ბაღდადის ალყა (1258): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 28:
მონღოლები [[1257]] წლის მიწურულს [[ერაყი|ერაყს]] მიადგნენ. მათ მრავალრიცხოვან არმიაში ირიცხებოდნენ [[საქართველოს სამეფო|საქართველოს]], [[კილიკიის სომეხთა სამეფო]]სა და [[ანტიოქიის სამთავრო]]ს მეომრები. [[1258]] წელს, თითქმის ორკვირიანი ალყის შედეგად აბასიანთა დედაქალაქი, [[ბაღდადი]] აიღეს, გაძარცვეს და დაანგრიეს. [[ჰულაგუ-ხანი|ჰულაგუმ]] პირადად მიიღო მონაწილეობა ქალაქის დარბევასა და მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაში. მისი ბრძანებით [[1258]] წლის [[20 თებერვალი|20 თებერვალს]], უკანასკნელი [[აბასიანები|აბასიანი]] ხალიფა, [[ალ-მუსთასიმი]] ოჯახის წევრებთან ერთად სიკვდილით დასაჯეს. ქალაქი ძლიერ დაზარალდა, დაინგრა უამრავი მეჩეთი, შენობა, ფანტანები, ასევე ცნობილი [[სიბრძნის სახლი]], რომელიც ჯერ კიდევ [[ჰარუნ არ-რაშიდი]]ს დროიდან არსებობდა.
 
ჰულაგუ-ხანმა თითქმის 150 ათას კაციანი არმია მალევე დაძრა [[სირია|სირიისკენ]], ხოლო 3,000 მონღოლი დატოვა დაპყრობილი ქალაქის აღსადგენად. [[აბასიანთა სახალიფო|ბაღდადის აბასიანთა სახალიფომ]] არსებობა შეწყვიტა და თავდაპირველად [[მონღოლეთის იმპერია|მონღოლთა იმპერიის]], ხოლო [[1261]] წლიდან [[ჰულაგუიანთა სახელმწიფო]]ს შემადგენლობაში შევიდა.
 
==იხილეთ აგრეთვე==