ოთხმოცი დღე დედამიწის გარშემო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 12:
|ქართულად თარგმნა=
}}
'''„80 დღე დედამიწის გარშემო“''' ({{lang-fr|Le tour du monde en quatre-vingts jours}}) - [[ფრანგები|ფრანგი]] მწერლის [[ჟიულ ვერნი]]ს [[სათავგადასავლო რომანი]]. წიგნი პირველად გამოიცა [[1873]] წელს. რომანში აღწერილია მისტერ ფოგის, მისი [[ფრანგები|ფრანგი]] მსახურის პასპარტუსა და მათი მეგობრების მოგზაურობა [[დედამიწა|დედამიწის]] ირგვლივ 80 დღეში.
 
==სიუჟეტი ==
 
ისტორია იწყება [[ლონდონი|ლონდონში]], [[1872]] წლის [[2 ოქტომბერი|2 ოქტომბერს]]. ფილეას ფოგი, ერთ–ერთი მთავარი პერსონაჟი, მდიდარი [[ინგლისელები|ინგლისელი]], უცოლო, ცხოვრობს ბერლინგტონ გარდენში, სევილ–როუს შვიდ ნომერში ერთ მყუდრო და კომფორტულ სახლში. ამ დღეს მას მსახურად დაუდგება ვინმე ჟან პასპარტუ, ეროვნებით [[ფრანგები|ფრანგი]]. მისტერ ფოგი, როგორც ნაწარმოებიდან ვიგებთ საკმაოდ მშვიდი, ფლეგმატური და აუღელვებელი ადამიანია. ამავე დღეს იგი სანაძლეოს დადებს რეფორმ კლუბის პატივცემულ ჯენტლმენებთან, რომ შეძლებს და შემოუვლის დედამიწას 80 დღეში. მისტერ ფოგი, თავადაც ამ კლუბის წევრია, დავა კი გამოწვეულია სტატიით „[[დეილი ტელეგრაფი|The Daily Telegraph]]”-დან, სადაც მოთხრობილია [[ინდოეთი|ინდოეთში]] [[რკინიგზა|სარკინიგზო]]. მისტერ ფოგი სასწორზე დიდძალ თანხას დებს და იმავე დღეს გაუდგება გზას. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ერთი ამბავი, რომელიც ლონდონში საყოველთაო განსჯის საგანი გახდა.
 
Line 21 ⟶ 22:
მთელი ეს მოგზაურობა სავსეა მოულოდნელობებითა და ხიფათით, რასაც ჩვენი გმირები მედგრად ხვდებიან. მისტერ ფოგისა და მისი მსახურის თავგანწირვით, სიმამაცითა და ერთმანეთისადმი ერთგულებით ისინი ყველაფერს გადალახავენ და მიაღწევენ მიზანს.
მისტერ ფოგის თვისებებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მოგზაურობის წარმატებაში.ფოგი უაღრესად დისციპლინირებული, აუღელვებელი და ფიზიკურად კარგად ნაწრთობი [[ადამიანი|ადამიანია]]. დროს უაზროდ არ ხარჯავს და [[ფული|ფულის]] ყადრი ხომ შესანიშნავად იცის. კარგი მეგობარია, გაჭირვებულებს ეხმარება და უაღრესად მიზანდასახული პიროვნებაა.
 
მრავალი დადებითი ფიზიკური და მორალური თვისებების მქონეა მისი მსახური პასპარტუ. მართალია იგი ფიცხი ადამიანია, მაგრამ კარგად აქვს გამჯდარი მოვალეობის, მეგობრობის და ერთგულების გრძნობა.
 
გამარჯვების შემტხვევაში მისტერ ფოგს დიდძალი ფული დარჩება. მკითხველმა შეიძლება იფიქროს, რომ ყველაფერი ფულის გულისათვის გაკეთდა, მაგრამ ბოლოს ვხედავთ, რომ ფული ფაქტობრივად მოგზაურობის წარმატებით დასრულებას მოხმარდა.
[[რომანი (პროზა)|რომანის]] ერთ–ერთი მოქმედი პერსონაჟია პოლიციის აგენტი ფიქსი, რომელიც შეცდომით მიიტანს ეჭვს მისტერ ფოგზე და მას უარმავ დაბრკოლებას შეუქმნის მოგზაურობისას.
 
<gallery>
File:'Around the World in Eighty Days' by Neuville and Benett 06.jpg|ფოგი და მისი პარტნიორები ვისტში