შაიბანიდები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
- → —
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
 
ხაზი 1:
'''შაიბანიდები''' ({{lang-uz|Shayboniylar}}) — [[შაიბანი]]ს ([[შიბანი]]ს), [[ჩინგიზ-ყაენი]]ს ვაჟის, [[ჯუჩი]]ს შვილის, [[ბათო-ყაენი]]ს ძმის შთამომავლები, რომლებსაც განეკუთვნებოდა უზბეკური დინასტიის შაიბანიდების დამფუძნებელი [[მუჰამედ შაიბანი]] ([[1451]]—[[1510]]), აბულხაირის შვილიშვილი. მან [[1499]] წელს დაიწყო [[მავერანაჰრი]]ს დაპყრობა, ხოლო [[1500]]—[[1501]] წლებში [[თემურიდები|თემურიდებს]] წაართვა [[სამარყანდი]], დააარსა [[შაიბანიდების სახელმწიფო]]; იგი გაბატონდა მთელს მავერანაჰრსა და [[ხორასანი|ხორასანში]]. [[1510]] წელს შაიბანი-ხანი ირანის [[სეფიანთა სამეფო დინასტია|სეფიანთა]] დინასტიის შაჰთან [[ისმაილ I]]-თან ბრძოლაში დამარცხდა და მოკლეს. შაიბანიდების მიაჩნდათ, რომ თემურიდების კანონიერი მემკვიდრეები იყვნენ და განუწყვეტლად ებრძოდნენ სეფიანებს ხორასნისათვის და ქ. [[ჰერათი]]სათვის. [[აბდულა-ხან II]]-ის ([[1557]]—[[1598]] წწ. სრულიად [[უზბეკები|უზბეკთა]] ხანი [[1583]] წლიდან) დროს სახანო ძალაუფლება მნიშვნელოვნად გაძლიერდა. მისი სიკვდილსა და მისი შვილის მოკვლის შემდეგ შაიბანიდების დინასტია შეწყდა. შაიბანიდების შემდეგ ([[1599]] წლიდან) [[აშთარხანიდები]] გაბატონდნენ.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შაიბანიდები“-დან