Broken China: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎რესურსები ინტერნეტში: რესურსები ინტერნეტში - დაბრუნება ძველზე, replaced: ინტერნეტ-რესურ using AWB
ხაზი 26:
 
ალბომს ერთგვარი წინაისტორია აქვს: რაიტის მეუღლემ ბავშვობაში გადაიტანა კლინიკური დეპრესია. სწორედ ამ თემაზეა დაფუძნებული ალბომი, რომელიც პირობითად იყოფა ოთხ ნაწილად. სამ სიმღერაში (შესავალში, Reaching for the Rail და Breakthrough-ში) მღერის [[შინეიდ ო’კონორი]]. სიმღერების ერთი ნაწილი ინსტრუმენტალულია, ხოლო მეორე ნახევარს მიჰყვება რაიტის ვოკალი. დისკი ჩაწერილ იქნა რაიტის პირად სტუდიაში, [[საფრანგეთი|საფრანგეთში]].
 
<blockquote>1994 წლის დასაწყისში მოვხვდი პიტერ გებრიელის მსოფლიო ტურნეს კონცერტზე, სადაც მანუ კაჩე უკრავდა დასარტყმელებზე, ხოლო ალბომის შექმნის იდეა უკვე მქონდა. როგორც კი მოვისმინე, მივხვდი, რომ მსურდა, ''Broken China''-ზე დაეკრა. მუსიკა გავუგზავნე. მიუხედავად იმისა, რომ გრაფიკი მჭიდრო იყო, მაინც დამირეკა, რათა ეთქვა, რომ ჩემთან დაკვრა სურდა, თუმცა იმ პირობით, რომ ბასზე პინო პალადინო დაუკრავდა, ვინაიდან ყოველთვის ერთად მუშაობდნენ. მაგრამ პინო თავად უკვე ავირჩიე, ამიტომ სასიამოვნო იყო, თუ როგორ უკრავდნენ ერთად, რამდენად სწრაფად მუშაობდნენ. ექვს დღეში ჩაიწერა რვა სიმღერა - შესანიშნავია! ტიმ რენუიკი მე ავირჩიე, ძირითადად, პინკ ფლოიდთან ტურნეს გამო, გარდა ამისა, ჩემი ახლო მეგობარი იყო და ზუსტად გრძნობდა მუსიკას, რომელზეც უნდა ემუშავა. როდესაც ატმოსფერული გიტარის ჩასაწერად მუსიკოსს ვეძებდი, ლორი ლეთემმა მირჩია დომინიკ მილერი, რომელიც იმ პერიოდში სტინგთან მუშაობდა, მაგრამ დრო გამონახა, ჩემთან დაეკრა. უჩვეულო იყო ის, რომ ყველა მუსიკოსმა, ვინც კი ავარჩიე, ''Broken China''-სთვის დრო გამონახა.</blockquote>
 
ალბომის გამოსვლამდე გაკეთებულ ადრინდელ კომენტარებში რაიტმა უბრალოდ განაცხადა, რომ იგი არის „ახლო მეგობარზე, რომელიც დეპრესიიდან გამოდის. მაგრამ მე არ მსურს, რომ იფიქრონ, თითქოს მას ვიყენებდი ალბომის პრომოუშენის მიზნით. ამიტომაც, თავდაპირველად არ მსურდა მისი აღნიშვნა“.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Broken_China“-დან