მატერიალიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''მატერიალიზმი''' (ლათ. მატერიალის „საგნობრივი, ნივთიერი“) — [[ფილოსოფია|ფილოსოფიის]] ერთ–ერთი მთავარი მიმართულება, რომელიც ამტკიცებს, რომ პირველადია [[მატერია]], რეალური სამყარო, მეორადი კი — გონი, შემეცნება. ყოფიერებისა და ცნობიერების ურთიერთობაში დიამეტრალურად საწინააღმდეგო აზრისაა [[იდეალიზმი]], რომელიც სულის (შემცნების, გონების) პირველადობას ქადაგებს. მატერიალიზმი ამტკიცებს, რომ სამყარო არავის შეუქმნია, არსებობდა მარად და ყველგან, დროსა და სივრცეში. ამით მატერიალიზმი უპირისპირდება [[რელიგია|რელიგიას]], რომლის მოძღვრებითაც ყოველი არსი [[ღმერთი|ღმერთმა]] შექმნა. მატერიალიზმმა საუკუნეების განმავლობაში გაიარა განვითარების მრავალი საფეხური ([[ჰერაკლიტე]], [[თალესი]], [[ანაქსიმენე]], [[ანაქსაგორე]], [[დემოკრიტე]], [[ეპიკურე]], [[ლუკრეციუსი]] — ანტიკურ ფილოსოფიაში, [[ბეკონი, ფრენსის|ფრენსის ბეკონი]], [[ტომას ჰობზი|ჰობზი]], ტოლანდი, [[ბარუხ სპინოზა|სპინოზა]], [[დენი დიდრო|დიდრო]], ჰოლბახი, ჰელვეციუსი, ფოიერბახი).
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მატერიალიზმი“-დან