ხაშურის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[[რელიეფი]] ძირითადად საშუალო და დაბალმთიანი ეროზიული ქედ-ხეობებიანი და ბორცვიან ვაკეებიანია. ამ ფონზე ადგილ-ადგილ არის მოსწორებული ბრტყელი ზედაპირები, მდინარეული ტერასები და სხვა. მუნიციპალიტეტის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილი მთიანია, მდინარე [[თეძამი|თეძმის]] აუზში მუნიციპალიტეტს ეკუთვნის [[თრიალეთის ქედი]]ს ჩრდილოეთ კალთის ნაწილი — პალეოცენისა და ეოცენის ნალექებით აგებული ღორისნამკლის შტოქედი, მდინარეების სათიბისა ([[ძამა|ძამის სისტემა]]) და [[ნეძვისწყალი|ნეძვისწყლის]] (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) წყალგამყოფი, რომლის ჩრდილო კალთა დანაწევრებულია მდინარეების სათიბისა და მისი შენაკადების ხეობებით.
 
მნიშვნელოვანი ოროგრაფიული ერთეულია მდინარე [[ძამა|ძამის]] აუზისა და [[მტკვარი|მტკვრის]] ხეობის წყალგამყოფი [[ყელეთის ქედი]], რომლის ჩრდილოეთჩრდილო კალთა ფართოა, შედარებით დამრეცი; სამხრეთი - ვიწრო და ციცაბო. ქედზე არის მოსწორებული ზედაპირები.
 
მუნიციპალიტეტის ფარგლებშია აგრეთვე მდინარეების სათიბისა და სათერძის წყალგამყოფი ''შუანისმთის შტოქედი'', რომლის დასავლეთ ნაწილში არის საშუალო და დაბალმთიანი [[ლიხის ქედი]], რომელიც აგებულია პალეოზოური და კამბრიულისწინა კრისტალური ქანებით - [[გრანიტი|გრანიტებით]], [[გნაისი|გნაისებით]], კრისტალური ფიქლებით.
 
[[რელიეფი]]ს ძირითადი თავისებურეებაა მდინარეთა [[ეროზია (გეოლოგია)|ეროზიული ხეობებისა]] და მათი გამყოფი მობრტყელებული სერების შეთანაწყობა. ლიხის ქედზე კარგადაა გამოხატული [[პენეპლენი|პენეპლენები]] (მთა ედისჯვართან, უღელტეხილ კორტოხთან და სხვ.სხვა), ქედის კალთა დასერილია მდინარეების ჭერათხევის, ბრილისღელის, სურამულის, ტილიანის, შოლისა და სხვ.სხვა ხეობებით.
 
მუნიციპალიტეტში ვრცელი ფართობი უკავია მეოთხეული ალუვიური რიყნარით, ქვიშებით, თიხებით, ტბიური თიხებითა და ქვიშაქვებით აგებულ ტალღობრივ ვაკეს, რომელზეც ზოგან დაბალი მთებია აღმართული (კლდისწყარო, 896 მ, გუგულისქედი, 783 მ).