ხაშურის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(+ შესავალი)
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ისევ გორის მაზრაშია, [[1930]] წლიდან დამოუკიდებელი რაიონია. ამჟამად მუნიციპალიტეტი.
 
ხაშურის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით ესაზღვრება [[ქარელის მუნიციპალიტეტი]], ჩრდილოეთით საზღვრავს [[საჩხერის მუნიციპალიტეტი]], სამხრეთით და დასავლეთით ისაზღვრება [[ბორჯომის მუნიციპალიტეტი]]თ, დასავლეთით ესაზღვრება [[ხარაგაულის მუნიციპალიტეტი]]. ხაშურის მუნიციპალიტეტი შიდა ქართლის რეგიონში ყველაზე პატარა ადმინისტრაციული ერთეულია. ხაშურის მუნიციპალიტეტის ფართობია 585,2 კმ².<ref name="usaid">[http://nala.ge/uploads/khashuri.pdf პროგრამა — საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია]</ref>
 
ხაშურის მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორია ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქში მდებარეობს; თუმცა, რთული [[რელიეფი]]ს გამო ზონალობის მიხედვით ჰავა მნიშვნელოვნად იცვლება. მთისწინეთსა და ვაკე ნაწილში [[ზამთარი]] ცივი და ნოტიო იცის, ხოლო [[ზაფხული]] თბილი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 9.6°C-ია, ნალექების რაოდენობა წელიწადში 700 მმ. მთიან ზონაში [[ჰავა]] გაცილებით ცივია. [[თრიალეთის ქედი]]ს კალთები მშრალი ჰავით გამოირჩევა, სადაც ნალექების წლიური რაოდენობა 600 მმ-მდეა; [[ლიხის ქედი|ლიხის ქედზე]] კი ნალექების წლიური მოცულობა 1 840 მმ-ია.<ref name="usaid" />
 
ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტმა ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერის ჩათვლით 18 მლნ. ლარი შეადგინა. მუნიციპალიტეტის ძირითად საბიუჯეტო შემოსავლებს უზრუნველყოფს [[სოფლის მეურნეობა]] და ვაჭრობა. 1990-იან წლებამდე კი შემოსავლებს უზრუნველყოფდა მსუბუქი და მძიმე მრეწველობა, აგრეთვე [[რკინიგზა]]. მუნიციპალიტეტს გააჩნია ეკონომიკური განვითარების შუალედური გეგმა, რომლის ძირითადი პრიორიტეტებია: ბიზნეს გარემოს შექმნა, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის და საკურორტო ტურიზმის განვითარება. მოსახლეობის შემოსავლის ოთხი ძირითადი წყაროა: სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, საჯარო სამსახურებში დასაქმება და სოციალური პაკეტი (პენსია, დახმარებები).<ref name="usaid" />
 
2014 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ხაშურის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა 52 603 ადამიანი. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ქალაქში და დაბაში ცხოვრობს. მოსახლეობის უმრავლესობა [[ქართველები]] არიან, ცხოვრობენ აგრეთვე [[სომხები]], [[ებრაელები]], [[რუსები]], [[ოსები]], [[ბერძნები]], [[უკრაინელები]] და სხვა.<ref>[http://www.khashuri.org.ge/ge/ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო]</ref>
 
== გეოგრაფია ==