ჰულაგუ-ხანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 36:
[[1255]] წელს დაიძრა დასავლეთით. [[1256]] წელს მოახერხა [[ალამუთის ციხე|ალამუთის ციხის]] აღებით [[ისმაილიტები]]ს განადგურება. [[1257]] წლის ბოლოს შეიჭრა [[ერაყი|ერაყში]], ხანგრძლივი ალყის შედეგად [[ბაღდადი]] აიღო და [[აბასიანთა სახალიფო|აბასიანთა]] უკანასკნელი ხალიფა, [[ალ-მუსთასიმი]] ოჯახის წევრებთან ერთად სიკვდილით დასაჯა. ამ ფაქტის შემდეგ [[შუამდინარეთი|მესოპოტამიაში]] მონღოლთა ექსპანსია გარდაუვალი იყო. [[1260]] წელს ჰულაგუს სარდლობით მონღოლებმა [[სირია]] დაიპყრეს და [[აიუბიდები]]ს სამთავროები გაანადგურეს. იმავე წელს ჰულაგუს წინსვლა შეაჩერეს [[მამლუქები|მამლუქებმა]], რომლებმაც მონღოლები [[აინ-ჯალუთის ბრძოლა]]ში სასტიკად დააამარცხეს.
 
[[1261]] წელს ჰულაგუმ თავის ძმებს შორის გამართულ ომში მხარი დაუჭირა [[ყუბილაი|ყუბილაი-ყაენს]], რომლისგანაც მადლობის ნიშნად მიიღო ილხანის, ე.ი ტომის ხანის ტიტული. მან საფუძველი დაუდო ახალ დინასტიასა და [[ჰულაგუიანთა სახელმწიფო|სახელმწიფოს]]. [[1262]] წელს დაიწყო ბრძოლა [[ოქროს ურდო]]ს ხანის, [[ბერქა]]ს წინააღმდეგ, თუმცა მათ შორის დაპირისპირება ორივე მხარესთვის უშედეგოდ დასრულდა.
 
ჰულაგუს დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა [[ევროპა|ევროპული]] ქვეყნების მონარქებთან. სწორედ მისი ინიციატივით შეიკრა [[ფრანგულ-მონღოლური ალიანსი]] [[მამლუქები|მამლუქების სასულთნო]]ს წინააღმდეგ.
 
ჰულაგუ-ხანი გარდაიცვალა [[1265]] წელს, [[მარაღა]]ში. ის შეცვალა მისმა უფროსმა ვაჟმა, [[აბაღა-ხანი|აბაღა-ხანმა]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰულაგუ-ხანი“-დან