ჰულაგუ-ხანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 35:
ჰულაგუ დაიბადა [[მონღოლეთი|მონღოლეთში]]. ახალგაზრდობა გაატარა სამხედრო ლაშქრობებში. თავი გამოიჩინა [[ძინის დინასტია|ძინის დინასტიის]] წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში. თავისი უფროსი ძმის, [[მუნქე|მუნქე-ყაენის]] მმართველობის პერიოდში დაინიშნა [[მონღოლეთის იმპერია|მონღოლთ]] მთავარსარდლად [[აზია]]ში გასამართ ბრძოლებში. მას დაევალა [[ირანი]]ს დაპყრობით [[ახლო აღმოსავლეთი|ახლო აღმოსავლეთში]] შეჭრა. ჰულაგუმ დაკისრებულ დავალებას წარმატებით გაართვა თავი.
 
[[1255]] წელს დაიძრა დასავლეთით. [[1256]] წელს მოახერხა [[ალამუთის ციხე|ალამუთის ციხის]] აღებით [[ისმაილიტები]]ს განადგურება. [[1257]] წლის ბოლოს შეიჭრა [[ერაყი|ერაყში]], სადაც ბრძოლა მოუწია [[აბასიანთა სახალიფო|აბასიანთა]] არმიის წინააღმდეგ, რომელიც სასტიკად დაამარცხა. ერთთვიანიმცირეხნიანი ალყის შედეგად კი ქალაქი [[ბაღდადი]] აიღო და [[აბასიანთა სახალიფო]]ს უკანასკნელი ხალიფა, [[ალ-მუსთასიმი]] ოჯახის წევრებთან ერთად სიკვდილით დასაჯა.(იხილეთ [[ბაღდადის ალყა (1258)|ბაღდადის ალყა]]) ამ ფაქტის შემდეგ [[შუამდინარეთი|მესოპოტამიაში]] მონღოლთა ექსპანსია გარდაუვალი იყო. [[1259]] წელს მან [[საქართველო]]ში [[დავით ნარინი]]ს აჯანყება სასტიკად ჩაახშო. [[1260]] წელს ჰულაგუს სარდლობით მონღოლებმა [[სირია]] დაიპყრეს და [[აიუბიდები]]ს სამთავროები გაანადგურეს. იმავე წელს ჰულაგუს წინსვლა შეაჩერეს [[მამლუქები|მამლუქებმა]], რომლებმაც მონღოლები [[აინ-ჯალუთის ბრძოლა]]ში სასტიკად დააამარცხეს.
 
[[1261]] წელს ჰულაგუმ თავის ძმებს შორის გამართულ ომში მხარი დაუჭირა [[ყუბილაი|ყუბილაი-ყაენს]], რომლისგანაც მადლობის ნიშნად მიიღო ილხანის, ე.ი ტომის ხანის ტიტული. მან საფუძველი დაუდო ახალ დინასტიასა და [[ჰულაგუიანთა სახელმწიფო|სახელმწიფოს]]. [[1262]] წელს დაიწყო ბრძოლა [[ოქროს ურდო]]ს ხანის, [[ბერქა]]ს წინააღმდეგ, თუმცა მათ შორის დაპირისპირება ორივე მხარესთვის უშედეგოდ დასრულდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰულაგუ-ხანი“-დან