იმერეთის დაბლობი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''იმერეთის დაბლობი''', კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთი ნაწილი, ...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''იმერეთის დაბლობი''', [[კოლხეთის დაბლობი]]ს აღმოსავლეთი ნაწილი, [[მდინარე]] [[ცხენისწყალი (მდინარე)|ცხენისწყლის]] 65 კმ, მაქსიმალური სიგანე 35 კმ. [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 15-150 მ. ოდნავ დახრილი აკუმულაციური [[ვაკე (იმერეთის დაბლობი)|ვაკეა]]. აგებული მეოთხეული ალუვიური ნაფენებით. იმერეთის დაბლობზე ზღვის ნოტიო სუბტროპიკული [[ჰავა]]ა, იცის რბილი, თბილი [[ზამთარი]] და ცხელი [[ზაფხული]]. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 11,5-14,6°C-ია, აბსოლუტური მინიმალური - 17-20°C, აბსოლუტური მაქსიმალური 38-42°C. ნალექები 1300-1800 [[მმ]] წელიწადში. დაბლობის ძირითად ნაწილში ნოტიო სუბტროპიკული ვაკე-დაბლობის ლანდშაფტია კოლხური მცენარეულობით და ალუვიური და ეწერი ნიადაგებით. მცირე ფართობი უჭირავს მუხნარიან და ეწერ ნიადაგებიან ვაკე-დაბლობს, აგრეთვე ჭალებს, სადაც კოლხური მდელო-ტყის მცენარეულობა და ალუვიური ნიადაგებია.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე}}
* ''მარუაშვილი ლ.'', ქსე, ტ. 5, გვ. 113, თბ., 1980