ჰულაგუ-ხანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 32:
'''ჰულაგუ-ხანი''' (დ. [[1217]] — გ. [[8 თებერვალი]], [[1265]], [[მარაღა]], [[ირანი]]) — [[ჰულაგუიანები]]ს დინასტიისა და [[ჰულაგუიანთა სახელმწიფო|სახელმწიფოს]] დამაარსებელი, [[ტოლუი]]ს ვაჟი, [[ჩინგიზ-ყაენი]]ს შვილიშვილი.
 
ჰულაგუ დაიბადა [[მონღოლეთი|მონღოლეთში]]. ახალგაზრდობა გაატარა სამხედრო ლაშქრობებში. თავი გამოიჩინა [[ძინის დინასტია|ძინის დინასტიის]] წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში. თავისი უფროსი ძმის, [[მუნქე|მუნქე-ყაენის]] მმართველობის პერიოდში დაინიშნა [[მონღოლეთის იმპერია|მონღოლთ]] მთავარსარდლად [[აზია]]ში გასამართ ბრძოლებში. მას დაევალა [[ირანი]]ს დაპყრობით [[ახლო აღმოსავლეთი|ახლო აღმოსავლეთში]] შეჭრა. ჰულაგუმ დაკისრებულ დავალებას თავი წარმატებით გაართვა თავი.
 
[[1255]] წელს დაიძრა დასავლეთით. [[1256]] წელს მოახერხა [[ალამუთის ციხე|ალამუთის ციხის]] აღებით [[ისმაილიტები]]ს განადგურება. [[1257]] წლის ბოლოს შეიჭრა [[ერაყი|ერაყში]], ხანგრძლივი ალყის შედეგად [[ბაღდადი]] აიღო და [[აბასიანთა სახალიფო|აბასიანთა]] უკანასკნელი ხალიფა, [[ალ-მუსთასიმი]] ოჯახის წევრებთან ერთად სიკვდილით დასაჯა. ამ ფაქტის შემდეგ [[შუამდინარეთი|მესოპოტამიაში]] მონღოლთა ექსპანსია გარდაუვალი იყო. [[1259]] წელს მან [[დავით ულუ]]ს აჯანყება სასტიკად ჩაახშო. [[1260]] წელს ჰულაგუს სარდლობით მონღოლებმა [[სირია]] დაიპყრეს და [[აიუბიდები]]ს სამთავროები გაანადგურეს. იმავე წელს ჰულაგუს წინსვლა შეაჩერეს [[მამლუქები|მამლუქებმა]], რომლებმაც მონღოლები [[აინ-ჯალუთის ბრძოლა]]ში სასტიკად დააამარცხეს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰულაგუ-ხანი“-დან