დიდუბის პანთეონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 11:
[[1918]] წლის 2 ივლისს „ქართველთა შრის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობამ განიხილა საკითხი „ქართველ მოღვაწეთა სავანის მართვა-გამგებლობის „ნაკაზის“ (გარიგების) პროექტი“, რომელშიც ნათქვამია:
{{ციტატა|...პანთეონში დაიკრძალება მეცნიერების, ხელოვნების და საზოგადოებრივ სარბიელზე გამოჩენილ მოღვაწეთა ნეშტნი, აგრეთვე იმ ქველმოქმედ პირთა ნეშტნიც, რომელნიც შესწირავენ ეროვნულ საქმეს არა ნაკლებ 10,000 მანეთისა, და აღიმართება ძეგლი იმ ქართველ მეომართა სახსოვრად, რომელნიც დაიღუპნენ ბრძოლის ველზე განმათავისუფლებელი ომის [[1914]] წლის განმავლობაში. უფლება პანთეონში დაკრძალვისა ეკუთვნის მხოლოდ იმ მოღვაწეთ, რომლებიც აკმაყოფილებენ „ნაკაზის“ პირველი მუხლის მოთხოვნილებას. ამასთან საკითხს სწყვეტს მთავარი გამგეობის, პანთეონის სექცია და თბილისში არსებულ კულტურულ-განმანათლებელ საზოგადოებათა წარმომადგენლობის შეერთებული კრება. პანთეონის ღირსების დასაცავად შეერთებული კრების წევრები ვალდებულნი არიან პირუთვნელად დააფასონ განსვენებულის ღვაწლი სამშობლოს ერის წინაშე და საკითხი გადასჭრან ფარული კენჭისყრით, რისთვისაც საჭიროა დამსწრე წევრთა უპირატესობის სურვილი, ვინაიდან პანთეონში ყველა ადგილები საპატიოდ ითვლებიან, ამიტომ პანთეონის მთლიანობის დასაცავად სასაფლაო ადგილები ერთნაირის წესის მიხედვითა და განსაზღვრული ზომით უნდა მივსცეთ<ref>საქართველოს სახელმწიფო არქივი, ფ. 481 საქმე 1667, გვ. 103-104</ref>.}}
პანთეონის მართვა გამგეობისათვის შემუშავდა აგრთვეაგრეთვე ინსტრუქციაც, რომელშიაც შენიშვნის სახით ნათქვამია:
{{ციტატა|სავანეში შეიძლება დაკრძალვა პოლიტიკურ სარბიელზე მოღვაწის ნეშტისაც, თუ მას პოლიტიკური მოღვაწეობის გარდა რაიმე თვალსაჩინო ღვაწლი მიუძღვის საზოგადოებრივ სარბიელზე, როგორც პუბლიცისტს, მწერალსა ან მეცნიერს<ref>საქართველოს სახელმწიფო არქივი, ფ. 481 საქმე 1667, გვ. 104</ref>.}}