იბრაჰიმ I (ოსმალეთის იმპერია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 42:
 
==ტახტიდან ჩამოგდება და სიკვდილი==
იბრაჰიმის ახირებებები მალე მთელ ქვეყანას ტვირთად დააწვა, რამაც ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. 1647 წელს, დიდმა ვეზირმა სალიჰ ფაშამ, ქიოსემ სულთანმა და შეიჰულისლამ აბდურრაჰიმ ეფენდიმ დაგეგმეს იბრაჰიმის ტახტიდან ჩამოგდება და ტახტზე მისი ერთ-ერთი შვილის აყვანა. გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა. სალიჰ ფაშა სიკვდილით დასაჯეს, ქიოსემ სულთანი ძველ სასახლეში გააძევეს. მომდევნო წელს იანიჩრები და ულემას წარმომადგენლები იბრაჰიმს აუჯანყდნენ. [[1648]] წლის [[8 აგვისტო]]ს აჯანყებულებმა მექრთამე დიდი ვეზირი აჰმედ ფაშა შეიპყრეს, დაახრჩვეს და ნაწილებად აკუწეს. ამავე დღეს, იბრაჰიმი ტახტიდან ჩამოაგდეს და სასახლეში გამოკეტეს. ტახტზე იბრაჰიმის 6 წლის ვაჟი მეჰმედი ავიდა. ახალმა დიდმა ვეზირმა - სოფუ მეჰმედ ფაშამ, შეიჰულისლამს იბრაჰიმის სიკვდილით დასჯის ნება სთხოვა, რაზეც პასუხად მიიღო: „თუ ქვეყანას ორი ხალიფა ჰყავს, ერთ-ერთი უნდა მოკვდეს!“ ქიოსემმაც იბრაჰიმის სიკვდილზე თანხმობა განაცხადა. იბრაჰიმის მოსაკლავად ორი ჯალათი გაგზავნეს. იბრაჰიმ I დააახრჩვეს [[1648]] წლის [[18 აგვისტო]]ს. იგი ოსმალეთის ისტორიაში მეორე სულთანი იყო, რომელიც სიკვდილით დასაჯეს.
 
არსებობს გადმოცემა იმის შესახებ, რომ იბრაჰიმმა ერთხელ ბრძანა მის ჰარემში მყოფი 280 ქალის ბოსფორში გადაყრა. მათგან ერთ-ერთი გადარჩა. ეს ქალი იყო თურჰან ჰატიჯე სულთანი, რომელმაც 3 წლის შემდეგ ქიოსემის მოკვლის ბრძანება გასცა.