თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
|შენიშვნა=
}}
[[File:Timur orders campaign against Georgia.jpg|მინი|მარცხნივ|„თემური ბრძანებს საქართველოს წინააღმდეგ ლაშქრობას“. „ზაფარნამეს“ ილუსტრაცია, 1595-1600]]
'''თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში''' – [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]], [[ირანი]]ს და სხვა მომიჯნავე ქვეყნების დაპყრობის დროს [[თემურლენგი|თემურლენგს]] შეტაკება უხდებოდა [[ოქროს ურდო]]სთან. [[1385]] ოქროს ურდოს ხანი [[თოხთამიში]] ამიერკავკასიის ქვეყნებზე გავლით ჩრდილოეთ ირანს შეესია. ამის საპასუხოდ თემურლენგიც მრავალრიცხვოვანი ჯარით ირანისაკენ დაიძრა, საიდანაც [[1386]] შემოდგომაზე სამცხის მხრიდან საქართველოში შემოიჭრა. [[ბაგრატ V (საქართველოს მეფე)|ბაგრატ V]]-მ, რომელიც თბილისში იყო გამაგრებული, სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია მტერს, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა ტყვედ დანებებოდა. თემურლენგმა მას რჯულის გამოცვლა შესთავაზა ტახტის დაბრუნების საწინდრად, რაზეც საქართველოს მეფემ უარი განაცხადა, მაგრამ, როდესაც დარწმუნდა, რომ მტრის ხელიდან თავდახსნის სხვა გზა აღარ იყო, დათანხმდა. თემურლენგმა მას ტახტი დაუმტკიცა და 12-ათასიანი მხედრობით საქართველოში გამოისტუმრა. ბაგრატმა ამის შესახებ გზიდან საიდუმლოდ აცნობა თავის შვილს გიორგის, რომელმაც გაჟლიტა მტრის ჯარი და მეფე დაიხსნა.
 
[[1394]] თემურლენგი ორჯერ შემოესია საქართველოს. [[თემურლენგის მესამე ლაშქრობა|პირველად]] [[სამცხე-საათაბაგო|სამცხე-საათაბაგოს]] დაესხა თავს, [[თემურლენგის მეოთხე ლაშქრობა|მეორედ]] - [[არაგვის ხეობა|არაგვის ხეობას]]. ამჯერადაც თოხთამიშის გამოჩენებამ გააბრუნა იგი საქართველოდან. [[1399]] მიწურულს თემურლენგი მეხუთედ მოვიდა ამიერკავკასიაში და გამოსაზამთრებლად დაბანაკდა [[ყარაბაღი|ყარაბაღში]], საიდანაც რჩეული მხედრობით პირადად ილაშქრა ჰერეთ-კახეთში, საშინლად ააოხრა და გაძარცვა ეს მხარე.
 
[[File:Timur orders campaign against Georgia.jpg|მინი|მარცხნივ|„თემური ბრძანებს საქართველოს წინააღმდეგ ლაშქრობას“. „ზაფარნამეს“ ილუსტრაცია, 1595-1600]]
[[1400]] გაზაფხულზე თემურლენგი უზარმაზარი ლაშქრით [[თემურლენგის მეექვსე ლაშქრობა საქართველოში|მეექვსედ]] შემოიჭრა საქართველოში. გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს მთელი მოსახლეობის გათათრება ან პირწმინდად გაჟლეტა. ქართველები [[გიორგი VII, ბაგრატ V-ის ძე|გიორგი VII-ის]] მეთაურობით მამაცურად შეებრძოლნენ მტერს მდ. საგიმის პირას, ქვემო ქართლში, მაგრამ იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. თემურლენგი კვალდაკვალ დაედევნა მათ, სასტიკად მოაოხრა ქვემო ქართლი, თბილისი, მუხრანის ველის მიდამოები, ქსნისა და ლეხურის ხეობები და გარს შემოერტყა [[გორის ციხე|გორის ციხეს]], სადაც გიორგი VII იყო გამაგრებული. გიორგიმ გაარღვია მტრის ალყა და გამაგრდა [[ძამის ციხე|ძამის ციხეში]], სადაც შვიდი დღე-ღამის განმავლობაში მამაცურად იგერიებდა მტრის გააფთრებულ იერიშებს. ძამის ციხის დაცემის შემდეგ საქართველოს მეფე გამაგრდა სავანეთის ციხეში. მტერმა ეს ციხეც აიღო. გიორგი VII გადავიდა დასავლეთ საქართველოში. თემურლენგმა ვერ გაბედა ტყიანსა და უგზო ქვეყანაში მეფის დადევნება და ჯავრი სამცხეზე იყარა. შემდეგ გადავიდა თრიალეთში, იქიდან თეძმის ხეობით - მცხეთაში და დალაშქრეს არაგვის ხეობა, შემდეგ ააოხრა [[ტაო]]. ლაშქრობა გაგრძელდა მთელ გაზაფხულ-ზაფხულს. მტერმა მოაოხრა მთელი აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო, დალეწა ციხე-კოშკები, გაძარცვა და დაანგრია ეკლესია-მონასტრები, გაკაფა ბაღ-ვენახები, დაწვა და გაანადგურა სოფლები და დაბა-ქალაქები, გაჟლიტა უამრავი ხალხი. ამ ლაშქრობიდან თემურლენგმა 60 ათასზე მეტი ტყვე წაიყვანა.