სეფი I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 34:
[[აბას I]]-ის ანდერძის მიხედვით მისი ტახტზე ასვლა [[ხოსრო მირზა]]მ უზრუნველყო. შაჰ სეფიმ [[შაჰი]]ს ტიტულის მიღებისთანავე მოიშორა ყველა, ვისაც კი შეეძლო მისთვის ძალაუფლება წაერთმია, სეფიანთა ყველა უფლისწული და ასევე, პოლიტიკური ფიგურები. [[1633]] წელს მისი ბრძანებით, ღალატის ბრალდებით, სიკვდილით დასაჯეს [[იმამყული-ხანი]] და უნდილაძეთა ოჯახის სხვა წარმომადგენლები. ის ნაკლებ ყურადღებას აქცევდა მთავრობასა და ბიზნესს. არ ჰქონდა ინტელექტუალური ინტერესები. არ იცოდა წერა-კითხა სწორად. იგი საკუთარ დროს ძირითადად ღვინის სმაში ხარჯავდა და გახდა დამოკიდებული თამბაქოზე (როგორც მისი ბაბუა). მისი მმართველობის პერიოდში უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ფიგურა იყო დიდი ვეზირი [[მირზა მუჰამად სარუ თაქი]], რომელიც ამ თანამდებობაზე სეფიმ [[1634]] წელს დანიშნა.
 
ირანის მტრებმა მალევე ისარგებლეს სეფის სისუსტით. მიუხედავად იმისა, რომ ოსმალეთმა იწვნია დამამცირებელი მარცხი [[ირან-ოსმალეთის მეოთხე ომი|ირან-ოსმალეთის 1623-1639 წლებში მიმდინარე ომის]] დასაწყისში, შაჰ აბასის დროს, შაჰ სეფის ტახტზე ასვლიდან ერთი წლის შემდეგ, მათ განაახლეს ომი ირანთან და [[1634]]-[[1635]] წელს, უკვეწლებში ეკავათდაიკავეს [[ერევანი]], [[ჰამადანი]] და [[თავრიზი]]. [[1638]] წელს ოსმალეთის არმიამ [[მურად IV]]-ის მეთაურობით აიღო [[ბაღდადი]]. ბაღდადის აღებამ ირანი აიძულა ეთხოვა ზავი და [[1639]] წელს დაიდო [[ზუჰაბის ხელშეკრულება]], რომლის მიხედვითაც აბას I-ის მიერ დაკავებული ტერიტორიები კვლავ ოსმალეთის იმპერიის ხელში გადავიდა. ამავე პერიოდში, [[დიდ მოგოლთა იმპერია]]მ იმპერატორ [[შაჰ-ჯაჰანი]]ს სარდლობით [[1635]] წელს დაიპყრო სპარსელების ხელში მყოფი [[ავღანეთი]]ს ნაწილი ციხე-ქალაქ [[ყანდაჰარი|ყანდაარითურთ]].
 
შაჰ სეფი გარდაიცვალა [[1642]] წლის 12 მაისს. გარდაცვალების მიზეზად სახელდება ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება. მის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი უფროსი ვაჟი [[აბას II]]. სეფის დანარჩენი 4 ვაჟი დააბრმავეს და ჰარამხანაში გამოკეტეს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სეფი_I“-დან