ხაშურის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

+ შესავალი
(+ შესავალი)
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ისევ გორის მაზრაშია, [[1930]] წლიდან დამოუკიდებელი რაიონია. ამჟამად მუნიციპალიტეტი.
 
ხაშურის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით ესაზღვრება [[ქარელის მუნიციპალიტეტი]], ჩრდილოეთით საზღვრავს [[საჩხერის მუნიციპალიტეტი]], სამხრეთით და დასავლეთით ისაზღვრება [[ბორჯომის მუნიციპალიტეტი]]თ, დასავლეთით ესაზღვრება [[ხარაგაულის მუნიციპალიტეტი]]. ხაშურის მუნიციპალიტეტი შიდა ქართლის რეგიონში ყველაზე პატარა ადმინისტრაციული ერთეულია. ხაშურის მუნიციპალიტეტის ფართობია 585,2 კმ².
 
სამხრეთით და დასავლეთით ისაზღვრება [[ბორჯომის მუნიციპალიტეტი]]თ, დასავლეთით ესაზღვრება [[ხარაგაულის მუნიციპალიტეტი]]. ფართობი - 585.2 კმ².
ხაშურის მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორია ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქში მდებარეობს; თუმცა, რთული [[რელიეფი]]ს გამო ზონალობის მიხედვით ჰავა მნიშვნელოვნად იცვლება. მთისწინეთსა და ვაკე ნაწილში [[ზამთარი]] ცივი და ნოტიო იცის, ხოლო [[ზაფხული]] თბილი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 9.6°C-ია, ნალექების რაოდენობა წელიწადში 700 მმ. მთიან ზონაში [[ჰავა]] გაცილებით ცივია. [[თრიალეთის ქედი]]ს კალთები მშრალი ჰავით გამოირჩევა, სადაც ნალექების წლიური რაოდენობა 600 მმ-მდეა; [[ლიხის ქედი|ლიხის ქედზე]] კი ნალექების წლიური მოცულობა 1 840 მმ-ია.
 
ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტმა ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერის ჩათვლით 18 მლნ. ლარი შეადგინა. მუნიციპალიტეტის ძირითად საბიუჯეტო შემოსავლებს უზრუნველყოფს [[სოფლის მეურნეობა]] და ვაჭრობა. 1990-იან წლებამდე კი შემოსავლებს უზრუნველყოფდა მსუბუქი და მძიმე მრეწველობა, აგრეთვე [[რკინიგზა]]. მუნიციპალიტეტს გააჩნია ეკონომიკური განვითარების შუალედური გეგმა, რომლის ძირითადი პრიორიტეტებია: ბიზნეს გარემოს შექმნა, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის და საკურორტო ტურიზმის განვითარება. მოსახლეობის შემოსავლის ოთხი ძირითადი წყაროა: სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, საჯარო სამსახურებში დასაქმება და სოციალური პაკეტი (პენსია, დახმარებები).
 
2014 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ხაშურის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა 52 603 ადამიანი. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ქალაქში და დაბაში ცხოვრობს. მოსახლეობის უმრავლესობა [[ქართველები]] არიან, ცხოვრობენ აგრეთვე [[სომხები]], [[ებრაელები]], [[რუსები]], [[ოსები]], [[ბერძნები]], [[უკრაინელები]] და სხვა.
 
== გეოგრაფია ==