიკის]] ''გზაჯვარედინი''. ქალაქში ცხოვრობს მრავალფეროვანი ეთნიკური ჯგუფები, როგორც თვითონ მალიდან, ასევე მიმდებარე სახელმწიფოებიდან.
 
== ადმინისტრაციული დაყოფა ==
ადმინისტრაციული თვალსაზრისით ქალაქი დაყოფილია 6 კომუნად:
{| class="wikitable"
! კომუნა || მოსახლეობა,<ref>{{cite web|url=http://instat.gov.ml/documentation/bamako.pdf|lingua=fr|formato=pdf|title=Результаты переписи населения 2009 года (INSTAT-Institut National de la Statistique)|accesso=14 aprile 2010|formato=pdf|archiveurl=http://www.webcitation.org/6GZlZ5UN8|archivedate=2013-05-13}}</ref><br />ად. (2009) || ფართობი,<br />კმ²
|-
| კომუნა I || 335 407 || 35,0
|-
| კომუნა II || 159 805 || 18,3
|-
| კომუნა III || 128 872 || 20,7
|-
| კომუნა IV || 300 085 || 42,0
|-
| კომუნა V || 414 668 || 42,0
|-
| კომუნა VI || 470 269 || 87,0
|-
| სულ || 1 809 106 || 245,0
|}
 
== ტრანსპორტი ==
[[რკინიგზა|სარკინიგზო]] ხაზი დაკარი-ბამაკო დედაქალაქს ქვეყნის დასავლეთში მდებარე ქალაქ [[კაესი]]ს გავლით აკავშირებს [[სენეგალი]]ს დედაქალაქ [[დაკარი|დაკართან]]. ფუნქციონირებს საავტომობილო კავშირი ქვეყნის ისეთ მსხვილ ქალაქებთან, როგორებიცაა [[კულიკორო]], კატი, [[სეგუ]], [[სიკასო]] და სხვა.
 
1974 წელს გახსნილი ბამაკოს აეროპორტი (''Bamako-Sénou International Airport'') მდებარეობს დედაქალაქიდან 15 კმ-ში. ხელისუფლების მონაცემებით 2005 წლისთვის [[აეროპორტი]]ს ტრაფიკმა შეადგინა 516 000 ადამიანი. ასევე განსაკუთრებული სატრანსპორტო მნიშვნელობა აქვს მდინარე ნიგერს. ქალაქი მდებარეობს მდინარის ორივე სანაპიროზე, რომლებიც ერთმანეთთან შეერთებულია სამი [[ხიდი]]თ (პირველი აშენდა 1960 წელს, მეორე — 1992 წელს, მესამე 2011 წელს).
 
== დამეგობრებული ქალაქები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბამაკო“-დან