ნერვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up using AWB
ხაზი 64:
[[96]] წლის [[18 სექტემბერი|18 სექტემბერს]] დომიციანე საიმპერატორო კარის მოხელეთა მიერ მოწყობილი შეთქმულების შედეგად სასახლეში მოკლეს.<ref name="jones-domitian-193">Jones (1992), p. 193</ref> ფასტები, ოსტიური კალენდარი, გადმოგვცემს, რომ დომიციანეს მკვლელობის დღესვე [[რომის სენატი|სენატმა]] იმპერატორად ნერვა გამოაცხადა.<ref name="murison-153">Murison (2003), p. 153</ref> მისი პოლიტიკური გამოცდილების მიუხედავად, ეს შესანიშნავი არჩევანი იყო. ნერვა ხანდაზმული და უშვილო იყო. კარიერის უმეტესი ნაწილი კი საზოგადოებისაგან მოფარებულად ჰქონდა გატარებული, რამაც უბიძგა როგორც ანტიკური პერიოდის, ისე თანამედროვე ავტორებს ეჭვები გამოეთქვათ დომიციანეს მკვლელობაში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით.<ref name="murison-151">Murison (2003), p. 151</ref><ref>Grainger (2003), pp. 4–27</ref>
 
[[კასიუს დიონ კოქცეიანუსი|დიონ კასიუსის]] მიხედვით, შეთქმულებს ნერვასთან, როგორც მომავალ იმპერატორთან, მკვლელობამდე ჰქონდათ მოლაპარაკება, რაც იმას ნიშნავს, რომ მან, სულ მცირე, იცოდა მაინც გეგმის შესახებ.<ref name=jones-194>Jones (1992), p. 194</ref><ref>[[კასიუს დიონ კოქცეიანუსი|დიონ კასიუსი]], ''Romanრომის Historyისტორია'' [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Cassius_Dio/67*.html#15 LXVII.15]</ref> იგი არ ჩნდება მოვლენათა სვეტონიუსისეულ ვერსიაში, თუმცა ეს შეიძლება გასაგებიც იყოს, რამდენადაც მისი ნაშრომები ნერვას პირდაპირი შთამომავლების, [[ტრაიანე]]სა და [[ადრიანე]]ს დროს გამოქვეყნდა. იმის აღნიშვნა, რომ დინასტია ხელისუფლებაში მოსვლას მკველობას უმადლოდა, ნაკლებად კორექტული იქნებოდა.<ref name=jones-194/> მეორე მხრივ, ნერვა იმპერიაში დიდი მხარდაჭერით არ სარგებლობდა და მისი, როგორც [[ფლავიუსები]]ს ერთგული მხარდამჭერის რეპუტაციასა და ცხოვრებაში განვლილ გზასაც არ უნდა გამოეწვია დიდი ნდობა შეთქმულებში. ზუსტი ფაქტები ისტორიამ ბუნდოვანი გახადა,<ref>{{ cite journal | last = Syme | first = Ronald | title = Domitian: The Last Years | journal = Chiron | volume = 13 | pages = 121–146 | year = 1983 }}</ref> თუმცა თანამედროვე ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ნერვა იმპერატორად მხოლოდ სენატის საკუთარი ინიციატივით გამოცხადდა, მკვლელობის ამბის გამჟღავნებიდან რამდენიმე საათის შემდეგ.<ref name="murison-153"/>
 
მიუხედავად იმისა, რომ ასაკისა და სუსტი ჯანმრთელობის გამო იგი არცთუ სასურველი კანდიდატი უნდა ყოფილიყო, ნერვა უსაფრთხო არჩევანად იყო მიჩნეული, განსაკუთრებით მისი ხანდაზმულობისა და უშვილობის გამო.<ref name=jones-domitian-195>Jones (1992), p.&nbsp;195</ref> გარდა ამისა, მას მჭიდრო კავშირები ჰქონდა ფლავიუსების დინასტიასთან და სენატის ანგარიშგასაწევი ნაწილის პატივისცემითაც სარგებლობდა. ნერვას ნანახი ჰქონდა ნერონის სიკვდილით გამოწვეული ქაოსი და იცოდა, რომ რამდენიმე საათის ყოყმანსაც კი შეეძლო სასტიკი სამოქალაქო ომი გამოეწვია, ასე რომ, ნაცვლად შეთავაზებაზე უარის თქმისა და აჯანყებების წამოწყების რისკის შექმნისა, ნერვამ თანხმობა განაცხადა.<ref name="murison-156">Murison, p. 156</ref> შესაძლოა გადაწყვეტილება ნაჩქარევად იქნა მიღებული, მაგრამ ეს ალბათ სამოქალაქო ომის თავიდან არიდებას ისახავდა მიზნად და არც ნერვა და არც სენატი შეთქმულებაში გარეული არ უნდა ყოფილიყო.<ref name="jones-domitian-196">Jones (1992), p. 196</ref>
 
ნერვას ტახტზე ასვლის შემდეგ სენატმა დომიციანეს სახელზე გამოსცა ''დამნაციო მემორიე'' (ხსოვნის შეჩვენება), რომლის ძალითაც ყოფილი იმპერატორის მონეტები და ქანდაკებები გადაადნეს, თაღები დაანგრიეს, სახელი კი ყველა საჯარო ჩანაწერიდან ამოშალეს.<ref name="suetonius-domitian-23">Suetonius, ''The Lives of Twelve Caesars'', Life of Domitian [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Suetonius/12Caesars/Domitian*.html#23 23]</ref><ref name="dio-history-lxviii-1">[[კასიუს დიონ კოქცეიანუსი|დიონ კასიუსი]], ''Romanრომის Historyისტორია'' [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Cassius_Dio/68*.html#1 LXVIII.1]</ref> მრავალ შემთხვევაში დომიციანეს არსებული პორტრეტები, როგორიცაა კანცელერიის რელიეფზე, უბრალოდ ხელახლა გამოკვეთეს იმგვარად, რომ ნერვასათვის დაემსგავსებინათ, რამაც ახალი გამოსახულებების სწრაფ გამრავლებასა და მასალის ხელახლა გამოყენებას შეუწყო ხელი.<ref>{{ cite journal | last = Last | first = Hugh | title = On the Flavian Reliefs from the Palazzo della Cancelleria | journal = The Journal of Roman Studies | volume = 38 | issue = 1–2 | pages = 9–14 | publisher = Society for the Promotion of Roman Studies | year = 1948 | jstor = 298163 | doi = 10.2307/298163 }}</ref> გარდა ამისა, ფართო სასახლეს, რომელიც დომიციანემ პალატინის ბორცვზე ააგო და რომელსაც ფლავიუსების სასახლის სახელით იცნობდნენ, სახელი შეუცვალეს და „ხალხის სახლი“ უწოდეს, ხოლო ნერვამ რეზიდენციად ვესპასიანეს ყოფილი ვილა აირჩია სალუსტის ბაღებში.<ref>Pliny the Younger, ''Panegyricus'' 47.4</ref>
 
=== მმართველობა ===
[[File:Tempio di Minerva detto Le colonnacce.jpg|thumb|250px|უმეტესწილად დანგრეული პერისტილის უკანასკნელი სვეტები, რომელიც გარს ერტყმოდა ნერვას ფორუმის ცენტრში მდებარე მინერვას ტაძარს. სურათზე არსებული შესასვლელი არ წარმოადგენს ორიგინალურ ელემენტს, არამედ ერთ-ერთია შუა საუკუნეების მრავალ მოდიფიკაციათაგან.]]
მთავრობის ცვლილება მისაღები მოვლენა იყო, განსაკუთრებით სენატორებისათვის, რომლებიც [[დომიციანე]]ს მმართველობის პირობებში სასტიკად იდევნებოდნენ. თავისი მხარდამჭერების მიმართ კეთილგანწყობის გამოვლენის მყისიერ ჟესტს წარმოადგენდა ნერვას საჯარო ფიცი, რომ მისი იმპერატორობის განმავლობაში არც ერთი სენატორი არ დაისჯებოდა სიკვდილით.<ref name="dio-history-lxviii-2">[[კასიუს დიონ კოქცეიანუსი|დიონ კასიუსი]], ''Romanრომის Historyისტორია'' [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Cassius_Dio/68*.html#2 LXVIII.2]</ref> მან ღალატის ბრალდებით წამოწყებული სასამართლო პროცესების დასრულების შესახებ გამოაცხადა, გაათავისუფლა ორი პატიმარი, რომლებიც სწორედ ამ ბრალდებით იყვნენ დატუსაღებულები და მრავალ გადასახლებულს ამნისტია მიანიჭა.<ref name="dio-history-lxviii-1"/>
 
დომიციანეს მიერ ჩამორთმეული ყველა ქონება შესაბამის ოჯახებს დაუბრუნდა.<ref name="dio-history-lxviii-1"/> ნერვა [[რომის სენატი|სენატის]] თავის მთავრობაში ჩართვასაც შეეცადა, თუმცა ეს მცდელობა ბოლომდე წარმატებული არ ყოფილა. იგი უმეტესწილად კვლავ სანდო მეგობრებსა და მრჩევლებს ეყრდნობოდა და ინარჩუნებდა მეგობრულ ურთიერთობებს სენატის პრო-დომიციანურ ჯგუფებთან. ნერვას მტრული ურთიერთობების გადატანაც მოუხდა, რაც, შესაძლოა, მისი სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული სულ მცირე ერთი შეთქმულების საფუძველი ყოფილიყო.<ref>{{ cite web | last = Wend | first = David | title = Nerva (96–98 A.D.) | year = 1997 | url = http://www.roman-emperors.org/nerva.htm | accessdate = 2007-09-23 }}</ref><ref name="dio-history-lxviii-3">[[კასიუს დიონ კოქცეიანუსი|დიონ კასიუსი]], ''Romanრომის Historyისტორია'' [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Cassius_Dio/68*.html#3 LXVIII.3]</ref>
 
ნერვა, რომელიც იმპერატორად მხოლოდ სენატის ინიციატივით გამოცხადდა, იძულებული იყო რომის უბრალო მოსახლეობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად სხვადასხვა ღონისძიებისათვის მიემართა. იმ დროისათვის გავრცელებული ჩვეულების თანახმად, იმპერატორის შეცვლას თან უნდა მოჰყოლოდა ხალხისა და არმიის გულუხვი დასაჩუქრება ფულითა და სხვა საჩუქრებით. შესაბამისა, თითოეულმა მოქალაქემ 75 დენარიუსის ღირებულების ''კონგიარიუმი'' მიიღო, ხოლო ჯარისკაცებმა და პრეტორიანელებმა სავარაუდოდ, 5000 დენარიუსის ღირებულების ''დონაცივუმი'' მიიღეს.<ref name="syme-finances-65">Syme (1930), p. 63–65</ref> ამ ყოველივეს კი ფინანსური რეფორმების მთელი სერია მოჰყვა, რომელიც ყველაზე გაჭირვებული რომაელებისათვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებას ისახავდა მიზნად.<ref>For a complete overview of financial reforms, see {{ cite book | last = Merlin | first = Alfred | title = Les Revers Monétaires de l'Empereur Nerva | location = Paris | year = 1906 | url = http://www.inumis.com/rome/books/merlin/index.html | format = '''French''' | accessdate = 2007-08-14 }}</ref>
ხაზი 99:
ნერვამ გააცნოებიერა, რომ მისი მდგომარეობა აღარ იყო მყარი მემკვიდრის მხარდაჭერის გარეშე, რომელსაც მოიწონებდა როგორც არმია, ასევე – ხალხი.<ref name="lendering-casperius-aelianus"/><ref name="syme-finances-62">Syme (1930), p. 62</ref> ამ მოვლენებიდან მალევე მან ტრაიანეს შვილად აყვანისა და მისი მემკვიდრედ დასახელების შესახებ განაცხადა,<ref name="dio-history-lxviii-3"/> რაც არსებითად ტახტიდან გადადგომასაც ნიშნავდა.<ref>Pliny the Younger, ''Panygericus'' 7.4</ref><ref>{{ cite journal | last = Syme | first = Ronald | authorlink = Ronald Syme | title = Guard Prefects of Trajan and Hadrian | journal = The Journal of Roman Studies | volume = 70 | pages = 64 | year = 1980 | doi = 10.2307/299556 | publisher = Society for the Promotion of Roman Studies | jstor=299556}}</ref> ტრაიანემ ოფიციალურად მიიღო კეისრის ტიტული და 98 წელს ნერვასთან ერთად კონსულობის პატივიც გაიზიარა. დიონ კასიუსის სიტყვებით:
 
{{ციტირება|ამგვარად, ტრაიანე გახდა კეისარი და შემდგომში იმპერატორიც, მიუხედავად იმისა, რომ ნერვას ცოცხალი ნათესავებიც ჰყავდა. თუმცა ნერვა ოჯახური ურთიერთობებისადმი პატივისცემას არასდროს აყენებდა სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე მაღლა. იგი არც ტრაიანეს შვილად აყვანას ესწრაფვოდა, რამდენადაც ეს უკანასკნელი არა იტალიელი, არამედ ესპანელი იყო, ხოლო უცხოელს ჯერ არასდროს პყრობია რომის უზენაესი ხელისუფლება, თუმცა იგი არა მის წარმოშობას, არამედ მის უნარებს ითვალისწინებდა.<ref name="dio-history-lxviii-4">[[კასიუს დიონ კოქცეიანუსი|დიონ კასიუსი]], ''Romanრომის Historyისტორია'' [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Cassius_Dio/68*.html#4 LXVIII.4]</ref>}}
 
დიონ კასიუსის მიერ პოპულარიზებული ხსენებული შეხედულების საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ ნერვას მემკვიდრის არჩევასთან დაკავშირებით, რეალურად, დიდი არჩევანი სულაც არ ჰქონდა. მწვავე კრიზისთან დაპირისპირებულ იმპერატორს სასწრაფოდ სჭირდებოდა იმ კაცის მხარდაჭერა, რომელიც მისი შელახული რეპუტაციის აღდგენას შეძლებდა.<ref name="syme-finances-62"/> ერთადერთი კანდიდატი საკმარისი სამხედრო გამოცდილებით, კონსული წინაპრებითა და კავშირებით, ტრაიანე იყო.<ref name="lendering-casperius-aelianus"/> უნდა ითქვას ისიც, რომ [[ედვარდ გიბონი]]ს მტკიცებამ, რომ ნერვამ ამ მოქმედებით საფუძველი ჩაუყარა ნერვა-ანტონინების დინასტიაში მიღებულ შვილად აყვანის გზნით მემკვიდრის არჩევის ტრადიციას, თანამედროვე ისტორიკოსებში დიდი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.<ref>{{ cite journal | last = Geer | first = Russell Mortimer | title = Second Thoughts on the Imperial Succession from Nerva to Commodus | journal = Transactions and Proceedings of the American Philological Association | volume = 67 | pages = 47–54 | year = 1936 | doi = 10.2307/283226 | publisher = The Johns Hopkins University Press | jstor=283226}}</ref>
ხაზი 107:
[[98]] წლის [[1 იანვარი|1 იანვარს]] თავისი მეოთხე კონსულობის დასაწყისში, ნერვამ პირადი აუდიენციის დროს [[ინსულტი]] მიიღო.<ref name="victor-caesaribus-12-10">Aurelius Victor (attrib.), ''Epitome de Caesaribus'' [http://www.roman-emperors.org/epitome.htm 12.10]</ref> ცოტა ხნის შემდეგ ციებ-ცხელება დაეწყო და [[28 იანვარი|28 იანვარს]] საკუთარ ვილაში, სალუსტის ბაღებში გარდაიცვალა.<ref name="jerome-chronicle-275">Jerome, ''Chronicle'', Romans, p275</ref><ref name="victor-caesaribus-12-11">Aurelius Victor (attrib.), ''Epitome de Caesaribus'' [http://www.roman-emperors.org/epitome.htm 12.11]</ref> სენატმა იგი ღმერთად შერაცხა,<ref name="jerome-chronicle-275"/> მისი ფერფლი კი [[ავგუსტუსის მავზოლეუმი|ავგუსტუსის მავზოლეუმში]] დაკრძალეს.<ref name="victor-caesaribus-12-12">Aurelius Victor (attrib.), ''Epitome de Caesaribus'' [http://www.roman-emperors.org/epitome.htm 12.12]</ref>
 
ნერვა საიმპერატორო ტახტზე ყოველგვარი ინციდენტის გარეშე შეცვალა [[ტრაიანე]]მ, რომელსაც რომაელი ხალხი დიდი ენთუზიაზმით შეეგება. [[პლინიუს უმცროსი]]ს თანახმად, ტრაიანემ ნერვას პატივსაცემად ტაძარი მიუძღვნა,<ref>Pliny the Younger, ''Panegyricus'' 11.1</ref> თუმცა მისი რაიმე კვალი ჯერ არ აღმოუჩენიათ; მისი გაღმერთების აღსანიშნავადაც მემორიალური მონეტები მხოლოდ ნერვას სიკვდილიდან ათი წლის შემდეგ მოიჭრა. [[კასიუს დიონ კოქცეიანუსი|დიონ კასიუსის]] მიხედვით, პრეტორიანელთა პრეფექტი, კასპერიუს ელიანუსი, რომელმაც ნერვას წინააღმდეგ ამბოხება წამოიწყო, ტრაიანეს ტახტზე ასვლისთანავე დაითხოვეს.<ref>[[კასიუს დიონ კოქცეიანუსი|დიონ კასიუსი]], ''Romanრომის Historyისტორია'' [http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Cassius_Dio/68*.html#5 LXVIII.5]</ref>
 
იმის გამო, რომ ამ პერიოდის შესახებ წერილობითი წყაროები ცოტაა, ნერვას ცხოვრების შესახებ ბევრი რამ კვლავაც ბუნდოვანია. მისი ზეობის შესახებ დაწერილი უმთავრესი ნაშრომი მე-ე საუკუნის ისტორიკოსს, დიონ კასიუსს ეკუთვნის. მისი ''რომის ისტორია'', რომელიც თითქმის ათასწლეულს მოიცავს იტალიაში [[ენეასი]]ს ჩასვლიდან 229 წლამდე, ნერვას გარდაცვალებიდან ას წელზე მეტი ხნის შემდეგ იყო შედგენილი. დამატებითი დეტალები აღებულია ''Epitome de Caesaribus''-დან, ნაშრომიდან, რომლის სავარაუდო ავტორადაც მე-4 საუკუნის ისტორიკოსს, ავრელიუს ვიქტორს ასახელებენ.
ხაზი 126:
 
==რესურსები ინტერნეტში==
*[http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Roman/Texts/Cassius_Dio/68*.html [[კასიუს დიონ კოქცეიანუსი|დიონ კასიუსი]], ''Romanრომის Historyისტორია'' Book 68]
*[http://www.roman-emperors.org/epitome.htm Aurelius Victor (attrib.), ''Epitome de Caesaribus'' Chapter 12]
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნერვა“-დან