დავით VII ულუ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
თარგი
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება*|დავით}}
{|border=0 cellpadding=10 width=100%
|- bgcolor=whitesmoke
|<small>საკუთარ სახელს "''' დავით'''" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: [[დავით]]
|}</small>
 
'''დავით VII''' ''ულუ'' († [[1270]]), საქართველოს მეფე [[1247]]-70, [[გიორგი IV ლაშა|გიორგი IV ლაშას]] უკანონო შვილი. დაახლოებით [[1236]] ([[1237]]) [[რუსუდანი|რუსუდან]] მეფემ ტახტის შესაძლებელი პრეტენდენტის თავიდან მოცილების მიზნით იგი თავის სიძესთან (რუსუდანის ასულის თამარის ქმართან), რუმის სულთან ყიას ად-დინ ქეი ხუსრევ II-თან გაგზვნა. სულთანმა ბორკილგაყრილი დავით გიორგის ძე ციხეში დაამწყვდია. განთავისუფლდა მონღოლთა მიერ ყიას ად-დინის დამარცხების შემდეგ (დაახლოებით [[1242]] (1243)). უმეფობის ხანაში ქართველ დიდებულთა მრავალრიცხოვანმა ჯგუფმა ტახტის მემკვიდრედ დავით გირგის ძე წამოაყენა, რადგან დავით რუსუდანის ძე ცოცხალი აღარ ეგულებოდათ. მონღოლთა ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით დაახლოებით [[1245]] (1246) ტახტის ახალი კანდიდატი რუმის სასულთნოდან საქართველოში ჩამოიყვანეს და ყაენთან გაგზავნეს. [[1246]] [[ყარაყორუმი|ყარაყორუმში]] ჩასულ დავით გიორგის ძეს იქ დახვდა დავით რუსუდანის ძე. ამრიგად ყაენის კარზე ერთდროულად საქართველოს სამეფო ტახტის ორი პრეტენდენტი (მამიდაშვილ-ბიძაშვილი) აღმოჩნდა და შესაბამისად ქართველ დიდმოხელე ფეოდალთა ორი დაჯგუფებაც შეიქმნა. დავით გიორგის ძის მომხრეებმა იცოდნენ, რომ ქართული სახელმწიფო სამართლის ძალით ვერ გაიმარჯვებდნენ (ქართული სამართალი უკანონო შვილის უფლებებს არ ცნობდა) და ამიტომ ყაენს სთხოვეს ეს საკითხი მონღოლთა სამართლის მიხედვით გადაეწყვიტა (მონღოლთა სამართალი არ განარჩევდა კანონიერ და უკანონო შვილებს და უპირატესობას უფროს შვილს ანიჭებდა). [[1247]] [[გუიუქ-ყაენი|გუიუქ-ყაენმა]] ორივე დავითი მეფე დაამტკიცა: დავით გიორგის ძე უფროსს (მონღოლურად "[[ულუ]]"), ხოლო დავით რუსუდანის ძე - უმცროს (მონღოლურად "[[ნარინი]]") მეფედ. [[1248]] (1249) დავით VII [[დავით VI|დავით VI-თან]] ერთად თბილისში დაბრუნდა. ორივე მეფე 1259-მდე თანხმობით განაგებდა ქვეყანას.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დავით_VII_ულუ“-დან