უილიამ უილბერფორსი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
უილბერფორსი დარწმუნებული იყო, რომ რელიგია, მორალი და განათლება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იგი იცავდა საფუძვლებსა და კამპანიებს, როგორიც იყო ნაკლის აღმოფხვრისთვის მებრძოლი საზოგადოება, ბრიტანეთის მისიონებული მუშაობა ინდოეთში, სიერა ლეონეში თავისუფალი კოლონიის შექმნა, საეკლესიო მისიების საზოგადოების დაარსება და ცხოველებადმი სისასტიკის პრევენციის საზოდაგოება. მისმა ძირითადმა კონსერვატიზმმა მხარი დაუჭირა პოლიტიკურად და სოციალურად სადავო კანონმდებლობას, და შედეგად გააკრიტიკა მისი საზღვარგარეთ გამართული მონების ვაჭრობის წინააღმდეგ კამპანიების დროს საკუთარ სახლში წარმოქმნილი უსამართლობების იგნორირება.
 
ბოლო წლებში, უილბერფორსი მხარს უჭერდა მონობის სრული გაუქმების კამპანიებს და აგრძელებდა ამ საქმეში ჩართულობას [[1826]] წლის შემდეგ, როდესაც მან დატოვა პარლამენტი სუსტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. სწორედ ამ კამპანიამ გამოიწვია მონობის გაუქმების შესახებ კანონის შემოღება [[1833]] წელს, რომელმაც გააუქმა მონობა ბრიტანეთის იმპერიის უმეტეს ნაწილში. უილბერფორსი გარდაიცვალა მხოლოდ სამი დღის შემდეგ, რაც მოისმინა, რომ ამ კანონის მიღება პარლამენტის მეშვეობით გარანტირებული იყო. უილიამი დაკრძალეს ვესტმინსტერის სააბატოში, თავის მეგობარ უილიამ პიტთან ახლოს.