ერწუხის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
91.184.106.30-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ILIA-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 1:
{{მმ*|დიდგორი}}
{{ინფოდაფა სამხედრო კონფლიქტი
|კონფლიქტი= ერწუხის ბრძოლა
|ნაწილი= [[ქართულ-სელჩუკური ომები|ქართულ-სელჩუკური ომების]]
|სურათი=
|სათაური=
|თარიღი= [[1104]]
|მდებარეობა= ერწუხთან ახლოს, [[საქართველოს სამეფო]]
|casus=
|ტერიტორია=
|შედეგი= [[საქართველოს სამეფო|საქართველოს]] გამარჯვება
|მხარე1= [[ფაილი:KingDavidtheBuilderFlag.svg|30px|border]] [[ერთიანი საქართველო|საქართველო]]
|მხარე2= [[ფაილი:Buyuk selcuklu devleti.gif|30px]] [[თურქი სელჯუკები]]
* [[განჯის საამირო]]
|მეთაური1= [[ფაილი:KingDavidtheBuilderFlag.svg|30px|border]] [[დავით აღმაშენებელი]][[ილღაზი]]
|მეთაური2= [[განძა|განძის]] [[ათაბაგი]]
|ძალა1=
|ძალა2=
|დანაკარგები1=
|დანაკარგები2=
|შენიშვნა=
}}
 
'''ერწუხის ბრძოლა''' — [[1104]] წელს გამართული ბრძოლა ერწუხთან (ახლანდელი [[საინგილო]]) საქართველოს ლაშქარსა და [[განძა|განძის]] [[ათაბაგი|ათაბაგს]] შორის.
 
[[1104]] წელს, მას შემდეგ, რაც კახელმა დიდებულებმა [[არიშიანი|არიშიანმა]], [[ბარამი|ბარამმა]] და მათმა ბიძამ (დედის ძმა) [[ქავთარ ბარამის ძე]]მ შეიპყრეს და [[დავით IV აღმაშენებელი|დავით აღმაშენებელს]] გადასცეს კახთა მეფე [[აღსართან II]], საქართველოს მეფემ კახეთ-ჰერეთი დაიკავა, თუმცა ყველა კახელი დიდებული როდი იყო კახეთ-ჰერეთის ერთიან ქართულ სახელმწიფოში შესვლის მომხრე — დავით IV-ს მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. კახელ წარჩინებულთა ეს ნაწილი დახმარების სათხოვნელად ეახლა განძის ათაბაგს, რომელიც თურქეთის სულთნის მოხელე იყო. სულთნისთვის, ბუნებრივია, ძნელად ასატანი იქნებოდა საქართველოს ასეთი მომძლავრება-გაფართოება და ქართული ტერიტორიების ერთ მთლიან ერთეულად გაერთიანება. იგი, ცხადია, უკმაყოფილო იქნებოდა იმითაც, რომ დავითმა მტკიცედ ამოუკვეთა ფეხი საქართველოდან სელჩუკებს და ხარკსაც აღარ აძლევდა. დავითმა აქტიური საშინაო თუ საგარეო პოლიტიკით საქართველოს სამეფო კარი მთელს მახლობელ აღმოსავლეთში გამოკვეთა. პრაქტიკულად, იგი უკვე მზად იყო კავკასიის გაერთიანების დიდი პროგრესული საქმე მოეგვარებინა, ამიტომ სულთნისათვის თუ განძის ათაბაგისათვის, რომელიც, ფაქტობრივად, სულთნის გავლენას ემორჩილებოდა, ეს მომენტი ხელიდან გასაშვები არ იყო. მუსლიმმა მმართველებმა დიდძალ ლაშქარს მოუყარეს თავი და კახეთ-ჰერეთის დასაპყრობად დასძრეს. დავით აღმაშენებელმა მტერს მცირე, თუმცა კარგად გაწვრთნილი ლაშქარი დაუპირისპირა.
 
ბრძოლა [[1104]] წელს ერწუხის ველზე გაიმართა. საქართველოს მეფემ ახალი ტაქტიკური ხერხი შესთავაზა სელჩუკებს — „ქმნა წყობანი დიდნი“ ანუ, როგორც ჩანს, მძლავრი ფლანგური დარტყმები განახორციელა. „[[ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი]]“ თვალნათლივ და შესაშური ხატოვანებით აღწერს დავით აღმაშენებლის უშუალო მონაწილეობას ერწუხის ბრძოლაში. მემატიანის სიტყვებით, დავითი არ ჰგავდა სხვა მხედართმთავრებს, რომლებიც ლაშქარს უკან უდგანან და იქედან აძლევენ განკარგულებებს მეომრებს. დავითი წინ მიუძღოდა მებრძოლებს, ლომივით შეუძახებდა თავისი მაღალი ხმით და ამხნევებდა მათ. იგი გრიგალივით ატყდებოდა თავს მოწინააღმდეგეებს სხვადასხვა ფრთებზე, გოლიათივით წინ მიემართებოდა და თავისი ძლიერი, მტკიცე მკლავით მუსრს ავლებდა მტერს. მისი ხმლის ღარებიდან უკუმომდინარე სისხლმა უბე აუვსო ისე, რომ ომის დამთავრების შემდეგ, როცა სარტყელი შემოიხსნა და ეს დაგუბებული სისხლი გადმოიღვარა, მხილველები თავიდან შეეჭვებულან მეფე ხომ არ დაჭრილაო. იმ დღეს დავით აღმაშენებელს სამი ცხენი მოუკლეს და „''მეოთხესაღა ზედა მჯდომმან სრულ ყო მის დღისა ომი''“.{{sfn-2|საქართველოს მეფეები|2007|გვ=124}}{{sfn-2|ჯაბა სამუშია — დავით აღმაშენებელი|2015|გვ=17}}
 
ერწუხის ბრძოლაში დავითმა ძლევამოსილად გაიმარჯვა. ბრძოლის შედეგი მეტად მძიმე იყო მოწინააღმდეგისათვის, მან სრული განადგურება იგემა. ამ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის. ფაქტობრივად, ეს იყო სელჩუკთა მრავალრიცხოვან არმიასთნ პირისპირ სამხედრო შეტაკებაში მოპოვებული პირველი სერიოზული გამარჯვება, რომელმაც ხალხს ნათლად დაანახა, რომ თურქები სულაც არ წარმოადგენდნენ დაუძლეველ ძალას.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერწუხის_ბრძოლა“-დან