რაჟდენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Sabinin. St Rajden the Protomartyr.jpg|მინიატიურა|წმინდა მოწამე რაჟდენი]]
 
'''რაჟდენი''', ''წმინდა რაჟდენი'' (გ. დაახლ. [[457]]), [[ვახტანგ გორგასალი]]ს თანამოღვაწე, [[ქრისტიანობა|გაქრისტიანებული]] [[სპარსელები|სპარსი]]. გამზრდელი, მამაძუძე ვახტანგ გორგასალის მეუღლის [[ბალენდუხტი]]სა (ირანის შაჰის ასული), რომელსაც გამოჰყვა [[ქართლი|ქართლში]]. ირანელების წინააღმდეგ ვახტანგ გორგასალის ომის დროს რაჟდენი ტყვედ ჩაუვარდა ირანელებს. შაჰმა მოსთხოვა ქრისტოანობის უარყოფა. მიუხედავად ტანჯვა-წამებისა რაჟდენი არ დაუბრუნდა [[ცეცხლთაყვანისმცემლობა]]ს. მაშინ შაჰმა ის გაგზავნა [[წრომი|წრომში]] დაბანაკებულ ირანელთა ლაშქრის მეთაურთან, რომელმაც რაჟდენი სიკვდილით დასაჯა — ძელზე გააკრეს და ისრები დაუშინეს. რამდენიმე ხნის შემდეგ ვახტანგ გორგასალის ინიციატივით, რაჟდენის ნეშტი [[ნიქოზის ეკლესია]]ში გადმოასვენეს. ვახტანგ გორგასალმა ეს ეკლესია [[ნიქოზის საეპისკოპოსო|საეპისკოპოზო]] ტაძრად აქცია. მოღწეულია რაჟდენის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მეტაფრასტული თხზულება. იგი შეუდგენიათ დაახლოებით XII საუკუნეში, რაჟდენის ხსენების დღეს 3 აგვისტოს (ძველი სტილი), ეკლესიაში საკითხავად.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რაჟდენი“-დან