თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
|შენიშვნა=
}}
[[File:Timur orders campaign against Georgia.jpg|მინი|მარცხნივ|„თემური ბრძანებს საქართველოს წინააღმდეგ ლაშქრობას“. „ზაფარნამეს“ ილუსტრაცია, 1595-1600]]
'''თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში''' – [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]], [[ირანი]]ს და სხვა მომიჯნავე ქვეყნების დაპყრობის დროს [[თემურლენგი|თემურლენგს]] შეტაკება უხდებოდა [[ოქროს ურდო]]სთან. [[1385]] ოქროს ურდოს ხანი [[თოხთამიში]] ამიერკავკასიის ქვეყნებზე გავლით ჩრდილოეთ ირანს შეესია. ამის საპასუხოდ თემურლენგიც მრავალრიცხვოვანი ჯარით ირანისაკენ დაიძრა, საიდანაც [[1386]] შემოდგომაზე სამცხის მხრიდან საქართველოში შემოიჭრა. [[ბაგრატ V (საქართველოს მეფე)|ბაგრატ V]]-მ, რომელიც თბილისში იყო გამაგრებული, სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია მტერს, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა ტყვედ დანებებოდა. თემურლენგმა მას რჯულის გამოცვლა შესთავაზა ტახტის დაბრუნების საწინდრად, რაზეც საქართველოს მეფემ უარი განაცხადა, მაგრამ, როდესაც დარწმუნდა, რომ მტრის ხელიდან თავდახსნის სხვა გზა აღარ იყო, დათანხმდა. თემურლენგმა მას ტახტი დაუმტკიცა და 12-ათასიანი მხედრობით საქართველოში გამოისტუმრა. ბაგრატმა ამის შესახებ გზიდან საიდუმლოდ აცნობა თავის შვილს გიორგის, რომელმაც გაჟლიტა მტრის ჯარი და მეფე დაიხსნა.