ელიზაბეტ ფრიმენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 136:
 
ბრომისა და ბეტის საქმე ეშლის წინააღმდეგ [[1781]] წლის აგვისტოში საზოგადოების თხოვნით დიდ ბარინგტონში საოლქო სასამართლოს წინაშე განიხილებოდა.<ref>{{cite web |url= http://www.mass.gov/courts/sjc/constitution-slavery-d.html |title=Massachusetts Constitution, Judicial Review, and Slavery – The Mum Bett Case |work=mass.gov |year=2011 |accessdate=July 4, 2011}}</ref> სედუიკი და რევე ამტკიცებდნენ, რომ კონსტიტუციური დებულება „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი“ რეალურად აუქმებდა მონობას შტატში. როდესაც ნაფიცმა მსაჯულებმა ბეტის სასარგებლოდ გამოიტანეს განაჩენი, ის გახდა პირველი აფრო-ამერიკელი ქალბატონი, რომელიც მასაჩუსეტსის სახელმწიფო კონსტიტუციით გათავისუფლდა.
 
ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ ბეტმა მიიღო სახელი ელიზაბეტ ფრიმენი. მიუხედავად ამისა ეშლიმ სთხოვა მას დაბრუნებულიყო მათ სახლში, ისევ ემუშავა რის საფასურადაც მიიღებდა ხელფასს, მაგრამ მან ადვოკატ სედუიკის სახლში არჩია მუშაობა. იგი სედუიკის ოჯახისთვის [[1808]] წლამდე მუშაობდა, როგორც უფროსი მსახური და სედუიკის შვილების აღმზრდელი, რომლებიც მას „მამბეტს“ უძახდნენ. სედუიკის შვილი კეტრინ სედუიკი გახდა ცნობილი ავტორი, რომელმაც დაწერა ნაშრომი ელიზაბეტის აღმზრდელად ყოფნის წლების შესახებ. სედუიკის სახლში ასევე მუშაობდა აგრიპა ჰული, თავისუფალი შავკანიანი კაცი, რომელიც რევოლუციური ომის დროს მრავალი წლის განმავლობაში მსახურობდა არმიაში.<ref>[http://www.blackpast.org/?q=perspectives/agrippa-hull-revolutionary-patriot Gary B. Nash, "Agrippa Hull" revolutionary patriot"], Black Past, 2008, accessed 12 March 2012</ref>
 
მას შემდეგ რაც ფრიმენმა თავისუფლება მოიპოვა, ის გახდა ფართოდ აღიარებული, ხოლო მისი ცოდნა, როგორც მკურნალის, ბებიაქალისა და ექთნის საკმაოდ მოთხოვნადი. როდესაც სედუიკის შვილები გაიზარდნენ, ფრიმენმა და მისმა ქალიშვილმა იყიდეს საკუთარი სახლი სტოკბრიჯში და იქ დასახლდნენ.
 
==გარდაცვალება==
 
==სქოლიო==