ყვარყვარე II: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 23:
|შვილები = [[ქაიხოსრო I]], [[მზეჭაბუკ ათაბაგი]], [[ბაადურ ჯაყელი|ბაადური]]
|დინასტია = [[ჯაყელები]]
|მამა = [[ბექაივანე II]]
|დედა =
}}
 
'''ყვარყვარე II ''ჯაყელი''''' (დ. [[1416]] – გ. [[1498]]) — [[სამცხე-საათაბაგო]]ს [[ათაბაგი]] ([[1451]]-[[1498]]), [[ბექაივანე II]]-ის ძე. იბრძოდა ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ, აღვივებდა ძმათაშორის მტრობას. სცადა ჩამოეშორებინა მესხეთის ეკლესია საქართველოს საკათოლიკოსოსაგან, მაგრამ ვერ შეძლო. ყვარყვარე II დამოუკიდებლად ამყარებდა ურთიერთობას უცხო ქვეყნებთან.
 
XV საუკუნის 50-იან წლების ბოლოს სხვა ქართველ მეფე-მთავრებთან ერთად აქტიურად იღვწოდა თურქთა წინააღმდეგ კოალიციური ლაშქრობის მოსაწყობად. ამ ცდის ჩაშლის შემდეგ საქართველოში შინაფეოდალური ომები გაჩაღდა. [[1465]] ყვარყვარე II თავს დაესხა განდგომილი მთავრის დასამორჩილებლად თავფარავანზე დაბანაკებულ საქართველოს მეფეს [[გიორგი VIII | გიორგი VIII-ს]] და დაატყვევა. ამ ბრძოლას მოჰყვა[[ ბაგრატ VI | ბაგრატ VI-ის]] გამეფება ქართლ-იმერეთში და [[გიორგი VIII | გიორგი VIII-ისა]] კახეთში. [[1479]] ყვარყვარე II წარმატებით შეებრძოლა შემოჭრილ თურქებს,[[ 1491]] საპასუხო შეტევაზე გადავიდა, ქ. არზრუმი აიღო და მოხარკედ გაიხადა. მეუღლესთან ერთად დაკრძალულია [[ვარძია|ვარძიის]] ანანაურის ეკლესიის ჩრდილოეთის კედლის ნიშაში მოწყობილ საძვალეში.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|10|638|ლომსაძე შ.}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ყვარყვარე_II“-დან