ბაღდადის ალყა (1258): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 26:
'''ბაღდადის ალყა''' — სამხედრო კონფლიქტი [[მონღოლეთის იმპერია]]სა და [[აბასიანთა სახალიფო]]ს შორის. წარიმართა [[1258]] წელს, [[29 იანვარი|29 იანვრიდან]] [[10 თებერვალი|10 თებერვლამდე]]. ხალიფა [[ალ-მუსთასიმი]]ს უარმა ხარკის გადახდაზე დიდი ყაენის, [[მუნქე|მუნქეს]] განრისხება გამოიწვია. მისი ძმა, [[ჰულაგუ-ხანი|ჰულაგუ]] [[1255]] წლიდან [[ირანი|ირანის]] დასამორჩილებლად იბრძოდა, [[1256]] წელს [[ისმაილიტები]]ს განადგურების შემდეგ კი მუნქესგან [[აბასიანთა სახალიფო|აბასიანების]] დაპყრობის ბრძანება მიიღო.
 
მონღოლები [[1257]] წლის მიწურულს, [[ევფრატი]]ს გადალახვით [[ერაყი|ერაყს]] მიადგნენ. მათ მრავალრიცხოვან არმიაში ირიცხებოდნენ [[საქართველოს სამეფო|საქართველოს]], [[კილიკიის სომეხთა სამეფო]]სა და [[ანტიოქიის სამთავრო]]ს მეომრები. [[1258]] წელს, თითქმის ორკვირიანი ალყის შედეგად აბასიანთა დედაქალაქი, [[ბაღდადი]] აიღეს, გაძარცვეს და დაანგრიეს. [[ჰულაგუ-ხანი|ჰულაგუმ]] პირადად მიიღო მონაწილეობა ქალაქის დარბევასა და მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაში. {{sfn-2|Matthew E. Falagas, Effie A. Zarkadoulia, George Samonis (2006). "Arab science in the golden age (750–1258 C.E.) and today", ''The FASEB Journal'' '''20''', pp. 1581–1586.}} მისი ბრძანებით [[1258]] წლის [[20 თებერვალი|20 თებერვალს]], უკანასკნელი [[აბასიანები|აბასიანი]] ხალიფა, [[ალ-მუსთასიმი]] ოჯახის წევრებთან ერთად სიკვდილით დასაჯეს. ქალაქი ძლიერ დაზარალდა, მოიშალა სარწყავი სისტემა, დაინგრა უამრავი მეჩეთი, შენობა, ფანტანები, ასევე ცნობილი [[სიბრძნის სახლი]], რომელიც ჯერ კიდევ [[ჰარუნ არ-რაშიდი]]ს დროიდან არსებობდა. {{sfn-2|Coke, Richard (1927). ''Baghdad, the City of Peace''. London: T. Butterworth. p. 169}}
 
ჰულაგუ-ხანმა თითქმის 150 ათას კაციანი არმია მალევე დაძრა [[სირია|სირიისკენ]], ხოლო 3,000 მონღოლი დატოვა დაპყრობილი ქალაქის აღსადგენად. [[აბასიანთა სახალიფო|ბაღდადის აბასიანთა სახალიფომ]] არსებობა შეწყვიტა და თავდაპირველად [[მონღოლეთის იმპერია|მონღოლთა იმპერიის]], ხოლო [[1261]] წლიდან [[ჰულაგუიანთა სახელმწიფო]]ს შემადგენლობაში შევიდა.