გრიგოლ ვეშაპელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: რამოდენიმე → რამდენიმე using AWB
ხაზი 12:
ეროვნულ–დემოკრატიულ პარტიაში მომხდარი განხეთქილების გამო გრიგოლ ვეშაპელი გაემიჯნა ძირითად პარტიულ ბირთვს და შექმნა „[[მიწის მესაკუთრეთა ეროვნული პარტია]]“, რომლის ორგანოსაც ასევე მისი რედაქტორობით გამომავალი გაზეთი „მიწა“ წარმოადგენდა. მისი მოადგილე იყო [[გიორგი ლეონიძე]], რომელმაც [[1920]] წლის რამდენიმე ნომერს გრიგოლ ვეშაპელის ნაცვლად მოაწერა ხელი.
 
[[1921]] წელს რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ იგი ემიგრაციაში არ გაჰყოლია [[საქართველოს მთავრობა]]ს. რამოდენიმერამდენიმე თვე ბათუმში დარჩა, შემდეგ სტამბოლში იმყოფებოდა, შემოიარა ევროპის ქვეყნები და ბოლოს პარიზში ჩავიდა. ეწეოდა ანტიბოლშევიკურ პროპაგანდას, როგორც დამოუკიდებლად ისე ემიგრანტულ მთავრობასთან ერთად. გრიგოლ ვეშაპელი რევაზ გაბაშვილთან და [[დავით ვაჩნაძე]]სთან ერთად მონაწილეობდა „[[სტამბოლი]]ს პოლიტიკური კომისიის“ მუშაობაში, როგორც ედპ–ეს წევრი. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იყო [[1922]] წლის [[ვაშინგტონის კონფერენცია]]ზე.
 
[[1923]] წლის დეკემბერში ედპ–ს მთავარმა კომიტეტმა გრიგოლ ვეშაპელის პერსონალური საკითხი განიხილა შიდაპარტიული დისციპლინის ხშირი დარღვევის გამო. [[1924]] წლის მაისიდან გრიგოლ ვეშაპელი უპირისპირდება საქართველოს ემიგრანტულ მთავრობას. [[1924]] წლის დამარცხებამ გრიგოლ ვეშაპელზე მძიმედ იმოქმედა. მან დაიწყო მზადება სამშობლოში ჩამოსასვლელად. მან კავშირი დაამყარა საბჭოთა [[რუსეთი]]ს წარმომადგენლებთან [[ევროპა]]ში, [[1924]] წლის 5 ნოემბერს პარიზში დააარსა გაზეთი „ახალი საქართველო“ (გამოდიოდა [[1924]]-26 წწ. ბერლინსა და პარიზში), რომლის ფურცლებიდანაც ემიგრატებს საბჭოთა საქართველოში დაბრუნებას მოუწოდებდა და აქტიური საბჭოთა პროპაგანდისტი გახდა. ამის გამო დიდი კონფლიქტი წარმოიშვა მასა და დამოუკიდებლობის აღდგენისათვის მებრძოლ ქართველ ემიგრანტებს შორის. [[1925]] წლის [[9 აგვისტო]]ს კაფე „ვოლტერში“ მათ ხელი შეუშალეს პარიზში ქართული „საბჭოთა კოლონიის“ დაფუძნებას, რასაც მოჰყვა თებერვლის დაპირისპირებები. კულმინაცია [[1926]] წლის 28 თრებერვლის სისხლიანი შეტაკება იყო, რაც „ოდენკურის ამბების“ სახელწოდებითაა ცნობილი. 1926 წლის 10 ივნისს გრიგოლ ვეშაპელი პარიზში რამდენიმე გასროლით მოკლა ავთანდილ მერაბაშვილმა.
ხაზი 30:
 
{{საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები}}
{{DEFAULTSORT:ვეშაპელი, გრიგოლ}}
 
{{DEFAULTSORT:ვეშაპელი, გრიგოლ}}
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1892]]