ხაშურის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
=== რელიეფი ===
[[რელიეფი]] ძირითადად საშუალო და დაბალმთიანი ეროზიული ქედ-ხეობებიანი და ბორცვიან ვაკეებიანია. ამ ფონზე ადგილ-ადგილ არის მოსწორებული ბრტყელი ზედაპირები, მდინარეული ტერასები და სხვსხვა. მუნიციპალიტეტის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილი მთიანია, მდინარე [[თეძამი|თეძმის]] აუზში მუნიციპალიტეტს ეკუთვნის [[თრიალეთის ქედი]]ს ჩრდილოეთ კალთის ნაწილი - პალეოცენისა და ეოცენის ნალექებით აგებული ''ღორისნამკლის შტოქედი'', მდინარეების სათიბისა ([[ძამა|ძამის სისტემა]]) და [[ნეძვისწყალი|ნეძვისწყლის]] (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) წყალგამყოფი, რომლის ჩრდილოეთჩრდილო კალთა დანაწევრებულია მდინარეების სათიბისა და მისი შენაკადების ხეობებით.
 
მნიშვნელოვანი ოროგრაფიული ერთეულია მდინარე [[ძამა|ძამის]] აუზისა და [[მტკვარი|მტკვრის]] ხეობის წყალგამყოფი [[ყელეთის ქედი]], რომლის ჩრდილოეთ კალთა ფართოა, შედარებით დამრეცი; სამხრეთი - ვიწრო და ციცაბო. ქედზე არის მოსწორებული ზედაპირები.