ბაღდადის ალყა (1258): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 24:
|შენიშვნა=
}}
'''ბაღდადის ალყა''' — სამხედრო კონფლიქტი [[მონღოლეთის იმპერია]]სა და [[აბასიანთა სახალიფო]]ს შორის. წარიმართა [[1258]] წელს, [[29 იანვარი|29 იანვრიდან]] [[10 თებერვალი|10 თებერვლამდე]]. ხალიფა [[ალ-მუსთასიმი]]ს უარმა ხარკის გადახდაზე დიდ ყაენის, [[მუნქე|მუნქეს]] განრისხება გამოიწვია. მისი ძმა, [[ჰულაგუ-ხანი|ჰულაგუ]] [[1255]] წლიდან [[ირანი|ირანის]] დასამორჩილებლად იბრძოდა, [[1256]] წელს [[ისმაილიტები]]ს განადგურების შემდეგ კი მუნქესგან [[აბასიანთა სახალიფო|აბასიანების]] დაპყრობის ბრძანება მიიღო.

მონღოლები [[1257]] წლის მიწურულს [[ერაყი|ერაყს]] მიადგნენ. მათ მრავალრიცხოვან არმიაში ირიცხებოდნენ [[საქართველოს სამეფო|საქართველოს]], [[კილიკიის სომეხთა სამეფო]]სა და [[ანტიოქიის სამთავრო]]ს მეომრები. [[1258]] წელს, თითქმის ორკვირიანი ალყის შედეგად აბასიანთა დედაქალაქი, [[ბაღდადი]] აიღეს, გაძარცვეს და დაანგრიეს. [[ჰულაგუ-ხანი|ჰულაგუმ]] პირადად მიიღო მონაწილეობა ქალაქის დარბევასა და მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაში. მისი ბრძანებით [[1258]] წლის [[20 თებერვალი|20 თებერვალს]], უკანასკნელი [[აბასიანები|აბასიანი]] ხალიფა, [[ალ-მუსთასიმი]] ოჯახის წევრებთან ერთად სიკვდილით დასაჯეს. ქალაქი ძლიერ დაზარალდა, დაინგრა უამრავი მეჩეთი, შენობა, ფანტანები, ასევე ცნობილი [[სიბრძნის სახლი]], რომელიც ჯერ კიდევ [[ჰარუნ არ-რაშიდი]]ს დროიდან არსებობდა.

ჰულაგუ-ხანმა თითქმის 150 ათას კაციანი არმია მალევე დაძრა, ხოლო 3,000 მონღოლი დატოვა დაპყრობილი ქალაქის აღსადგენად. [[აბასიანთა სახალიფო|ბაღდადის აბასიანთა სახალიფომ]] არსებობა შეწყვიტა და თავდაპირველად [[მონღოლეთის იმპერია|მონღოლთა იმპერიის]], ხოლო [[1261]] წლიდან [[ჰულაგუიანთა სახელმწიფო]]ს შემადგენლობაში შევიდა.
 
==იხილეთ აგრეთვე==