უილიამ უილბერფორსი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
უილიამ უილბერფორსი (დ. [[24 აგვისტო]], [[1759]] – გ. [[29 ივლისი]], [[1833]]) — ინგლისელი პოლიტიკოსი, ფუმანისტი და მონათა ვაჭრობის წინააღმდეგ მოძრაობის ლიდერი. ჰალიში, იორკშირი მცოვრებმა უილიამმა [[1780]] წელს დაიწო პოლიტიკური კარიერა, საბოლოოდ კი გახდა იორკშირის პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ([[1784]]–[[1812]]). [[1785]] წელს იგი ევანგელურ ქრისტიანად იქცა, რამაც გამოიწვია მისი ცხოვრების სტილში სერიოზული ცვლილებები და სამუდამო კავშირი რეფორმებთან.
 
[[1787]] წელს იგი დაუკავშირდა თომას კლარკსონს და მონათა ვაჭრობის წინააღმდეგ აქტივისტების ჯგუფს, მათ შორის გრანვილე შარპს, ჰანა მორს და ჩარლზ მიდლტონს. მათ დაარწმუნეს უიბერფორსი საკუთარ თავზე აეღო გაუქმების ვალდებულება და იგი მალევე გახდა ერთ-ერთი წამყვანი ინგლისელი აბოლიციონისტი. ის ოცი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საპარლამენტო კამპანიას ბრიტანეთის მონათა ვაჭრობის წინააღმდეგ, სანამ [[1807]] წელს არ მიიღეს მონათა ვაჭრობის შეწყვეტის კანონი.